კობახიძესთან ერთად ჰამასის ლიდერი ესწრებოდა ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას

ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიეც ესწრებოდა. პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციის კადრები, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა, საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის გვერდზეც გავრცელდა. თავდაპირველად გავრცელებულ კადრებში ირაკლი კობახიძესთან ერთად ისმაილ ჰანიეც ჩანდა, თუმცა პრემიერ-მინისტრის გვერდზე ჰამასის პოლიტიკურ ლიდერთან ერთად ფოტო აღარ იძებნება. ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციიდან […]

დვალის “აპოელი” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „აპოელი“ გასვლაზე „პეტროკუბს“ დაუზავდა – 1:1. პირველი დაპირისპირება კვიპროსულ გუნდს 1:0 ჰქონდა მოგებული, საერთო ჯამში 2:0 იმარჯვა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე „სლოვანსა“ და „ცელიეს“ შორის მოგებულს შეხვდება. პირველ მატჩს 6 აგვისტოს სტუმრად ჩაატარებენ, საპასუხოს კი 13 აგვისტოს სახლში. კვიპროსული გუნდის მცველმა ლაშა დვალმა, რომელმაც წინა შეხვედრა მცირე ტრავმის […]

პრემიერ-მინისტრი ირანის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს. ინაუგურაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისში გაიმართა. პრესსამსახურის ცნობით, ირანის ახლად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიას 70 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაცია ესწრებოდა.

თბილისში ბინის ქირა 5 თვეა იდენტურ ნიშნულზეა – Galt & Taggart

თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირა ბოლო 5 თვეა იდენტურ ნიშნულზე ნარჩუნდება, რაც კვ-ზე 9.9 აშშ დოლარია – ამის შესახებ საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის “საცხოვრებელი უძრვი ქონების” კვლევაში ვკითხულობთ. პუბლიკაციის თანახმად, ქირას გარეუბნებში დაღმავალი ტრაექტორია აქვს, ცენტრალურ რაიონებში კი მაღალ ნიშნულზე ნარჩუნდება. თბილისში ქირა ყველაზე იაფი სამგორის რაიონშია, სადაც საშუალო ქირა მ²-ზე $7.5-ია, ყველაზე ძვირი […]

თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში იმყოფებოდა. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად რეკრუტთა საწვრთნელი ასეულის სასწავლო პროცესს დაესწრო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მომავალი სამხედროები საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამის ფარგლებში ტაქტიკურ გადაადგილებაში, საცეცხლე მომზადებაში, ტოპოგრაფიასა და სხვა დისციპლინებში მზადდებიან. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის […]

ისრაელმა ბეირუთის გარეუბანს დაარტყა, სამიზნე ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური იყო

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის გარეუბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, იტყობინება ლიბანის უშიშროების ძალების მიერ გავრცელებულ ცნობაზე დაყრდნობით Reuters-ი. ლიბანის შეიარაღებული გაერთიანების ჰეზბოლას ოპერაციული ცენტრის ხელმძღვანელი მუჰსინ შუკრმა გადაურჩა ისრაელის თავდასხმას ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე 30 ივლისს, რომლის მიზანი იყო მისი მოკვლა, განუცხადეს Reuters-ს უსაფრთხოების სამსახურის ორმა მაღალი რანგის წყარომ. AFP-ი ჰეზბოლასთან დაახლოებული […]

მიხეილ დაუშვილი – მხარეებმა არბიტრაჟის გადაწყვეტილება გამოაქვეყნონ, ახლა დგანან და მანიპულირებენ, რომ „სასამართლომ ეს არ განიხილა, იმაზე არ იმსჯელა“ – სად ვარკვიოთ?

დაკარგულ 8 წელზე და დაკარგულ ძალიან დიდ პროექტზე პასუხისმგებელი მთავრობა კი არა ინვესტორი აღმოჩნდა, მე მგონი ჩვენი მოქალაქეები იმსახურებენ ახსნა-განმარტებები მოისმინონ – დღეს ამ მოქალაქეებს არავინ არაფერი არ უნდა უთხრას? არ იმსახურებენ ელემენტარულ ბოდიშს?, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, რითაც საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ სარჩელზე გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. […]

გახარიას პარტმუშაკი, რომ დაგამუნათებს მეტის ღირსი ხარ. შენს ადგილას პოლიტიკას კი არა დღის სინათლეს არ გაეკარებოდა კაცი

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე “გახარია საქართველოსთვის” წევრის ბერდია სიჭინავას განცხადებას ეხმიანება, რომელიც მამუკა ხაზარაძისგან ბოდიშის მოხდას ელის. ზურაბ ქადაგიძე ხაზარაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ მის ადგილას პოლიტიკას კი არა დღის სინათლეს არ გაეკარებოდა კაცი, ისეთი მარცხი მოუვიდა. “მამუკა ხაზარაძე აი, მოღალატე გახარიას პარტმუშაკი, რომ დაგამუნათებს მეტის ღირსი ხარ… შენს ადგილას, პოლიტიკას კი არა დღის […]

McDonald’s-ის გლობალური გაყიდვები შემცირდა

სწრაფი კვების რესტორნების უდიდესმა ქსელმა, McDonald’s-მა, კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, კომპანიის გაყიდვები მეორე კვარტალში გლობალურად 1%-ით შემცირდა. ეს პირველი ვარდნაა გასული 13 კვარტალის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ ანალიტიკოსები გაყიდვების მაჩვენებლის 0.53%-ით ზრდას ვარაუდობდნენ. სპეციალისტების განცხადებით, ინფლაციის გამო დაბალი შემოსავლის მქონე მომხმარებლებმა რესტორნებში კვებაზე უარი თქვეს და საკვების სახლში მომზადებას ამჯობინებენ. ამან განსაკუთრებით მძიმედ სწრაფი კვების […]

ამერიკის კონგრესის გზავნილი საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს

კონგრესმენები „ქართულ ოცნებას“ უმეორებენ, რომ დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები და ქართველი ხალხის სურვილის წინააღმდეგ წასვლა, უპასუხოდ არ დარჩება. მოქალაქეების იმ უმრავლესობას კი, ვისაც დასავლური მომავალი სურს, ჰპირდებიან, რომ ამ გზაზე მხარდაჭერის გარეშე არ მიატოვებენ.