კონგრესმენების ნაწილი ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს

ჰელსინკის კომისიის ლიდერები როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებენ. წერილში, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს გაუგზავნეს, მოწოდებულია ივანიშვილისა და “მისი ახლო წრის” სანქცირება, “საქართველოში კორუფციისა და ბოროტი გავლენების მთავარი კვანძის” პრობლემის მოსაგვარებლად. წერილს ხელს აწერს წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჰელსინკის კომიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯო უილსონი, რომელიც MEGOBARI აქტის ავტორია, […]

დევიდ კომა იტალიური Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა

ლონდონში მოღვაწე ქართველი დიზაინერი, დავით კომახიძე (David Koma) იტალიური ბრენდის, Blumarine-ის კრეატიული დირექტორი გახდა – ამის შესახებ ინფორმაცია თავად კომპანიამ განაცხადა. კომა აღნიშნულ პოზიციაზე ვოლტერ ჩიაპონს ჩაანაცვლებს, რომელიც Blumarine-ის დიზაინერი ერთი სეზონის განმავლობაში იყო. კომახიძე Blumarine-ის ბრენდის ქვეშ თავის პირველ კოლექციას 2025 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, წინასაშემოდგომო სეზონზე წარადგენს. კომამ ლონდონში მოდის სახლი DAVID KOMA 2009 […]

“სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები” – სამადაშვილი

“სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები” – სამადაშვილი “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს: სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ კობახიძესთან პირდაპირ ხაზზე არიან რუსები. მსგავსი ღონისძიებები არის ალბათ კარგი შესაძლებლობა, რომ მაღალ დონეზე შევხდნენ კობახიძეს და დაარიგონ შემდეგი ნაბიჯები რა არის საქართველოს სუვერენიტეტის გასაუქმებლად და რუსეთისთვის გადასაბარებლად. მე […]

“სომეხ ლომჯარიებს” ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ” – პრემიერი

“სომეხ ლომჯარიებს” ეს თემა სომხეთში არ აუწევიათ” – პრემიერი პრემიერი ირანში ვიზიტსა და ჰამასის ლიდერების გვერდით დგომაში პრობლემას ვერ ხედავს და ამტკიცებს, რომ აღნიშნული თემა “სპეკულაციაა”. ეს მარტივი სპეკულაციაა. იმდენად სამარცხვინო სპეკულაციაა, არ ვიცი რა გიპასუხოთ. რაც შეეხება თვითონ ამ თემას, მე როგორ მითხრეს, თვითონ ლომჯარიას ჰქონდა დავალებული ამ თემის აწევა, თუმცა. მაინც და მაინც […]

ჰელსინკის კომისია ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. წერილს, რომელსაც ხელს კონგრესმენები ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვისი აწერენ, მედია ავრცელებს. „ჩვენ ამ წერილს გწერთ, რათა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით უფრო სასწრაფო და გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოგიწოდოთ. ჩვენ მივესალმებით თქვენ მიერ ბოლოდროინდელ გამოცხადებულ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათ მიმართ, […]

თორნიკე რიჟვაძე – აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა, პირველად ისტორიაში, დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს – მომავალი წლისთვის იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის მოცულობა პირველად ისტორიაში დაახლოებით 800 მლნ ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მომავალი წლისთვის, იგეგმება ბიუჯეტის მილიარდ ლარამდე გაზრდა. „რამდენიმე კვირის წინ, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი დაკორექტირდა და პირველად, რესპუბლიკურმა ბიუჯეტმა საკუთრივ მიაღწია დაახლოებით 800 მლნ ლარს. იცით, რომ […]

დაბა ჩაქვში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალურ საავტომობილო გზა დაიტბორა

დაბა ჩაქვში ძლიერი წვიმის შედეგად ცენტრალურ საავტომობილო გზა დაიტბორა. წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოსა და სარდაფებში შევიდა. მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. “უხვმა ნალექმა ბოსტნეულის მოსავალი დააზიანა, წაიღო ყველაფერი. საბავშვო ატრაქციონებს ვერ ვხედავთ, როგორც ჩანს ესეც წყალმა წაიღო. ამ დროისათვის, ნელ-ნელა წყლის დონე იკლებს, თუმცა ზიანი უკვე მოგვაყენა”,- ამბობენ ადგილობრივები.

„საქართველოს ბანკის“ ბიზნესმობილბანკს ონლაინ მხარდაჭერის ფუნქციონალი დაემატა

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკი განახლდა და ამიერიდან, ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 24/7-ზე ისარგებლონ ონლაინ კონსულტაციით და სასურველი ინფორმაცია ან მხარდაჭერა მიიღონ. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ბანკის ინფორმაციით, ონლაინ მხარდაჭერის მისაღებად აპლიკაციაში, კონტაქტების გვერდზე, ჩატის ღილაკია ინტეგრირებული. ეს შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, ლაივ რეჟიმით, შეუფერხებლად და ოპერატიულად მიიღოს სასურველ შეკითხვებზე პასუხი. „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს […]

საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ხედვა არის ის, რომ საქართველოს მაქსიმალურად უნდა აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ კუთხით, ჩინური კომპანიის მონაწილეობას ანაკლიის პროექტის განვითარებაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. „როდესაც ხაზარაძე საუბრობდა ჩინელი ინვესტორების მოზიდვაზე ანაკლიის პროექტისთვის, მე მაშინ არ მახსენდება ასეთი განცხადებები. რაც შეეხება ჩვენს […]

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო

ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას უნგრეთმა ვეტო დაადო, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. Politico-ს ცნობით, ევროკავშირის სახელმწიფოებს სურდათ, ვენესუელის საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგების შესახებ, რომლის მიხედვითაც საპრეზიდენტო არჩევნებში ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა, ერთობლივი განცხადება გაევრცელებინათ, თუმცა უნგრეთმა ან ნაბიჯს ვეტო დაადო. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ […]