„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ Block Group-ის ახალი მასშტაბური პროექტი Radisson დააზღვია

სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ Block Group-ის მორიგი მასშტაბური საერთაშორისო პროექტის სასტუმრო Radisson-ის სამშენებლო რისკები დააზღვია, რომლის სადაზღვევო თანხა 18 მლნ დოლარს შეადგენს. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Radisson თბილისის ცენტრში, ჭანტურიას ქუჩაზე, ალექსანდრეს პარკთან შენდება, რომლის დასრულების შემდეგ, თბილისს კიდევ ერთი ლენდ მარკი შეემატება. სასტუმრო სკანდინავიურ დიზაინში გადაწყვეტილ სხვადასხვა კატეგორიის 170 ნომერს გააერთიანებს. სასტუმროს რუფტოპზე მოეწყობა თბილისში […]
თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით

თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით „დინამო არენას“ ექსპერტიზაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი, ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თბილისს უნდა ჰქონდეს სრულიად […]
ყველა საერთაშორისო რეიტინგი, კვლევა, ადასტურებს, რომ საქართველო არის მოწინავე – პრემიერი

ყველა საერთაშორისო ინდექსი, მათ შორის, ეს კონკრეტული ინდექსი, რომელიც ეხება აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობას მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირის ქვეყნებსაც უსწრებს ბევრი პარამეტრით, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს “დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის […]
მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია – პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ადგილობრივი მოხმარება წლიურად 2.6%-ით გაიზარდა. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს. ზრდა საცალო (+4.9% წ/წ) და პირდაპირი მომხმარებლების (+4.9% წ/წ) გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. აფხაზეთის რეგიონში მოხმარების კლების ტენდენცია შენარჩუნდა (-5.6% წ/წ). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი მოხმარების ზრდა კრიპტო-მაინინგის და მეტალურგიის გააქტიურების შედეგია და ზრდის გაგრძელება მოსალოდნელია. “ადგილობრივი გენერაცია წლიურად 3.9%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მოცულობა […]
მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ

მოტოციკლებსა და მოპედებს ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან ექნებათ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მერია საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამის დადგენილებას, რომელიც საავტობუსო ზოლებში მოტოციკლის, ანდა მოპედის მოძრაობის დროსა და პირობებს განსაზღვრავს. „საკრებულოში იმსჯელებენ აღნიშნულთან დაკავშირებით და გვინდა, რომ აღნიშნული წესი 2024 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდეს,“ […]
ლაშა ბექაური ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა, ლაშა ბექაურმა (90კგ) მერვედფინალში გაიმარჯვა და მეოთხედფინალში გადავიდა. პირველი დაპირისპირება მან ბულგარელ მეტოქესთან, ივაილო ივანოვთან გამართა და ვაზარით დაამარცხა. შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს ერთი მედალი აქვს. მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოუტანა. ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, […]
მოლდოვის პარლამენტში ჩხრეკა ჩატარდა, სავარაუდოდ, ჯაშუშობის საქმის გამო

უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და განსაკუთრებულ საქმეთა პროკურატურა ჩხრეკას აწარმოებდნენ მოლდოვის პარლამენტში, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. რადიო თავისუფლების მოლდოვურ სამსახურს ამის შესახებ უთხრა უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა დანიელა მიზატმა. რომელ სისხლის სამართლის საქმეზეა ლაპარაკი, მას არ დაუზუსტებია. ჩხრეკის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა პროკურატურის წარმომადგენელმა ემილ გაირურმა. რადიო თავისუფლებას წყარომ აცნობა, რომ გამოძიება მიმდინარეობს მოლდოვის […]
საქსტატის მონაცემებით, ივნისში ქვეყნის ეკონომიკა 7,5%-ით გაიზარდა

საქსტატი ავრცელებს ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებას 2024 წლის ივნისისთვის. უწყების ცნობით, 2024 წლის ივნისში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 7,5 პროცენტით გაიზარდა. · საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; · მშენებლობა; · ინფორმაცია და კომუნიკაცია; · ტრანსპორტი და დასაწყობება; · პროფესიული; · სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.
„საქართველოში 2024 წელს შენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია“ – ვახტანგ ცინცაძე

2024 წლის ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 7.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივნისში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9.0%-ს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ივნისში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და მასში პოზიტიური წვლილი შეიტანა როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ინფორმაციისა და კომუნიკაციების და ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. […]
ირაკლი ზარქუა მამუკა ხაზარაძეს – ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! – მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! – გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის!

ბიუჯეტში 650 ათასი დოლარი უნდა გადაიხადო! – მჭირდება წალენჯიხისთვის, სადაც რამდენიმე სკვერი უნდა გავაკეთო! გადაიხდი, რადგან პოლიტიკაში უპასუხისმგებლო, მერკანტილური ინტერესების მქონე პოლიტიკოსების ადგილი არ არის! – ეს განცხადება “ლელოს” ლიდერის მამუკა ხაზარაძის მისამართით უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. ზარქუას აზრით, ხაზარაძემ საკუთარი უპასუხისმგებლობით ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ქვეყანას წლები დააკარგვინა. “როგორც საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ მამუკა […]