ირაკლი ქარსელაძე – ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის

დღეს გაიხსნა გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც კახეთის მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის. გილოცავთ, უმნიშვნელოვანესი პროექტის – ბაკურციხე-წნორის 18 კილომეტრიანი, 2 ზოლიანი, მაგისტრალური გზის გახსნას , – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბაკურციხე-წნორის გზა, საერთაშორისო მაგისტრალური საგზაო მარშრუტის – […]

ვინ იყო ისმაილ ჰანიე და რას ნიშნავს მისი მკვლელობა „ჰამასისთვის“?

ისმაილ ჰანიე, „ჰამასის“ ირანში მოკლული ლიდერი, პალესტინელთა დაჯგუფების საერთაშორისო დიპლომატიის წარმომადგენელი იყო მაშინ, როცა ღაზის სექტორში ომი მძვინვარებს. ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, მისი სამი ვაჟი დაიღუპა. მიუხედავად მისი მკაცრი რიტორიკისა, ბევრი დიპლომატის მიერ ის ღაზაში მოქმედი ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით, “ზომიერ ლიდერად” მიიჩნეოდა. ჰანიე, „ჰამასის“ ლიდერად დანიშვნის შემდეგ, ბლოკადაში მოქცეული ღაზისთვის […]

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთის დრონებისგან ერთ-ერთი უდიდესი თავდასხმა მოიგერია

უკრაინის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა ოთხშაბათს განაცხადეს, რომ სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, შორი რადიუსის დრონებით განხორციელებული თავდასხმა მოიგერიეს. საჰაერო ძალებმა კიევში, დედაქალაქის მიმდებარე რეგიონსა და სხვა რაიონებში გაშვებული 89 დრონი ჩამოაგდო. თავდასხმის სამიზნე კიევი და მიმდებარე რეგიონები იყო, სადაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 40-ზე მეტი დრონის ჩამოგდება შეძლო. საჰაერო სირენები ისმოდა მთელი ღამის განმავლობაში. […]

Bloomberg-ის თანახმად, უკრაინის არმიამ F-16-ების პირველი პარტია მიიღო

უკრაინის არმიამ მიიღო F-16 გამანადგურებლების „მცირე“ რაოდენობა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს არის ამერიკული გამანადგურებლების პირველი მიწოდება უკრაინისთვის. სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ უცნობია, უკრაინელი სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში თვითმფრინავების დაუყოვნებლივ გამოყენებას შეძლებენ თუ მოსამზადებელ პროცესს მეტი დრო დასჭირდება. კიევში კომენტარს არ აკეთებენ აღჭურვილობის შესაძლო გადაცემაზე. უკრაინის ხელისუფლება […]

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს – პრემიერი

ბაკურციხე-წნორის ახალი გზა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოძრაობისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, სამჯერ შეამცირებს გადაადგილების დროს და 2.5-ჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისა და სტუმრებისთვის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საქართველოში მაგისტრალური […]

ივნისში საქართველოში 5 524 ახალი საწარმო დარეგისტრირდა – კლება რუსეთის ფედერაციაზე მოდის

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 5 524 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ივნისთან შედარებით 32%-ით ნაკლებია. როგორც თოდრაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ახლად დარეგისტრირებული საწარმოების რიცხვის კლება რუსეთიდან საწარმოების რეგისტრირების შემცირებით არის განპირობებული. „ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახლად რეგისტრირებული კომპანიების რეგისტრაციის მაჩვენებელს შემცირების ტენდენცია ახასიათებს და ძირითადად ეს განპირობებული […]

რუხის ციხე-სიმაგრეში ჭაბუკთა შორის ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, აფხაზეთის ძიუდოს აკადემიის ორგანიზებით და ქართული ჭიდაობის ფედერაციის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის ციხე-სიმაგრეში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. ასპარეზობაში მონაწილეობა მიიღეს 2008-2009 და 2010-2011 წლებში დაბადებულმა სპორტსმენებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან,მათ შორის,ოკუპირებული ტერიტორიებიდან. „ჩემპიონატის გამარჯვებულებს, ვეტერანების საქმეთა […]

„ფაქტია, ჩვენი ტურისტული ნაკადები ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი გახდა“ – wOnderLAND

„ფაქტი ისაა, რომ ჩვენი ტურისტული ნაკადები ძალიან უინტერესო და ერთფეროვანი გახდა“, – ამის შესახებ BMGVT-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ – wOnderLAND-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ქეთი დოჭვირმა განაცხადა. მისი შეფასებით, ტურისტებზე გათვლილი არსებული კამპანია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებზეა გათვლილი, არ მუშაობს. იმის ნაცვლად, რომ საქართველო მრავალფეროვანი ტურისტული ნაკადებით იყოს დატვირთული, ქვეყანა ძირითადად მეზობელ ქვეყნებს მასპინძლობს. „ერთია, რაზე აქვს […]

ზურიკო შეცვლაზე შევიდა – “სენტ-ეტიენმა” ისევ გაიმარჯვა

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენმა“ „მონპელიე“ 2:1 დაამარცხა და წინასასეზონო შეკრებაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. “სენტ-ეტიენის” მწვრთნელმა ოლივიე დალ’ოლიომ როტაციას მიმართა და ზურიკო დავითაშვილი ამჯერად შესვენების შემდეგ შეუშვა შეცვლაზე. შემდეგ სპარინგს „სენტ-ეტიენი“ 3 აგვისტოს შამბონ სიურ ლინიონში „გრენობლთან“ ჩაატარებს. მონპელიე – სენტ-ეტიენი 1:2 გოლები: 0:1 გოტიე (14), 0:2 სისოკო (57), 1:2 ხაზრი (85, პენ)

ლაშა ბექაური – ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ – ეს ოქროს მედალი, ისტორიული მედალი თქვენია

ჩემი გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ამის შესახებ ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა. „მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს. ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი, ეს ისტორიული მედალი თქვენია, მიყვარხართ გულში“, – მიმართა ბექაურმა გულშემტაკივარს გამარჯვების შემდეგ, […]