ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ

ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ განაცხადა. „მინდა ჩემმა ხალხმა იცოდეს, რომ ის ქართული გენი, რითაც დღემდე მოვედით, ისევ არსებობს და მიხარია, რომ ჩემში არის ეს ყველაფერი თავმოყრილი. მადლობა უფალს. ეს გამარჯვება თქვენ გეძღვნებათ, ეს ოქროს მედალი და ეს ისტორიული მედალი თქვენია. მიყვარხართ გულში“, – […]
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს“ – პრემიერი

„ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს“ – პრემიერი ბოლო ათწლეულის განმავლობაში დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებით ვზრდით და ვაუმჯობესებთ საქართველოზე გამავალი საერთაშორისო საგზაო დერეფნების უსაფრთხოების სტანდარტებს, ვაუმჯობესებთ გამტარუნარიანობას და სატრანზიტო ტვირთბრუნვას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურციხე-წნორის 18 კმ-იანი მაგისტრალური გზის გახსნის […]
რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო – Bellingcat

რუსეთმა ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა დაიწყო – Bellingcat საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ის ინფორმაციით, რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ზღვისპირა ქალაქ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზის მშენებლობა დაიწყო. Bellingcat-ის მიერ შესწავლილ სატელიტურ გამოსახულებებზე დაყრდნობით, სამშენებლო აქტივობა 2024 წლის დასაწყისიდან დაჩქარებულია, მათ შორის, შეინიშნება რამდენიმე ახალი კონსტრუქცია. ბოლო მონაცემებით, ოჩამჩირის ბაზაზე რამდენიმე ახალი საძირკველი აშენდა, სავარაუდო სამშენებლო პროცესებისთვის რამდენიმე […]
დღეიდან რუსული კანონი ამოქმედდა

არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, ქართული ოცნების მიერ მიღებული რუსული კანონი 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდა. კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს. დღეიდან რეესტრში რეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული. ქართული ოცნება ირწმუნება, რომ კანონი გამჭვირვალობის […]
კარდინი: დახმარების შეჩერება მეტყველებს ჩვენი ქვეყნის ერთგულებაზე ქართველი ხალხის მიმართ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი საქართველოსთვის პირდაპირი დახმარების შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის პასუხი ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების მიმდინარე ეროზიაზე. გავრცელებულ განცხადებაში კარდინი ამბობს, რომ დახმარების შეჩერება გამოხატავს აშშ-ის მტკიცე ერთგულებას ქართველი ხალხის მიმართ. მისი განცხადებით, რუსული კანონის მიღებამ და შემდეგ, მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევამ “საგანგაშო დემოკრატიული უკუსვლის სურათი შექმნა”. “ბაიდენ-ჰარისის […]
აშშ-მა ჩამოთვალა ქმედებები, რომელიც საქართველოს დახმარების მისაღებად სჭირდება

„დაუბრუნდეს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას უცხოური გავლენის კანონის გაუქმებით, სხვა პრობლემური კანონმდებლობის უკან გაწვევით, დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტით, არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის გამჭვირვალობის უზრუნველყოფით და საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების დაშვებით“, — ეს იმ ქმედებების ჩამონათვალია, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერ ვედანტ პატელის თქმით, შეესაბამებოდა ვაშინგტონის მხარდაჭერას დემოკრატიული პარტნიორისთვის. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, თანამშრომლობის ყოვლისმომცველი […]
პრეზიდენტი – ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის სრული მობილიზება, გამარჯვების შინაგანი რწმენა – ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა

ლაშა ბექაურმა გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა – ქართველს ეს შეუძლია, საქართველოს ეს შეუძლია, ჩვენი ოქრო და განძი ესაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს და ეხმაურება ლაშა ბექაურის მიერ ოლიმპიური ოქროს დაუფლებას. “არც სიტყვები, არც ხმა, არც ემოციები დაგვრჩენია, მხოლოდ მადლიერების განცდა და გამოხატვა თუ შეგვიძლია! გვაჩვენა, რას ნიშნავს ბოლომდე ბრძოლა, ენერგიის […]
სად არის შავი კატა?

შავი კატის დაჭერა ბნელ ოთახში, როცა ის იქ არ არის, ტოტალიტარული სისტემის მეტაფორაა. მის შესახებ ყოფილმა საბჭოთა ადამიანებმა იციან, როგორც ფილმებიდან, ისე პრაქტიკიდან. სწორედ ამ გამოცდილების თაობაზე საუბრობენ დღეს ის ადამიანები, ვინც საქართველოს ხელისუფლებისგან თავს შევიწროებულად გრძნობს და შევიწროებას პოლიტიკას უკავშირებს. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო, რომლის თანახმად, უნდა გამოვლინდნენ ადამიანები, ვისაც საქართველოში ხელისუფლების გადატრიალება […]
ბაკურციხე-წნორის მაგისტრალური გზის გახსნა მნიშვნელოვანია ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის – ირაკლი ქარსელაძე

,,დღეს გაიხსნა გზა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება როგორც კახეთის მოსახლეობისათვის, ისე ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისათვის. გილოცავთ, უმნიშვნელოვანესი პროექტის – ბაკურციხე-წნორის 18 კილომეტრიანი, 2 ზოლიანი, მაგისტრალური გზის გახსნას“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ კახეთის მაგისტრალური გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. ბაკურციხე-წნორის გზა, საერთაშორისო […]
ბექა ოდიშარია – თითქოს აშშ-ის დახმარება მთავრობას სახლში მიჰქონდა, ნებისმიერი ცენტი ხალხს ხმარდებოდა, განსხვავებით ფულადი ნაკადებისგან, რომელსაც ავაზაკი NGO-ები სახლში მიარბენინებენ – ქართველი კაცი მადლიერია, მაგრამ დაყვედრებული არავისი არაფერი უნდა

იკვეთება არაჯანსაღი ინტერესი საქართველოს მიმართ და მერწმუნეთ, 95 მილიონი იქნება თუ სხვა პირობები, ისევე ჩაცხრება, როგორც მაისის თოვლი , – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც აშშ-ის გადწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონზე მეტი დოლარის პირდაპირი დახმარების შეჩერების შესახებ. ბექა ოდიშარიას განცხადებით, ნებისმიერი ცენტი, რომელიც მოემართებოდა საქართველოს ხელისუფლებისაკენ, […]