1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7133 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7133 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7133 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7147 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9271 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9406 ლარს შეადგენდა. […]

თბილისში პოპულარული იტალიური ბრენდ Macron Sports-ის მაღაზია გაიხსნა

თბილისში 50-წლიანი ისტორიის მქონე პოპულარული იტალიური ბრენდის, Macron Sports-ის მაღაზია გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოში იტალიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, Macron Sports Hub Tbilisi სპორტული ტანსაცმლის სახელგანთქმული იტალიური ბრენდ Macron-ის პირველი ოფიციალური მაღაზიაა საქართველოში, რომელიც ფეხბურთის, რაგბის, კალათბურთის, ფრენბურთისა და ხელბურთის ფედერაციების პარტნიორია. მაღაზიის გახსნას იტალიური კომპანიის Macron S.p.A. დირექტორი ჯანლუკა პავანელო და იტალიის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებოდნენ.

“ეს არის ერთეული შემთხვევები” – ვიქტორ წილოსანი პარკინგის ადგილების შემცირებაზე

თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის – ბოლო 5 წელში, დედაქალაქში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა +31%-ით გაიზარდა ხოლო პარკირების ადგილი -11%-ით შემცირდა. ასეთია სტატისტიკა, რომელსაც IDFI თბილისის მერიისგან მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა თბილისის მერი ამტკიცებს, რომ დედაქალაქში პარკირების პრობლემა არ არის. დედაქალაქის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ამბობენ, რომ პარკირების ადგილების შემცირება ძირითადად […]

ისრაელი ადასტურებს ჰამასის სამხედრო ფრთის მეთაურის, მოჰამედ დეიფის დაღუპვას

ისრაელის თავდაცვის არმია (“ცაჰალი”) ადასტურებს, რომ იერიშის შედეგად დაიღუპა ჰამასის (მიჩნეულია ტერორისტულ ორგანიზაციად აშშ-სა და ევროკავშირში) სამხედრო ფრთის ლიდერი მოჰამედ დეიფი. მტკიცებულების სახით ისრაელის სამხედრო უწყების ოფიციალურმა ექაუნთებმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს 13 ივლისის იერიშის ამსახველი ვიდეო, რომლის დროსაც, “ცაჰალის” ცნობით, მოჰამედ დეიფი დაიღუპა. უფრო ადრე ისრაელმა დაადასტურა დეიფის თანაშემწის, რაფე სალამეს დაღუპვა იმავე 13 ივლისის […]

მაია სანდუ რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებზე – სახელმწიფო ღალატის შემთხვევები მკაცრად უნდა დაისაჯოს – როცა ვამბობ „დასჯას“, პროკურატურასა და სასამართლოებს ვგულისხმობ

მაია სანდუს განცხადებით, სახელმწიფო ღალატის შემთხვევები კანონის შესაბამისად მკაცრად უნდა დაისაჯოს. მოლდოვის პრეზიდენტი პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის დაკავებას გამოეხმაურა. „ასეთი შემთხვევების მხოლოდ გამოვლენა არ არის საკმარისი, მათი დასჯა უნდა მოხდეს. როცა ვამბობ „დასჯას“, პროკურატურასა და სასამართლოებს ვგულისხმობ. იმედი მაქვს, ამჯერად მტკიცებულებები სერიოზული იქნება და იმ ინსტიტუტების დამოკიდებულებაც სერიოზული […]

გარემოს ეროვნული სააგენტო – 2-5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-5 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. სააგენტოს ცნობით, თბილისში 2 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, 3-5 აგვისტოს კი უმეტესად უნალექოდ ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა +34 გრადუსამდე მოიმატებს. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 2-5 აგვისტოს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა […]

ქუთაისში მულტიფუნქციური საგამოფენო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს

ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე, დასრულების ფაზაშია მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის კონსტრუქციული და არქიტექტურული ნაწილის მშენებლობა. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ყოფილი მუზეუმის შენობის რეკონსტრუქციისთვის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან 5 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პროექტის მიხედვით, შენარჩუნებული იქნება შენობის ავთენტური იერსახე, რომელიც გაერთიანდება ახალ არქიტექტურასთან. მოეწყობა ტერასა მთავარი მოედნის ხედით და ამფითეატრის ტიპის სცენა 100 […]

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ზვართნოცი, სადაც 1992 წლიდან იმყოფებოდნენ რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაცილების ცერემონია 31 ივლისს გაიმართა. სომხეთის სასაზღვრო ძალების მეთაურმა ედგარ უნანიანმა რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა 32-წლიანი ერთობლივი სამსახურისთვის. ვრცლად www.radiotavisupleba.ge

რუსეთი დასავლეთთან 20-30 პოლიტპატიმრის გაცვლისთვის ემზადება – The Moscow Times

აშშ-სთან და გერმანიასთან პატიმრების გაცვლის ფარგლებში, რუსეთი 20-დან 30-მდე პოლიტპატიმრისა და ჟურნალისტის გათავისუფლებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას The Moscow Times მოლაპარაკებებში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, გაცვლილ პატიმრებს შორის, სავარაუდოდ, იქნებიან ის პოლიტპატიმრებიც, რომელთა ადგილსამყოფელიც ბოლო თვეებში რამდენჯერმე დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მათ შორის, ვლადიმირ კარა-მურზა, ოლეგ ორლოვი, ლილია ჩანიშევა და ილია იაშინი. ასევე, […]

უკრაინაში რუსი ოპოზიციონერის სახლზე რუსული დრონით იერიში მიიტანეს

რუსეთმა უკრაინაში მცხოვრები რუსი ოპოზიციონერის, ილია პონომარევის სახლზე კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანა. “როგორც ჩანს, დღეს მეორე დაბადების დღე მქონდა. თავდასხმის რიგით მეხუთე მცდელობა განსაკუთრებით არასტანდარტული და გაცილებით შედეგიანი აღმოჩნდა. დეტალებს მოგვიანებით დავწერ”. – წერს სოციალურ ქსელ X-ში პონომარევი. პოლიტიკოსმა და მისმა ცოლმა დაზიანებები მიიღეს, თუმცა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ილია პონომარევი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, […]