გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი „ევროპულ საქართველოს“ ტოვებენ

მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი – ვერ დავრჩები ვერც ამ საპარლამენტო სიაში და ვერც ამ პოლიტიკურ გუნდში , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა. გიგა ბოკერიას განცხადებით, პარტიაში უთანხმოება პრაიმერიზის ჩატარების წესმა გამოიწვია. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე დაპირისპირებამ გამოავლინა სრულიად მოულოდნელი ფასეულობითი კონფლიქტი პარტიის გენერალურ მდივანთან, აკაკი ბობოხიძესთან და […]

აპრილ-ივნისში „ოცნებამ“ ფეისბუქსა და ინსტაგრამზე რეკლამებში $100 ათასზე მეტი დახარჯა – ISFED – Netgazeti • ISFED • META • პოლიტიკური რეკლამა • ქართული ოცნება • Netgazeti.ge

მიმდინარე წლის აპრილი-ივნისის პერიოდში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე „ქართული ოცნებისა“ და მისი წარმომადგენლების რეკლამებზე დახარჯულმა თანხამ 100 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ მონაცემებს „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, მიმდინარე 2024 წლის მეორე კვარტალში ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 აშშ დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, რაც 78%-ით აღემატება წინა კვარტლის დანახარჯების […]

მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისისა და IFC-ს შორის 150 მილიონი აშშ დოლარის ტრანზაქცია გაფორმდა

თიბისი ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 150 მილიონი დოლარის ოდენობის, ხუთ წლიან, სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობასა და კლიმატის დაფინანსების გაძლიერებას ისახავს მიზნად. IFC-გან მიღებული დაფინანსება, მცირე და საშუალო ბიზნესებისა და მდგრადი დაკრედიტების მიმართულებით, თიბისის წამყვან პოზიციებს კიდევ უფრო გააძლიერებს. „აღნიშნული ტრანზაქციის ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი ეტაპია IFC-თან თანამშრომლობაში […]

უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა

უკრაინამ საგარეო ვალის გადახდა დროებით შეაჩერა. შესაბამის კანონს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა. კანონის მიხედვით, უკრაინას აქვს უფლება, დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულებების დაფარვა პირველ ოქტომბრამდე შეაჩეროს. ვალის პირველი გადახდა უკრაინას პირველ აგვისტოს უწევდა. უკრაინის უმაღლესი რადის საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელის, როკსოლანა პოდლასის თქმით, ეს კანონპროექტი რესტრუქტურიზაციის მნიშვნელოვანი ელემენტია, რაც უკრაინას მისცემს საშუალებას, სუვერენული ევროობლიგაციების […]

3 თვეში „ქართულმა ოცნებამ” Facebook და Instagram რეკლამებზე რეკორდული – $106 053 დახარჯა – ISFED

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Facebook-სა და Instagram-ზე ქართული აუდიტორიისთვის 358 035 აშშ დოლარის ღირებულების პოლიტიკური და სოციალური რეკლამა განთავსდა, რაც 78%-ით აღემატება წინა კვარტლის დანახარჯების ოდენობას. ამის შესახებ სამართლიანი არჩევნების (ISFED) კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც Meta-ს პოლიტიკური რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემებს ეყრდნობა. 71%-ით გაიზარდა და 165 ათას აშშ დოლარამდე მიაღწია პოლიტიკური სუბიექტების რეკლამებზე გაწეულმა ხარჯმა. ამ თანხის […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7133 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7133 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7133 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7147 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9271 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9406 ლარს შეადგენდა. […]

Bloomberg-ი – დიდი გაცვლის ფარგლებში რუსეთმა ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი სამხედრო პოლ უილანი გაათავისუფლა

დიდი გაცვლის ფარგლებში რუსეთმა ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და ყოფილი სამხედრო პოლ უილანი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების ცნობით, Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშკოვიჩი და ამერიკელი ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი ახლა გზაში არიან რუსეთის საზღვრებს მიღმა დანიშნულების ადგილისკენ. მედია აღნიშნავს, რომ შეთანხმების ფარგლებში აშშ და მისი მოკავშირეები […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 07:00-დან 10:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, წითელი კლდე, ჩინთი, ახალციხე, კენჭაკლდე, ვარცლა, ქვემო არანისი, მიგრიაულები და მიმდებარე სოფლებში; ხოლო 17:30-დან 18:00 საათამდე – აბონენტებს დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, მენესო, ცხვედიეთი, ზანდუკი, გამსი, მაქართა, წიფორი, ჩოხი და […]

ბოკერია და ჩერგოლეიშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებენ

გიგა ბოკერია და თამარა ჩერგოლეიშვილი ევროპულ საქართველოს ტოვებენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიის შიდა პრაიმერიზმა გუნდში დაპირისპირება გამოიწვია. ბოკერიას თქმით, პარტიის ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა როგორც პრაიმერიზის შედეგები, ისე მისი როგორც თავმჯდომარის პოზიცია პრაიმერიზში მონაწილე გუნდებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, ის ასევე გადის პარტიული სიიდან. “ევროპულ საქართველოში შიდაპარტიული პრაიმერიზი დასრულებულია – […]

მეფუტკრეების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა განხორციელდება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამას“ სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „პროგრამის ფარგლებში, მეფუტკრეებს დაუფინანსდებათ პროგრამით გათვალისწინებული სკების ღირებულების 50% არაუმეტეს 70 ლარი, არაუმეტეს 5,000 ლარი ერთი ბენეფიციარზე გადაანგარიშებით. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახი (არანაკლებ 10 სკა), ხოლო მოთხოვნილი სკების […]