სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოზე („როსავიაცია“) დაყრდნობით ავრცელებს. „სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, – აცხადებს „როსავიაცია“. რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების […]
“უმადურია და მოკლე მეხსიერება აქვს” – მარიო რუი მისმა ყოფილმა აგენტმა მიწასთან გაასწორა

რამდენიმე კვირის წინ მარიო რუიმ “ნაპოლი” ოფიციალურად დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისმა ყოფილმა აგენტმა მარიო გიუფრედიმ TuttomercatoWeb-თან ინტერვიუში ყოფილი კლიენტი გააკრიტიკა და უმადური უწოდა. “ალბათ მარიო რუის მოკლე მეხსიერება აქვს. მან თქვა, რომ “ნაპოლის” დატოვება არ სურდა? პორტუგალიელი “სან პაულოს” დირექტორთან ტრანსფერს პირადად ათანხმებდა, მოლაპარაკებებში ჩავერიე და ბრაზილიულ კლუბს მისთვის უკეთესი პირობები შევათავაზებინე, მაგრამ […]
პაატა მაჯგალაძე – ქართველი ხალხის ძალისხმევამ, 40-დღიანმა აქციებმა შედეგი გამოიღო – აშშ ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, რომ რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, ხელისუფლებას ჩამოაშოროს

ქართველი ხალხის ძალისხმევამ, თითქმის 40-დღიანმა აქციებმა გამოიღო შედეგი და ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც მეგობარი და მთავარი მხარდამჭერი, ჩვენი თავისუფლებისა და ერთიანობის ცდილობს, დაეხმაროს საქართველოს, რომ როგორმე, რეჟიმი, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიას, არბევს და საფრთხეში აგდებს ჩვენს თავისუფლებას ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მეორედ დაინიცირებულ „მეგობარ […]
ვოლოდიმირ ზელენსკი – ვულოცავ მაიკ ჯონსონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მაიკ ჯონსონს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ულოცავს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „აშშ-ის 119-ე მოწვევის კონგრესს პირველი საკანონმდებლო სესიის დაწყებას და მაიკ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევას ვულოცავ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა მაიკ ჯონსონს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ აშშ-ის კონგრესის ორპალატიანმა და ორპარტიულმა მხარდაჭერამ უკრაინას […]
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური პატრიარქს დღეგრძელობასა და ჯანმრთელობას უსურვებს. „თქვენო უწმინდესობავ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენი ბრძნული წინამძღოლობა, სულიერი ძალითა და სიყვარულით განმსჭვალული მოღვაწეობა იქცა იმ სინათლედ, რომელმაც ჩვენი ხალხი ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე ათწლეულებში გამოატარა. დაე, კვლავ დიდხანს […]
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავენ

დიდი პატივისცემითა და სიყვარულით ვულოცავთ მის უწმინდესობას დაბადების დღეს. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას და საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მესაჭედ მრავალი წელი ყოფნას, – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც ტექსტში, რომელსაც „ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს, 92 წელი შეუსრულდა. განუზომელია […]
თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით, ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით, ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ თქვენო უწმინდესობავ, თქვენ მაშინ აირჩიეთ ქრისტეს გზა, როცა ეკლესიას დევნიდნენ და თქვენი სიმტკიცით, რწმენით, სიმშვიდით და კაცთმოყვარეობით შეძელით, ერში რწმენა და მადლი გაგემრავლებინათ, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მისალოც ტექსტში, რომელსაც […]
ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების გზაზე

ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ურთულეს ეპოქაში გვყავს ეკლესიის მშვიდი და ბრძენი მმართველი, რომლის ლოცვა და კურთხევა თან გვიძღვის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისა და გამთლიანების გზაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს ვულოცავ დაბადების დღეს! ჩვენ ბედნიერები ვართ, […]
გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ
პარტია “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. “მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც” – წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ომში გაცვალეს ყველა ღირებულებები და საქართველოსაც მეგობრობის სახელით ომი გამოუცხადეს. დიმიტრი ხუნდაძე დასავლელი პარტნიორების […]
პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს

საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე განმარტებას აკეთებს. როგორც ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, მას და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს პატრიარქის მილოცვასთან არაფერი აკავშირებთ და მიიჩნევს, რომ ვიდეოზე, სულ მცირე, მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ მონტაჟია. „პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი „საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს“ იხსენიებს აუგად. დეტალურ ახსნებს ვერ დავიწყებ […]