გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ

პარტია “ხალხის ძალის” გენერალური მდივანი, დეპუტატი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც” – წერს დეპუტატი და აღნიშნავს, რომ დასავლელმა მაღალჩინოსნებმა ომში გაცვალეს ყველა ღირებულებები და საქართველოსაც მეგობრობის სახელით ომი გამოუცხადეს.
დასავლელი პარტნიორების ორმაგ სტანდარტსაც ეხმიანება. მისი თქმით, პიროტექნიკით შეიარაღებული ადამიანი გერმანიაში დამნაშავეა, საქართველოში კი თავისუფლებისთვის მებრძოლი.
დეპუტატის თქმით, დროა დაფიქრდეს ის საზოგადოება, რომელსაც უცხოეთიდან უმრავლესობას უწოდებენ, რადგან პიროტექნიკისა და „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ.
“დაძაბულობის პიკში ასულ მსოფლიოს, თუ ვერაფერი განმუხტავს, ის გადაიჩეხება. დღეს მსოფლიოს სწორედ იმ ნაწილში დგას უსამართლობის ზეიმი, რომელშიც კანონის უზენაესობა და სამართლიანობა მიმზიდველი იყო ბევრისთვის და მათ შორის ჩვენთვისაც. ომს ანაცვალეს ყველა დემოკრატიული სტანდარტი და პატარა საქართველოს “მეგობრობის სახელით” ბრძოლა გამოუცხადეს. მშვიდობის დამცველებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ ყველგან, სადაც კი მათი უშუალო ინტერესები იზღუდება. ტრამპს – ში ესროლეს, ფიცო სლოვაკეთში ჩაცხრილეს, საქართველოს პრემიერი “გააფრთხილეს”. ზელენსკი, რომელმაც, მათივე თქმით ომში ფული იშოვა, გმირად გამოაცხადეს და , რომელმაც მშვიდობისთვის საკუთარი დახარჯა – დაასანქცირეს”, – წერს ხუნდაძე.
მისი თქმით, გერმანიაში პიროტექნიკით შეიარაღებული მომიტინგეები დამნაშავეები ყოფილან, საქართველოში კი – თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი. ვადაგასულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ლეგიტიმაცია საჩუქრად უბოძეს და არჩეულ პრეზიდენტს – მიხეილ ყაველაშვილს არჩევის წესი დაუწუნეს, აღნიშნა ხუნდაძემ.
„ქართველების ის მცირე ნაწილი, რომელსაც “გაღმიდან” უმრავლესობას უწოდებენ, უნდა დაფიქრდნენ და რეალობას თვალი გაუსწორონ. საკუთარი ქვეყნის რყევით, პიროტექნიკით, „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლით, ლანძღვით და ვერც შარდის ბუშტის საჯაროდ დაცლით სამშობლოზე ვერ იზრუნებენ. არც ვინმეს თქვენი დარდი არ აქვთ და არც ჩვენი ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება არ “ეპრიორიტეტებათ”. გვებრძვიან და გვიყენებენ საკუთარი ბრძოლის მოსაგებად, რომელიც თავად ჩიხში შეიყვანეს. ასე წააქეზეს უკრაინაც და დღეს მის პატრონობაზე უკვე ფეხს ითრევენ. დაფიქრდით, თორემ თქვენთვისაც გვიან იქნება და უმრავლესობასაც გამოუსწორებელ შარში გახვევთ!”- წერს დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები