“რუსული კანონი” პარტნიორებში საკმაოდ სერიოზულ კითხვებს აჩენს – “ფაფრის ველი”

ბიო-ორგანული მევენახეობა – მეღვინეობა “ფაფრის ველის“ დამფუძნებლის შალვა ქურდაძის განცხადებით, „რუსული კანონი“ პარტნიორებში საკმაოდ სერიოზულ კითხვებს აჩენს. ამის შესახებ ბიო-ორგანული ღვინის მწარმოებელმა, რომელიც ექსპორტს 20-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში, BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა. შალვა ქურდაძის თქმითვე, მიუხედავად იმისა, რომ წელს კარგ მოსავალს ელოდებიან და ექსპორტის გეოგრაფიაც გაზარდეს, ე.წ. „რუსული კანონმა“ გაურკვევლობა […]
ტრამპი თუ ჰარისი – რომლის კამპანიამ მოიზიდა მეტი ფული?

ნოემბრის არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინანსური სახსრების მოზიდვაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ივნისის მონაცემები აჩვენებს, რომ ჰარისმა და ჯო ბაიდენმა, სანამ ეს უკანასკნელი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშებოდა, უფრო მეტი თანხის მოზიდვა შეძლეს, მაგრამ ტრამპი მათთან შედარებით მეტ ნაღდ ფულს ფლობდა. არჩევნების ფედერალური კომისიის (FEC) ანგარიშებით, 2023 წლის იანვრიდან 2024 წლის 30 […]
საქართველოს U18 ნაკრები ირლანდიასთან ბრძოლაში დამარცხდა

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ირლანდიასთან შეხვედრა 5 ქულით – 69:74 დათმო და ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მაქსიმუმ მე-13 ადგილისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 4-დან 2 მატჩი მოიგო და ბურთების შეფარდების გამო პლეი ოფში ვერ გავიდა, რის შემდეგაც ბრძოლა მე-9 ადგილისთვის განაგრძო. სწორედ საკვალიფიკაციო ბადის პირველი შეხვედრა გახდათ ირალანდიასთან […]
გიგი წერეთელი ყოფილ თანაგუნდელებს – წარმატებას ვუსურვებ და მოვუწოდებ, დაანებონ თავი ყოფილი პარტიის დაზარალებას – რაც შეგვეხება ჩვენ, არის გაერთიანებები, რომლებთანაც იყო გარკვეული კონსულტაციები

პარტიის ლიდერმა რატომ უნდა ჩათვალოს, რომ პოლიტიკური საბჭო უნდა იყოს მისი მონების კრებული? , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით განაცხადა. გიგი წერეთლის აზრით, პარტიაში სიტუაციის დაძაბვა და არეულობის შეტანა ვიღაცის ინტერესებში შედიოდა. „ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რა პროცესიც მოხდა ჩვენს […]
“მეგალაბმა” ISO 15189 მიიღო – რას ნიშნავს ეს?

მულტიპროფილურ ლაბორატორია “მეგალაბს” გასულ თვეს “აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრისგან” აკრედიტაციის მოწმობა მიენიჭა, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია აკრედიტებულია ISO 15189:2012/2015-ის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე განსაზღვრული სფეროს ფარგლებში. რას მოიცავს ISO სერტიფიცირება და რა პროცესები გაიარა “მეგალაბმა” აკრედიტაციის მიღებამდე – ამ საკითხებზე BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ლაბორატორიის ხარისხის მართვის დირექტორი, ელენე მაჭავარიანი საუბრობს. “ეს არის […]
გიორგი ვაშაძე – 95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება არ არის მხოლოდ ფინანსური საკითხი, ამას აქვს პოლიტიკური განზომილება, რაც ნეგატიურად აისახება ჩვენზე

მაშინ, როცა ეროვნული ხელისუფლება დაკავებული უნდა იყოს ცოდნის, ეკონომიკის აშენებით, მეტი დასავლური ინვესტიციის შემოტანით, მეტი სამუშაო ადგილის შექმნით, ისინი დაკავებული არიან ტერორისტებად გამოცხადებულ რეჟიმებთან ურთიერთობების გაღრმავებით, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის თქმით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე ნიშნავს მეტ სიღარიბეს და მეტი ქართველის წასვლას საქართველოდან. “95 მილიონი პირდაპირი დახმარების შეჩერება […]
„ეს თანხები საკმაოდ მცირეა და მათივე პროგრამების განხორციელებას და სტაფის მომსახურებას ხმარდება“ – ირაკლი ქადაგიშვილი EU-ს დახმარებაზე

ერთ რამეს ვიტყვი – სამწუხაროდ, ეს დახმარებები ძირითადად მათ აქ ყოფნას ემსახურება და მას პირდაპირი გავლენა ჩვენს მოქალაქეებზე, მთავრობის ფუნქციონირებაზე ან პენსიაზე, ხელფასზე, ჯანდაცვაზე, თავდაცვასა თუ ნებისმიერ სხვა მიმართულებაზე არა აქვს, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვისა და ქვეყნისთვის განსაზღვრული დახმარებების გაჩერების თაობაზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, […]
წლის პირველ ნახევარში სასტუმროების რაოდენობამ 1194, ნომრების რაოდენობამ კი 36 064 შეადგინა – Galt&Taggart

სასტუმრო ნომრების რაოდენობის ზრდა 2024 წლის პირველ ნახევარშიც შენარჩუნდა, – ამის შესახებ აღნიშნულია Galt&Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის სექტორის მიმოხილვაში. „2024 წლის პირველ ნახევარში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სასტუმროების საერთო რაოდენობა 0.5%-ით გაიზარდა და 1194 შეადგინა, მაშინ როცა სასტუმროს ნომრების რაოდენობა 1.9%-ით გაიზარდა და 36 064 შეადგინა. სასტუმრო ნომრების უმრავლესობა თბილისში (ჯამური წილი 36.5%) და […]
ბონში გაიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლებული რუსი პოლიტპატიმრების პრესკონფერენცია

გერმანიაში, “გერმანული ტალღის” ოფისში გაიმართა რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის შედეგად 1 აგვისტოს რუსეთის კოლონიებიდან გათავისუფლებული რუსი პოლიტპატიმრების, ვლადიმირ კარა-მურზას, ილია იაშინის და ანდრეი პივოვაროვის პრესკონფერენცია. პრესკონფერენცია გახსნა ანდრეი პივოვაროვმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ გაცვლაში იყო ჩართული. 16, მისი თქმით, არ იყო ბევრი, მაგრამ ეს ადამიანები ფაქტიურად სიკვდილს გადაარჩინეს. პივოვაროვის თქმით, […]
აზერბაიჯანმა სლოვენიისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

აზერბაიჯანი გახდა დამატებითი შესაძლებლობა სლოვენიისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაციისთვის, განაცხადა სლოვენიის გარემოს დაცვის, კლიმატისა და ენერგეტიკის მინისტრმა ბოიან კუმერმა. მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიასთან (SOCAR) გაფორმებულ ბოლო შეთანხმებას, როგორც გადამწყვეტ ნაბიჯს ქვეყნის ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ლუბლიანაში საუბრისას კუმერმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს გარიგება გზას გაუხსნის გრძელვადიან წარმატებულ თანამშრომლობას არამხოლოდ ორ კომპანიას, არამედ, ორ ქვეყანას შორისაც. „ამის […]