ამერიკელი პოლიტპატიმრები შინ დაბრუნდნენ

რუსეთთან პატიმრების ისტორიული გაცვლის შედეგად, ამერიკელი მძევლები შინ დაბრუნდნენ. მათ შორის არიან ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, ასევე ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უელანი. ოჯახის წევრებთან ერთად, მათ აეროპორტში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი შეეგებნენ.

გლობალური IT შეფერხება Delta Air-ს $500 მლნ დაუჯდა – CEO

Delta ავიახაზების გენერალურმა დირექტორმა, ედ ბასტიანმა Squack Box-თან ინტერვიუში თვის დასაწყისში მომხდარი გლობალური IT შეფერხება კომპანიას $500 მილიონი დაუჯდა. ბასტიანის თქმით, ზარალი კომპანიამ არა მხოლოდ შემოსავლის დაკარგვით მიიღო, არამედ, ათეულობით მილიონი დოლარი მგზავრების კომპენსაციასა და სასტუმროების ჯავშნებსაც მოხმარდა. Delta-ს ხელმძღვანელმა ინტერვიუში არ დააკონკრეტა, ზუსტად რამდენი მგზავრისთვის დაეკისრა კომპანიას ხარჯების ანაზღაურება, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი “ათასობით” […]

ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს და განმარტებებს სთხოვს უნგრეთს გეგმის გამო, იოლად შეუშვას რუსები და ბელარუსები ქვეყანაში

ევროპის კავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა შეშფოთება გამოთქვა უნგრეთის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების შესახებ – რომელიც აადვილებს ქვეყანაში რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების შესვლას – და ბუდაპეშტს განმარტებები მოსთხოვა. გასული თვის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც უნგრეთი ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე გახდა, ბუდაპეშტმა გამოაქვეყნა დეტალური ინფორმაცია ე.წ. ეროვნული ბარათის შესახებ, რომელიც წარმოადგენს ვიზების მიღების ახალ, დაჩქარებულ სისტემას რვა (მათ […]

2023 წელს ევროპაში საქმიანი მოგზაურობის უდიდესი ბაზარი გერმანია იყო

საქმიანი მოგზაურობის ხარჯები 2023 წელს ყველაზე სწრაფად გაიზარდა აზია-წყნარ ოკეანეში (36%-ით 2022 წელთან შედარებით), დასავლეთ ევროპაში (+33%-ით) და ჩრდილოეთ ამერიკაში (+25%-ით). უფრო მეტიც, ჩრდილოეთ და ლათინურ ამერიკაში, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში, ეს მაჩვენებელი შეესაბამება ან აღემატება 2019 წლის დონეს, აცხადებენ GBTA-ში. დასავლეთ ევროპაში საქმიანი მოგზაურობის ხარჯებმა 2023 წელს 315 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წარმოადგენს პანდემიამდელი […]

“მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით – გარდაიცვალა აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა

გარდაიცვალა აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირის, ვახტანგ გზირიშვილის დედა, მარინა გზირიშვილი. ბოლო პოსტი ფეისბუქზე მან 29 ივლისს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ გულზე ოპერაციას იტარებდა. მისი გარდაცვალებაც სავარაუდოდ ოპერაციის შემდგომ გართულებას მოჰყვა. “მლოცველნო მომიხსენიეთ ხვალ 30.07.2024-ში დილით. ცხოვრების სავალ გზებზე უფალი ყველას თავის სატარებელ ჯვარს გვარგუნებს, ზოგს მძიმეს და ზოგსაც მსუბუქს. ხოდა ერთ-ერთი მათგანი მეც ვარ, ვისაც […]

ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა

ე.წ. ლამინირებულ (ქაღალდის) პირადობის მოწმობებს იურიდიული ძალა დაეკარგა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. იმისათვის, რომ მოქალაქეებმა, სერვისებით სარგებლობა უპრობლემოდ შეძლონ, არ შეექმნათ დაბრკოლება პენსიის, თუ სხვა სოციალური გასაცემელის მიღებისას, აუცილებელია, მიმართონ იუსტიციის სახლის ფილიალებს, მობილურ იუსტიციის სახლებს და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს, სადაც უფასოდ შეძლებენ პირადობის მოწმობის შეცვლას. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1-ლი ივლისიდან, […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო “კლანმა” პატიმრობა შეუფარდა მესამე პრეზიდენტს, მიზეზი კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა, ქართველ ხალხთან ერთად, ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში

დღეს, ივანიშვილის სანქცირებულმა სასამართლო „კლანმა“ პატიმრობა შეუფარდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გამარჯვების ფორმულა, ქართველ ხალხთან ერთად, ამ ანტიქართული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებულ ბრიფინგზე განაცხადა. ფავლენიშვილის თქმით, ოქტომბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს „ანტიქართული […]

უკრაინას რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში დაღუპული 250 ჯარისკაცის ცხედარი გადაეცა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპული 250 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი გადაეცა უკრაინის ხელისუფლებას, განაცხადა სამხედრო ტყვეთა მიმართ მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა Telegram-ის შეტყობინებაში 2 აგვისტოს. შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ეს იყო ლუჰანსკში, ბახმუტში, მარიინკაში, ავდიივკაში, ხერსონში, ზაპოროჟიეში, მარიუპოლში და ჰორლივკაში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები. ცხედრების გადაყვანა ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად განხორციელდა, განაცხადეს შტაბში. მათი ამოცნობის შემდეგ, ცხედრები მათ ნათესავებს […]

თენგო კირთაძე – სიაში ადგილებზე გვევაჭრებოდნენ, გიგა ბოკერია გაიწიოსო – გიგი წერეთელს კი ყველაზე მეტად აინტერესებდა, ვიღაცასთან მომხდარიყო გამსხვილება, ერთი-ორი ადგილი მოეცათ, რომ თვითონ მოხვედრილიყო პარლამენტში

სიაში ადგილებზე გვევაჭრებოდნენ, გიგა ბოკერია გაიწიოს სიიდანო , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ყოფილმა წევრმა, თენგო კირთაძემ პარტიაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, აკაკი ბობოხიძეს პოლიტსაბჭოში გავლენის შენარჩუნება სურდა, რადგან წარმოდგენა აქვს, რომ მას პოლიტიკური მომავალი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „რაღაც ბერკეტი უჭირავს“. „ერთ-ერთი მთავარი აგიტატორი კაკო […]

დონალდ ტრამპი – გაცვლა გამარჯვებაა პუტინისთვის – ჩვენს დროს ეს არ მოხდებოდა, არ მოგვიწევდა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მკვლელის გათავისუფლება

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, დაკავებულების გაცვლა “გამარჯვებაა პუტინისთვის”. ამის შესახებ მან ტელეარხ Fox Business-ის ეთერში განაცხადა. ყოფილი პრეზიდენტის აზრით, დაკავებულების გაცვლა გახდა “გამარჯვება პუტინისთვის და ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენთან აქვს საქმე”. The Wall Street Journal-ის რეპორტიორის ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების შესახებ საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ რუსეთიდან დაკავებულების დაბრუნება კარგია აშშ-სთვის, მაგრამ განაცხადა, […]