რუსებმა უკრაინელ ტყვეს სავარაუდოდ თავი და კიდურები მოაჭრეს – უკრაინის ომბუდსმენი

უკრაინის სახალხო დამცველმა, დმიტრო ლუბინეცმა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს (ICRC), გაეროსა და უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით მიმართა, რომელიც, სავარაუდოდ, დასახიჩრებულ და მოკლულ უკრაინელ ტყვეს ასახავს. ამის შესახებ ლუბინეცი თავის Telegram-არხზე წერს. “ინტერნეტში გავრცელდა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, უკრაინელი ტყვის სხეულს ასახავს, რომელსაც რუსებმა თავი და კიდურები მოაჭრეს. ეს არაა მხოლოდ სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის […]
წინა ხელისუფლების მსგავსად, უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები, იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს

წინა ხელისუფლების მსგავსად, უპირობოდ მორჩილ ხელისუფლებას ითხოვენ დონორები, იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომში არ ერთვება, სანქციებს არ აწესებს და ცდილობს დამოუკიდებელი პოლიტიკა აწარმოოს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე დანიის საელჩოს მიერ დაფინანსებულ ღონისძიებას ეხმიანება, სადაც ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ. მისი თქმით, დონორებმა იციან რაში იხარჯება დაფინანსება და მიზანმიმართულად ახალისებენ ოპოზიციის პროვოკაციულ წინასაარჩევნო […]
საცოდაობაა. როდემდე შეიძლება ასე რინგზე მარტო ყოფნა, აღარ ვიცი – თეა წულუკიანი ოპოზიციაზე
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს: “აკაკი ბობოხიძეს ხანდახან საუბრის რომელიღაც ნაწილში, და წელიწადში ერთხელ მაინც, ეტყობა, რომ ხალხსა და პოლიტიკას შორის კავშირს ხვდება. ნუ, ცარიელი ინსტინქტით, მაგრამ ხომ ხვდება?! ზოგი მაგასაც რომ ვერ ახერხებთ, ამაშია საქმე. რა გეშველებათ ყველას ერთად და ცალ-ცალკე? ომი დავიწყოთ, ესაა საამაყოო […]
მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო – თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ

მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, მორალურად რთული იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო – თუ არ გინდოდა, არც გაათავისუფლებდი, სუვერენული ქვეყანა ხარ როგორ მწარედ მეცინება ამერიკელების მიერ უკვე მერამდენედ გალახულ-მიჩმორებულ გერმანელ პოლიტიკოსებზე, წაგებული ჩხუბის მერე რომ მუშტებს იქნევენ, ჩვენთვის მორალურად რთული დილემა იყო ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლებაო და ა.შ. – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, […]
რუსეთ-საქართველოს შორის სხვა ქვეყნების გავლით კრიპტოტრანზაქციები ყველაზე მეტად გამოიყენება – Argos Advisory

ევროპული კომპანია Argo Advisory-ის დირექტორი მარციალ სმეცი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის სხვა ქვეყნების გავლით ტრანზაქციებში ყველაზე მეტად კრიპტოვალუტა გამოიყენება და საქართველოში ამის კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებსა და პრაქტიკასთან საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობაზე საუბრისას განაცხადა. მარციალ სმეცმა აღნიშნა, რომ კომპანია საქართველოში 3-4 წელია ოპერირებს […]
დავითაშვილის გუნდი ოთხტაიმიან მატჩში 3:5 დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში „სენტ-ეტიენი“ ლიგა 2-ის „გრენობლთან“ 3:5 დამარცხდა. შეხვედრა უჩვეულო ფორმატით, 4 30-წუთიანი ტაიმით ჩატარდა, „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა კი პირველი ორი ტაიმი ითამაშა. მართალია, ამ დაპირისპირების სერიოზულად განხილვა არ შეიძლება, მაგრამ გამოჩნდა ოლივიე დალ’ოლიოს გუნდის დაცვის სისუსტე, როდესაც 17-წუთიან ინტერვალში 5 გოლი გაუშვა. შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „სენტ-ეტიენი“ 7 აგვისტოს გასვლაზე „ხეტაფესთან“ გამართავს. გრენობლი – […]
უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ სევასტოპოლში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის გენერალურმა შტაბმა შაბათს, 3 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებმა ოკუპირებულ ყირიმში განახორციელეს დარტყმა რუსულ წყალქვეშა ნავს და ს-400 საზენიტო სარაკეტო სისტემაზე. “დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სარაკეტო ძალების დანაყოფებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალების დანაყოფებთან ერთად მნიშვნელოვნად დააზიანეს საზენიტო-სარაკეტო დანადგარი „ტრიუმფი”, – ნათქვამია უკრაინის გენერალური შტაბის ტელეგრამის არხზე. უკრაინის სარდლობა ასევე აცხადებს, რომ ანექსირებული […]
სამკერვალო “ნინელი” რებრენდინგს იწყებს – კომპანიის სამომავლო გეგმები

დიზაინერული კომპანია “ნინელი”, რომელიც ქართულ ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა, რებრენდინგს იწყებს, – ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინელი ჩხაიძემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც “ნინელის” პატრიოტულ თემატიკაზე, საქართველოს რუკის კონტურით შექმნილი ტანისამოსი საკმაოდ პოპულარული გახდა, კომპანია ახალი ხაზის დამატებასაც გეგმავს. “წლების განმავლობაში ამ იდეამ თავისი საქმე გააკეთა, 2015 წელს, როცა არც […]
ძირითად სასურსათო პროდუქტებზე საერთაშორისო ფასები უცვლელია

FAO-მ სურსათის გლობალური ფასების ინდექსის ივლისის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ ივლისში, ისევ როგორც ივნისში ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, უცვლელი – 120,8 პუნქტზე დარჩა. ივლისში ინდექსი სტაბილური დარჩა მარცვლეულის ფასების კლების გამო, რაც დაბალანსებულია მცენარეულ ზეთებზე, შაქარსა და რძის პროდუქტებზე ფასების ზრდით. მარცვლეულის ფასების ინდექსი ივლისში წინა თვესთან შედარებით 3,8%-ით შემცირდა, რაც ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში კარგი […]
ევროპის ბაზარზე აზიიდან თაფლის ექსპორტმა პროდუქციის ფასები შეამცირა – აპიჯეო

“აპიჯეოს” გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ერეკლე ჩიკვაიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ევროპის ბაზარზე აზიიდან მილიონი ტონა თაფლის ექსპორტი განხორციელდა, რამაც ბაზარზე პროდუქციის ფასების შემცირება გამოიწვია. მისი თქმით, ამის გამო ქართველი მწარმოებლების და ევროპაში პროდუქციის შესასყიდი ფასი ერთმანეთს ვეღარ ემთხვევა, რაც ექსპორტის პროცესს ართულებს. “საქართველოდან თაფლის 90%-ით ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში ხდებოდა, თუმცა წელს ამ ბაზარზე […]