აგრობაზრის საპილოტე პროექტი იწყება – რას ნიშნავს ეს

აგრობაზრის საპილოტე პროექტი იწყება, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო დააორგანიზებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, გუშინ თბილისში, ვეკუას ქუჩაზე გამართულ აგროსასურსათო ქართული პროდუქტების გამოფენა-გაყიდვაზე განაცხადა. ნინო წილოსანის თქმით, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ადგილობრივი აგრონაწარმოს უნიკალური გემური თვისებების გაცნობისა და შეყვარებისთვის. “მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ფერმერებისთვის და მცირე მეწარმეებისთვის. იწყება აგრობაზრების საპილოტე პროექტი, […]

შოვის ნაცვლად მრავალძალი – რაზე შეთანხმდნენ კურორტ შოვის განვითარების ავტორები სახელმწიფოსთან?

რაჭაში, შოვის ნაცვლად მრავალძალის კურორტი განვითარდება – ასეთია სახელმწიფოსა და კურორტ შოვის განვითარების პროექტის ავტორების შეთანხმება, რომლებიც შოვის ტრაგედიის შემდეგ სახელმწიფოს ტერიტორიის ადგილმონაცვლეობა სთხოვდნენ. მიზეზი შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომლის მიხედვითაც სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

60 წელიწადში, მსოფლიო მოსახლეობა პიკს მიაღწევს, შემდეგ კი შემცირდება — ახალი კვლევა

გაერო-ს განცხადებით, 2080-იან წლებში მსოფლიოს მოსახლეობა დაახლოებით 10,3 მილიარდს მიაღწევს, შემდეგ კი ოდნავ დაეცემა, ოღონდ იმ მაჩვენებელზე გაცილებით დაბლა, რაც ათი წლის წინ იყო პროგნოზირებული. ამჟამინდელი 8,2-მილიარდიანი მოსახლეობა მომდევნო 60 წელიწადში მაქსიმუმამდე გაიზრდება, შემდეგ, საუკუნის ბოლოს კი 10,2 მილიარდამდე ჩამოვა. ამის შესახებ გაერო-ს ახალ მოხსენებაშია ნათქვამი; დოკუმენტს „მსოფლიო მოსახლეობის პერსპექტივები 2024“ ჰქვია. დოკუმენტის თანახმად, 2100 […]

თბილისში ქართული აგროპროდუქტების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში, ტურისტულად აქტიურ ადგილას, ვეკუას ქუჩაზე, ქართული აგრო-სასურსათო პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან “კომერსანტს” აცნობეს, ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან […]

როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება” – პაპუაშვილი “დემოკრატიის ფესტივალზე”

როგორც იქნა, გავიგეთ, რას ნიშნავს ზოგიერთისთვის “ევროპული ღირებულება” – სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას ეძახის, – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „დემოკრატიის ფესტივალის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამოფენილ ბანერებს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს, “სირცხვილია, თუ “თავისუფლება მიშას” კამპანიისთვის პლატფორმის მიცემას ვინმე საქართველოს დახმარებას […]

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ის 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ. უწყების განმარტებით პირი შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავეს. აფგან სადიგოვი მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორია.

მრავალძალი, სხარტალი, ბეთლევი, შხივანა – რაჭაში ახალი ტურისტული კერები გაჩნდება

რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი იუწყება. მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას. „ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება – შერჩეულია მრავალძალი. ჩვენ […]

ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან. მოქალაქეებმა მათ წინასაარჩევნო ბანერზე უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს

ოპოზიციას ერთი გრამი ძალაუფლებაც რომ ჩაუვარდეს ხელში, ისინი იმავე მომენტში წავლენ ესკალაციაზე რუსეთთან. მოქალაქეებმა მათ წინასაარჩევნო ბანერზე უნდა ამოიკითხონ, რომ ისინი ქართველ ხალხს ჰპირდებიან ომს შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ოპოზიციის განცხადებები მთავრობისგან ისეთი ნაბიჯების გადადგმის შესახებ, რომლებიც ქვეყანას რუსეთთან ესკალაციამდე მიიყვანა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი […]

ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. ორთვიანი შესვენების შემდეგ… და დღეს მე-19 ტურის ორი მატჩი გაიმართა. წყალტუბოს “სამგურალმა” “დინამო თბილისს” სძლია 1:0, ხოლო “დილა”-“გაგრა” უგოლოდ დასრულდა. დინამო თბ 0:1 სამგურალი წყალტუბოელებმა გუნდის ახალწვეულის, 35 წლის ლევან კუტალიას გოლით მოუგეს “დინამო თბილისს”. “სამგურალმა” ამ ერთი გოლითა და გამარჯვებით ცხრილში ოთხი საფეხურით წინ წაიწია. მეცხრეზე იყო და ახლა მეხუთეზეა, […]

აშშ-მა და ბრიტანეთმა მოუწოდეს თავიანთ თანამოქალაქეებს, დატოვონ ლიბანი, სანამ საავიაციო რეისები კიდევ სრულდება

ახლო აღმოსავლეთში ახალი დაძაბულობის ფონზე აშშ-ის საელჩომ ბეირუთში შაბათს მოუწოდა თანამოქალაქეებს დატოვონ ლიბანი “ნებისმიერი ხელმისაწვდომი ბილეთით”. ასეთი რეკომენდაცია მოჰყვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამის მსგავს გაფრთხილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ სიტუაცია “შეიძლება სწრაფად გაუარესდეს.” მანამდე ირანი მკაცრ შურისძიებას დაჰპირდა ისრაელს, რომელსაც ირანის ხელისუფლება 31 ივლისის ღამეს თეირანში ტერორისტულად აღიარებული პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ […]