“ვესტ ჰემი” სერიოზულად ძლიერდება – სამერვილი უკვე ლონდონელია, რიგში კიდევ სამი ფეხბურთელია

ხულენ ლოპეტეგის “ვესტ ჰემი” მომავალი სეზონისთვის სერიოზულად ძლიერდება და პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. ლონდოენებლა გუშინ გვაუწყეს, რომ ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ლიდსიდან” გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 22 წლის ვინგერი კრისენსიო სამერვილი შეიძინეს და მას კონტრაქტი 2029 წლამდე გაუფორმეს. ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა, მაგრამ Transfermarkt-ს თუ დავეყრდნობით, გარიგების საფასურმა დაახლოებით 30 მილიონი ევრო შეადგინა. როგორც […]

ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება მომავალშიც

ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბეშუმში “შუამთობის” დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ადგილიბრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს „შუამთობა“ მიულოცა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც რეგიონის განვითარებას ემსახურება “ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს […]

შოვის ნაცვლად მრავალძალი – რაზე ესაუბრება სახელმწიფო კურორტ შოვის განვითარების ავტორებს?

რაჭაში, შოვის ნაცვლად მრავალძალის კურორტი განვითარება – ამაზე საუბრობენ სახელმწიფო და კურორტ შოვის განვითარების პროექტის ავტორები. მიზეზი შოვში მომხდარი სტიქიის შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტოს რეკომენდაცია იყო, რომლის მიხედვითაც სტიქიის გავრცელების არეალში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.

ანჩელოტი სამწვრთნელო საქმიანობას მალე დაემშვიდობება? – იტალიელმა თავის მომავალზე ისაუბრა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თავის მომავალზე და შესაძლო პენსიაზე გასვლაზე ისაუბრა. ირკვევა, რომ იტალიელი ამაზე ფიქრობს და შესაძლოა, მენეჯერის როლში ეს მისთვის ერთ-ერთი ბოლო სეზონიც კი იყოს. “ვფიქრობ, “რეალი” ჩემი ბოლო კლუბი იქნება. რაც შეეხება ნაკრებში მუშაობას, ეს საჩემო არაა. არ მინდა დავკარგო ის, რაც ძალიან მომწონს და ეს ყოველდღიური მუშაობის რეჟიმია. ჩემთვის […]

გურიაში “ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავეს

გურიაში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირის ბრალდებით 2 პირი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. “ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულია წარსულში ნასამართლევი, 25 წლის გ.ი. – მეტსახელად „ჯავა“, ხოლო “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისთვის – 23 წლის ნ.ყ. – წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ც.მ.-მ ერთ-ერთი ონლაინკაზინოს მეშვეობით დიდი რაოდენობით თანხა მოიგო, რაც ცნობილი […]

კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე იმაზე ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა – კვლევა

მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ იპოვეს საკუთარი თეორიის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე იმაზე 1,5 მილიარდი წლით ადრე აღმოცენდა, ვიდრე აქამდე გვეგონა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, გაბონში მომუშავე სპეციალისტებმა ეს მტკიცებულებები ნამარხი ნეშტების სახით ქვებში აღმოაჩინეს, რამაც დაარწმუნა, რომ ცხოველთა ბინადრობისთვის შესაფერისი პირობები პლანეტაზე უკვე 2,1 მილიარდი წლის წინ არსებობდა. მათივე განცხადებით, […]

პროტესტი ხაშურში – მოსახლეობა გზის რეაბილიტაციას ითხოვს

ხაშურში გზა გადაკეტეს. დადიანის ქუჩის მოსახლეობა გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას ითხოვს. ხალხი ირწმუნება, რომ მძიმე ინფრასტრუქტურული პირობების გამო ცხოვრება ქუჩაზე გაუსაძლილი გახდა. მოუწესრიგებელ გზას ემატება მტვერიც. მოქალაქეები ამბობენ, რომ მერიისთვის არაერთი მიმართვის მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. ბავშვები დაავადმყოფებულები არიან. თუ იწვიმებს გუბეებში ვიხრჩობით, თუ სიმშრალე და ქარია, სახარის უდაბნო რომაა, ზუსტად იგვე მდგომარეობაა. ხომ […]

როგორ მოქმედებს საქართველოზე რუსული ბენზინის მიწოდების აკრძალვა

რუსეთიდან ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა 2024 წლის ოქტომბრის ბოლომდე გახანგრძლივდა, რამაც, შესაძლოა, გარკვეული გავლენა საქართველოზეც იქონიოს. საქართველოში იმპორტირებული საწვავის ნახევარზე მეტი, თითქმის 53%, სწორედ რუსეთზე მასზე მოდის. ენერგეტიკოსებისა და ნავთობიმპორტიორების ნაწილი ამბობს, რო საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი ყველაზე იაფია, შესაბამისად, რუსეთის მიერ აკრძალვის ამოქმედება უარყოფითად იმოქმედებს საწვავის ფასებზე. თუმცა, ნაწილი თვლის რომ ამას არსებითი გავლენა ქართულ ბაზარზე […]

დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა – მედია

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. წყაროს ცნობით, 95 მილიონი დოლარის ნაწილი, რომელსაც მთავრობა ანტიდემოკრატიული პოლიტიკის და ანტიდასავლური რიტორიკის გამო ვეღარ მიიღებს, ამ უწყებაშიც უნდა წასულიყო. ვაშინგტონი ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია, რასაც ფორმულას დაავადებათა კონტროლია ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე უდასტურებს. ცენტრი ყოველწლიურად […]

ლაშა გურული დღეს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში იასპარეზებს

4 აგვისტოს პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში მოკრივე ლაშა გურული (63.5კგ) იასპარეზებს. ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა გურული კუბელ მეტოქესთან გამართავს ბრძოლას. შეხვედრა საქართველოს დროით 19:06 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, ქართველმა ძიუდოისტებმა ინდივიდუალური ასპარეზობა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედლით დაასრულა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს […]