რა სიგნალია არბიტრაჟში სახელმწიფოს გამართლება ინვესტორებისთვის – ანაკლიის პორტის მაგალითი

საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის კონსორციუმს“ საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის სარჩელზე განხილვა უკვე დასრულდა და დაადგინა, რომ მთავრობამ საინვესტიციო ხელშეკრულება კანონიერად შეწყვიტა. საუბარია, 2016 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებაზე და იმ პერიოდზე, როდესაც ანაკლიის პორტის აშენების უფლება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს მიენიჭა, თუმცა ინვესტორის მიერ საინვესტიციო ვალდებულებების მრავალჯერადი დარღვევის გამო, მთავრობა […]

“გაჭიანურებული პროექტების მიზეზია კორუფციისა და უუნარობის კომბინაცია” – კორუფციის მკვლევრები

თბილისში მიმდინარე გზების სარეაბილიტაციო პროექტები კორუფციის მკვლევრებმა შეისწავლეს. მათი განცხადებით, არაერთი პროექტი, რომელზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან სოლიდური თანხები იხარჯება, უხარისხოდ მიმდინარეობს და სამუშაოები ხშირ შემთხვევაში გაწერილ ვადებში ვერ სრულდება. მათი შეფასებით, ერთ-ერთი ასეთი პროექტია წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაციაც, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო და სავარაუდოდ დადგენილ დროში ვერ დასრულდება. “გაჭიანურებული პროექტების მიზეზი არის კორუფციისა და უუნარობის კომბინაცია, […]

სიმონსი კვლავ “ლაიფციგში” – პსჟ-ისთან შეთანხმება შედგა

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 21 წლის ნიდერლანდელი შემტევი ხავი სიმონსი მომავალ სეზონშიც “ლაიფციგში” იასპარეზებს. ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანულ კლუბში გასულ სეზონშიც იჯარით თამაშობდა, შემდეგ ის პსჟ-ის დაუბრუნდა, მაგრამ ფრანგებმა “ლაიფციგს” სიმონსი კიდევ 1-წლიანი იჯარით დაუთმეს, თუმცა მათ გამოსყიდვის უფლება არ ექნებათ. სიმონსმა გასულ სეზონში ჯამში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 10 გოლი გაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა […]

პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორს ემუქრებიან

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის რეჟისორის, თომას ჯოლის მიმართ სიკვდილი მუქარას გმობს. როგორც გერმანული გამოცემა Deutsche Welle იუწყება, მაკრონი აღშფოთებულია ჯოლის მისამართით გავრცელებული კიბერბულინგის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ფრანგი ხალხი ძალიან ამაყობს ოლიმპიადის გახსნის ცერემონიით. “საფრანგეთმა სითამამისა და მისთვის დამახასიათებელი, მხატვრული სულისკვეთების დემონსტრირება მოახდინა” – ამბობს მაკრონი. შეგახსენებთ, […]

ანალენა ბერბოკი – გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება რუსეთის საიმედოდ შეკავების საშუალებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბაერბოკის განცხადებით, გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების დაგეგმილი განლაგება აუცილებელია, როგორც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ შემაკავებელი საშუალება. „იმედის პრინციპი არ დაგვიცავს პუტინის რუსეთისგან“, – წერს ის გამოცემა Bild am Sonntag-ში გამოქვეყნებულ კომენტარში. ანალენა ბერბოკის თქმით, გერმანია შეიძლება იყოს დაცული იმით, რომ ბერლინი ახლა ინვესტიციას ახორციელებს საკუთარ უსაფრთხოებასა და […]

ანა დოლიძე – “ქართული ოცნება“ ორპოლუსიანობის გაღვიძებას ცდილობს

ისევ და ისევ გაცვეთილი „ქოცნაცობა“ და ორპოლუსიანობის გაღვიძება – თავად „ქართული ოცნება“ ააქტიურებს სააკაშვილს და მის საკითხს, რომ შუა გაკრიფოს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, „ძლიერი საქართველოს“ წევრები არავის მისცემენ საშუალებას, რომ „ორპოლუსიანობის გაღვივებით სამშობლო მოგვტაცონ“. „ისევ და ისევ გაცვეთილი „ქოცნაცობა“ და ორპოლუსიანობის გაღვიძება, თავად […]

ქურდოვანიძე: აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, იურისტ ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ჟურნალისტ აფგან სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემა, ექსტრადიციის პირობებს ვერ აკმაყოფილებს. სადიგოვი გუშინ დააკავეს და დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს. “ექსტრადიციის პროცედურები გაგრძელდება და ის, დიდი ალბათობით, დასრულდება სადიგოვის აზერბაიჯანისათვის გადაცემით. საქართველოსაგან ჟურნალისტის გადაცემას ითხოვს ქვეყანა, რომელმაც სადიგოვი პროფესიული საქმიანობის […]

ისრაელში გამვლელებს პალესტინელი დანით დაესხა თავს, ორი ადამიანი დაიღუპა

ისრაელის ქალაქ ჰოლონში კვირას გამვლელებზე დანით თავდასხმა მოხდა. ადგილზე ერთი ქალი დაიღუპა, მისი ქმარი სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა. მედიის ინფორმაციით, წყვილი დილით სარბენად იყო გამოსული, როდესაც თავდასხმა მოხდა. კიდევ ორი დაზიანებული ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა. The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ეს არის 34 წლის პალესტინელი, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს მკვიდრი, რომელიც ისრაელში შესვლის ნებართვის […]

დავაბრუნეთ პატრიოტები, გავუშვით მოღალატეები – მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი რუსი და ამერიკელი პატიმრების გაცვლას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ის ამბობს, რომ ტვეთა გაცვლით რუსეთი მოგებულია რადგან დაბრუნებული მოქალაქეები პატრიოტები არიან და მათში რუსეთმა მოღალატეები გაცვალა. “მოდით (პატიმრების) გაცვლის “ხარისხობრივი შემადგენლობა” შევაფასოთ. ვინ დაიბრუნა ჩვენმა ქვეყანამ? ადამიანები, რომლებიც შრომობდნენ სამშობლოსთვის, იყვნენ სპეცსამსახურების შემადგენლობაში და ასე თუ […]

მთავრობა “ბეჩო ჰესის” მშენებლობაზე ხელშეკრულებას შპს “დოლრა ლაით ენერჯისთან” აფორმებს

საქართველოს მთავრობამ შპს „დოლრა ლაით ენერჯისთან“ „ბეჩო ჰესის“ ელექტროსადგურის შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების დასადები ხელშეკრულება მოიწონა. ხელშეკრულებას ხელი ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა უნდა მოაწეროს. ამის შესახებ პრემიერმა განკარგულება 1 აგვისტოს გამოსცა. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს დოლრა ლაით ენერჯი 2023 წელს შეიქმნა. მისი დირექტორი მამუკა წერეთელია. ხოლო, თავად კომპანიის 82%-ის წილის მფლობელი, შპს კერა ლაით […]