კონკურენციის სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 7 თვეში 27 მოვაჭრე დაჯარიმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2024 წლის ივლისის თვეში, 5 მოვაჭრეს ჯამში – 5000 ლარამდე ჯარიმა დაეკისრა. საკითხი ეხება – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ – თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, GCCA-ის მიერ […]

იმნაძის თქმით, აშშ-ს მხრიდან NCDC-ისთვის „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა ლაპარაკი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, აშშ-ს მხრიდან „გარკვეული პროექტების“ შეჩერებაზეა „ლაპარაკი“. ამის შესახებ მან „ფორმულასთან“ სატელეფონო ინტერვიუსას განაცხადა ამავე მედიის მიერვე გავრცელებულ ინფორმაციაზე. კერძოდ, „ფორმულას“ ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. „არ შეწყვეტილა, არის რაღაც პროექტები, რაზეც [შეჩერებაზეც] არის […]

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი – „ქართულ ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დიდი ხნის ოცნება, არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიულმა სისტემებმა

„ქართულ ოცნებას“ სისრულეში მოჰყავს, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დიდი ხნის ოცნება, არ იარსებოს ჩვენს ქვეყანაში უმაღლესი დონის თანამედროვე, სამეცნიერო, ლაბორატორიულმა სისტემებმა, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ანი ქავთარაძემ განაცხადა. აღნიშნულით „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას აშშ-ის დახმარება შეუჩერდა. „ვეხმაურებით გავრცელებულ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ცენტრის […]

პაატა მანჯგალაძე – არათუ ლუგარის ლაბორატორიის დაფინანსება, არამედ სტუდენტებისთვის ერასმუსის პროგრამაც შეიძლება შეჩერდეს – თუ „ჰეზბოლასთან“ და „ჰამასთან“ ხარ, მაშინ ევროპაში არაფერი გესაქმება

„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე, ქართული ოჯახებისთვის უფრო მეტ სიღარიბეს და ცივილიზებულ სამყაროსთან უფრო მეტ იზოლაციას ნიშნავს, – ამის შესახებ „ერთიანობის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა „ფორმულას“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიას ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსური დახმარება შეუჩერდა. მანჯაგალაძის თქმით, აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის 95 – მილიონიანი და […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ის უპრეცედენტო ზომები, ორმაგი პატიმრობა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღეს, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის

ის უპრეცედენტო ზომები, ორმაგი პატიმრობა, რაც პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ მიიღეს, ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია მიხეილ სააკაშვილის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი თბილისის ქუჩებში, 26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილებას ქართველ ხალხთან ერთად იზეიმებს. „ის უპრეცედენტო ზომები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ […]

საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არანაირად არ აზიანებს სააკაშვილის ინტერესებს და პირიქით, ორმაგად უქვითავს საპატიმროში გასატარებელ დღეებს – ეს ხელოვნური აჟიოტაჟი მიუთითებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ გეგმებს ხელი შეეშალა

საზღვრის კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა არანაირად არ აზიანებს სააკაშვილის ინტერესებს და პირიქით, ორმაგად უქვითავს საპატიმროში გასატარებელ დღეებს – ეს ხელოვნური აჟიოტაჟი მიუთითებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დანაშაულებრივ გეგმებს ხელი შეეშალა იგი მხოლოდ სარგებელს იღებს ამ პატიმრობის შეფარდებით, ვინაიდან მისი მდგომარეობა არანაირად არ უარესდება, ისედაც პატიმარია სხვა საქმეებზე და მათ ანგარიშში ახალ საქმეზეც ჩაერთო […]

Meta-ს კვარტალური შედეგების გავლენით, ცუკერბერგი $11 მილიარდით გამდიდრდა

Meta-ს აღმასრულებელი დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონება, კომპანიის მეორე კვარტალის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, $11 მილიარდით გაიზარდა. ხუთშაბათის მონაცემებით, ცუკერბერგმა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მეხუთედან მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. Meta-ს კვარტალური მოგება 73%-ით გაიზარდა და $13.5 მილიარდი შეადგინა. შედეგად, გაიზარდა ცუკერბერგის ქონებაც, $167 მილიარდიდან $178 მილიარდამდე. ამერიკელი ბიზნესმენი Meta-ში აქციათა 13%-ის მფლობელია. თუმცა ხუთშაბათის შემდეგ ცუკერბერგის ქონების წმინდა […]

“ვიასნა”: საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან ბელარუსში 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბელარუსში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ქვეყნის 50 ათასზე მეტი მოქალაქე დააკავეს პოლიტიკური მოტივებით, განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრ „ვიასნას“ წარმომადგენელმა ლეანიდ სუდალენკამ. „ვიასნას“ გათვლებით, ამჟამად სულ მცირე 5472 ადამიანია ნასამართლევი პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე. 2020 წლის აგვისტოში ბელარუსში დაიწყო ქუჩის მასობრივი საპროტესტო აქციები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების […]

კამალა ჰარისი წინასაარჩევნო რბოლაში დაწინაურდა – CBS News

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა საკუთარი პოზიციები წინასაარჩევნო რბოლაში გაიუმჯობესა. ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს. ამერიკული ტელეარხის ცნობით, ჰარისს სულ უფრო მეტი ახალგაზრდა და ფერადკანიანი ამომრჩეველი უჭერს მხარს. გარდა ამისა, ჰარისის რეიტინგი გაიზარდა ქალ ამომრჩევლებშიც, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის მათ ინტერესებს უფრო გაატარებს, ვიდრე „რესპუბლიკური“ პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი. […]

ახლა გუნდს სხვა პრიორიტეტები აქვს – კვარაცხელია “ნაპოლიში” ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი დაიწყებს

Corriere dello Sport-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” ახალ სეზონს იმავე გასამრჯელოთი და კონტრაქტით დაიწყებს. წყაროს ინფორმაციით, გუნდს ახლა სხვა პრიორიტეტები აქვს, რათა ანტონიო კონტემ შემადგენლობა გააძლიეროს და კონკურენტუნარიანი გუნდი შექმნას. “პარტენოპეი” სატრანსფერო ფანჯარას დასრულებას დაელოდება და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს მხოლოდ სექტემბერში მიუჯდება. აურელიო დე ლაურენტისის შეთავაზება შრომითი ხელშეკრულების 2029 წლამდე გაგრძელება და ხელფასის 5 მილიონამდე […]