მდინარე დიღმურას ხიდზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონში, მდინარე დიღმურას ხიდზე მძიმეწონიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა მონიტორინგი განახორციელა და სპეციალისტების რეკომენდაციით, დიღმურას ხიდ-გზაგამტარზე, ამ ეტაპზე, მძიმეწონიანი ავტომობილების მოძრაობა მიზანშეწონილი არ არის. უსაფრთხოების მიზნით, 6 აგვისტოდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება. კერძოდ, N367 ავტობუსი სოფელი დიღმიდან დიდუბის მიმართულებით მოძრაობისას, დავით […]
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა

Galt&Taggart-ის 29 ივლისი – 2 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით ზრდა ფიქსირდება. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.78% წინა კვირასთან შედარებით და +2.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 264 ათას აქციაზე მეტი […]
ვებერი და ბაბეკი რუსულ კანონზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციოს მიმართავენ

გერმანიის ოსნაბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ალბრეხტ ვებერი და ავსტრალიის ბონდის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, დოქტორი ვოლფგანგ ბაბეკი რუსულ კანონთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მოსაზრება საკმაოდ ვრცელია და მასში დეტალურადაა განხილული, თუ რომელი მუხლები ირღვევა კანონის ამოქმედებით. სასამართლოს მეგობრის მოსაზრების დასკვნით ნაწილში ნათქვამია, რომ საქართველოს კანონი გამჭვირვალობის შესახებ მისი არსებული ფორმით, შეუთავსებელია საქართველოს კონსტიტუციის […]
თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება […]
ცესკოში „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მიმდინარე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით იმსჯელეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე. შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა დეტალურად ისაუბრა 26 ოქტომბერს გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. მათ შორის, იმ აქტივობებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობების შექმნის მიზნით ახორციელებს. ცესკოს თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა […]
დიდ ბრიტანეთში, არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს

დიდ ბრიტანეთში, არეულობის დაწყებიდან დღემდე 378 ადამიანი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის პოლიცია ავრცელებს. „ველით, რომ ეს რიცხვი ყოველდღიურად გაიზრდება, რადგან პოლიციელები მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დამნაშავეთა დაკავებას განაგრძობენ“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიციის მეთაურთა საბჭოს ხელმძღვანელმა, გევინ სტივენსმა. შეგახსენებთ, გასულ ორშაბათს, ქალაქ საუთპორტში ცეკვის სკოლაში დანით შეიარაღებული პირის თავდასხმის შედეგად, სამი ბავშვი […]
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აღნიშნავს ფრონტისპირა ნაწილებისთვის 250 ბირთვული რაკეტის გამშვები მოწყობილობის მიწოდებას

ფხენიანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 5 აგვისტოს ცერემონიაზე, ამ ქვეყნის მმართველმა, კიმ ჩენ ინმა მოწოდება გააკეთა თავისი სამხედრო ბირთვული პროგრამის უწყვეტი გაფართოებისკენ აშშ-სგან მომავალი სავარაუდო საფრთხეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით. ცერემონიით აღინიშნა ბირთვული რაკეტის გამშვები 250 მოწყობილობის მიწოდება საზღვრისპირა ნაწილებისთვის. შეშფოთება კიმის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც მან გამოთქვა ბირთვული იარაღის განთავსების სურვილი სამხრეთ კორეასთან […]
Ryanair ზაფხულის სეზონისთვის ავიაბილეთის ფასის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს

ავიაკომპანია Ryanair ზაფხულის სეზონისთვის ავიაბილეთის ფასის მნიშვნელოვან შემცირებას პროგნოზირებს რაც აგრძელებს ტენდენციას, რომლის შედეგადაც კომპანიის მოგება, აპრილიდან ივნისამდე, თითქმის განახევრდა. Financial Times აღნიშნავს, რომ ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ მგზავრობის ტარიფების ვარდნა, რომელიც დაფიქსირდა გაზაფხულზე, გაგრძელდება. საშუალო ტარიფები თითო მგზავრზე კვარტალში, წინა წელთან შედარებით, 15 პროცენტით დაეცა, რადგან ავიაკომპანია იძულებული გახდა „უფრო მეტი […]
ევროკავშირმა სანქციების სიაში კიდევ 28 ბელარუსი შეიყვანა

ევროკავშირმა სანქციების სიაში 28 ბელორუსი შეიყვანა, იქ „მუდმივ შიდა რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში“ მათი როლის გამო. სიები „მოიცავს სასამართლო ხელისუფლების სხვადასხვა წევრს, კერძოდ, პროკურორებს და მოსამართლეებსს, რომლებმაც გამოიტანეს პოლიტიკურად მოტივირებული სასჯელი, მათ შორის, მოქალაქეების მიმართ, რომლებიც აპროტესტებდნენ 2020 წლის გაყალბებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ან რომლებიც უბრალოდ გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს“, ავტორიტარული მმართველის ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ, […]
ჯანმო ევროპაში კლიმატის ცვლილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს – საქართველოში კი წელს ძლიერი სიცხეების ალბათობა ნაკლებია

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უახლოეს წლებში კლიმატის ცვლილების შედეგად, სიცხისგან დაზარალებული ადამიანების რაოდენობა ძალიან მკვეთრად გაიზრდება. ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში, ჰაერის ზედმეტად მაღალი ტემპერატურის გამო ყოველწლიურად 175 ათასი ადამიანი იღუპება და უახლოეს წლებში ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ჯანმოს ევროპის განყოფილების მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯანმოს ევროპულ რეგიონში, რომელიც ცენტრალურ აზიამდე არსებულ ტერიტორიამდე ვრცელდება, ჰაერის ტემპერატურის […]