პრეზიდენტის თქმით, მთავარი მიზანია, 5%-ს ქვემოთ პარტიების ხმები არ დაიკარგოს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინასაარჩევნოდ ოპოზიციური პარტიების გაერთიანების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ყველა ყველას უნდა დაეხმაროს ხმების დაცვაში”. მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენციაზე მან პატარა პარტიების გაერთიანებებში შესვლაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავარი მიზანია, იმ 5%-ს ქვემოთ პარტიების ხმები არ დაიკარგოს და ქართულ ოცნებაში არ გადავიდეს. “ვფიქრობ, რომ გამსხვილებაზე უფრო მნიშვნელოვანი დღეს არის ის, რომ არცერთი ხმა […]

სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მმართველი პარტიის ლიდერი საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია და არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცეს. “თუ მე პირადად არ შემხვდება, დებატებში მოვიდეს. მე მზად ვარ და ვიწვევ დებატებში. რადგან მიიჩნევს თავის თავს და ითვლება, რომ ის არის მთავარი მმართველი, სახელმწიფოს პირველი […]

ამერიკული ბირჟები მკვეთრი ვარდნით გაიხსნა

5 აგვისტოს ვაჭრობა ამერიკულ საფონდო ბირჟებზე მკვეთრი ვარდნით გაიხსნა – ამერიკის მთავარი საფონდო ინდექსები მკვეთრად ეცემა – S&P 500-ის ინდექსი, რომელიც ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის უმსხვილეს კომპანიებს აერთიანებს 2.88%-ით დაეცა, დოუ ჯონსის ინდექსი 2.37%-ით შემცირდა, NASDAQ-ის ინდექსი კი 4%-ით შემცირდა. დღესვე ვარდნაა აზიის საფონდო ბირჟაზეც, იაპონური Nikkei 225 13.5%-ით შემცირდა, გერმანული DAX-ი 2.4%-ით, ბრიტანული FTSE 100 […]

პრეზიდენტი ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე – ეს სრულიად დამოკიდებულია არჩევნებზე, ყველა გველოდება – ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე

ყველაფერი არის შეჩერებული და არა გაჩერებული, შეჩერება არის არჩევნებამდე , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს სრულად დამოკიდებულია არჩევნებზე და ახლა პარტნიორების მხრიდან ყველაფერი დროებით არის შეჩერებული და არა გაჩერებული. „ეს [ევროკავშირში გაწევრიანება] არის მთელი ჩვენი დღევანდელი და მთელი […]

თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. უწყების ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, ამჯერად უგზო-უკვლოდ დაკარგული 16 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება […]

სალომე ზურაბიშვილი – პრინციპი არის ის, რომ რაც ჩვენ ვიცით თანამედროვე ისტორიის, მტერი არის რუსეთი, რაც თქვენმა “ოცნებამ”, როგორც ჩანს, დაივიწყა

ის, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოზე მაშინ [2008 წელს], ისევე როგორც უკრაინაზე, ეს ორი სხვადასხვარამეა: ერთი ეხება გეოგრაფიას, მეორე ისტორიას – გეოგრაფია იმას ნიშნავს, რომ ვინც საერთაშორისო საზღვარს გადალახავს, არის ის, ვინც იწყებს ომს,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „უქმნის თუ არა უხერხულობას ერთ მაგიდასთან ჯდომა იმ ადამიანებთან, […]

ისრაელის გენშტაბის უფროსი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა

ისრაელის გენშტაბის უფროსი აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელის გენშტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ და აშშ-ის არმიის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, მაიკლ კურილამ უსაფრთხოების სტრატეგიული საკითხები და რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. გენერალი მაიკლ კურილა ახლო აღმოსავლეთში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე ისრაელში დღეს ჩავიდა. შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის […]

პრეზიდენტის პრესკონფერენციას მედიასთან საზმაუ და სამთავრობო არხები არ ესწრებიან

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა. ზურაბიშვილმა პრესკონფერენციის დაწყებამდე აღნიშნა, რომ საქართველოს პირველი არხი სამჯერ მიიწვიეს სხვადასხვა ფორმატში, თუმცა მათგან სამივეჯერ უარი მიიღეს, რაც პრეზიდენტის თქმითვე, ქარტიის დარღვევაა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის პრესკონფერენციას ჟურნალისტებთან არ ესწრებიან სამთავრობო და პროსახელისუფლებო მედიებიც – იმედი, რუსთავი 2 და POSTV. “მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროა […]

პრეზიდენტის თქმით, ოპოზიციისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერზე შეთანხმება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური პარტიებისთვის რთული, ან სულაც შეუძლებელი იქნება პრემიერ-მინისტრის ფიგურაზე შეთანხმება. „დღეს წყდება ქვეყნის ბედი. ყველამ, არა მარტო პრეზიდენტმა, უნდა დავთმოთ პირადი პოლიტიკური ამბიციები. ბევრჯერ მითქვამს – დღეს ვინც ფიქრობს, რომ იქნება პრემიერი, არ იქნება პრემიერი. რეალურად, ყველამ ვიცით, რომ არსებული პოლიტიკური პარტიების შეთანხმება რომელიმე პრემიერზე – პოლიტიკოსზე, მე მგონი, […]

პრეზიდენტის პრესკონფერენციას „პირველი არხი“ არ ესწრება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 5 აგვისტოს პრესკონფერენციას საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი [„პირველი არხი“] არ ესწრება. პრეზიდენტის განცხადებით, მან უკვე მესამეჯერ მიიღო უარი „პირველი არხისგან“. „სამწუხაროა, რაც ხდება ამ ქვეყანაში მედიის კუთხით. არ ვიტყვი, რომ ორი არხი არ ესწრება – მათი გადაწყვეტილებაა. აბსოლოტურად ყველა იყო დაპატიჟებული. [..] საზოგადოებრივი მაუწყებელი მესამეჯერ მოვიწვიეთ, სხვადასხვა ფორმატში. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ […]