მეზვრიშვილი: ოცნებამ დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ 3 აგვისტოს ბათუმში ოცნების პარტაქტივმა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ჩაშლა სცადა. პარტიაში მიიჩნევენ, რომ მმართველმა პარტიამ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება დაიწყო. მეზვრიშვილის თქმით, პარტიის არჩევნების დაცვის ჯგუფი საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის ყველა ასეთი ფაქტის და უთანასწორო მედიაგარემოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს მიაწვდის. […]

სალომე ზურაბიშვილმა თემურ ალასანიას გეგმების ხორცშესხმა დააანონსა

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს გამოეხმაურა, რომელზეც ზურაბიშვილმა ოპოზიციის წინასაარჩევნო გეგმებზე ისაუბრა. დავით ქართველიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თემურ ალასანიას გეგმების ხორცშესხმა დააანონსა და საქართველოს მოსახლეობას არჩევნები უბრალოდ გაუუქმა. „სიგიჟის თავისი კონცენტრაციით გუშინდელი დღე ნამდვილად დასამახსოვრებელია. ეს იყო ნაცების სამივე პრეზიდენტის ბენეფისი, სადაც მარგველაშვილს ჯერჯერობით ყველაზე პასიური როლი ერგო. […]

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლუგარის ლაბორატორიის ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის დახურვაზე საუბარი არ არის. როგორც მან ბრიფინგზე განმარტა, „რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი კვლევითი საქმიანობა და ტრენინგებია და ეს არ არის ისეთი პროგრამები, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება“. „საკმაოდ უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ თავისუფალი და ხშირ შემთხვევაში მანკიერი ინტერპრეტაციებით ლუგარის ლაბორატორიის […]

ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე კამალა ჰარისის კანდიდატები ჯოშ შაპირო და ტიმ უოლცი არიან – „როიტერი“

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მომავალი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთა სია ორამდე შეამცირა. ამის შესახებ გამოცემა „როიტერი“ წყაროებზე დაყრნდობით წერს. მედიის ცნობით, კამალა ჰარისის კანდიდატები ვიცე-პრეზიდენტობისთვის პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო და მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლცი არიან. სავარაუდოა, რომ ჰარისი თავისი არჩევანის შესახებ სამშაბათს ფილადელფიაში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად დაგეგმილ პირველ საჯარო გამოსვლამდე განაცხადებს. წყაროების ცნობით, ჯერჯერობით არ […]

შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგაც კი, ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა – საია

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” შოვის ტრაგედიიდან ერთი წლის გასვლას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ დრომდე ტრაგედიაზე პასუხისმგებელი არც ერთი პირი არ გამოვლენილა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდების მიუხედავად, კვლავ პრობლემურია საქმეზე მიმდინარე გამოძიების კვალიფიკაცია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ საგამოძიებო ორგანო არ არის დაინტერესებული სრულად და ყოველმხრივ აწარმოოს გამოძიება. საიას შეფასებით, პრობლემურია, რომ ქვეყანას […]

“მე მყავს ქმარი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ვუყვარვარ, შესაძლოა იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როცა პირველად შევხვდით” – ვიქტორია ბექჰემი – Marao

“მე მყავს ქმარი, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ვუყვარვარ, შესაძლოა იმაზე მეტად, ვიდრე მაშინ, როცა პირველად შევხვდით” – ვიქტორია ბექჰემი – Marao ივლისის ერთ შუადღეს მსოფლიოში ორმა ყველაზე მოთხოვნადმა ქალმა გამოჰყო დრო Zoom-ის საშუალებით დასაკავშირებლად. ვიქტორია ბექჰემისა და ნიკოლ კიდმანის გულახდილი ინტერვიუ: ვიქტორია ბექჰემი: „ძალიან აღელვებული ვარ, რომ თქვენ დათანხმდით ამის გაკეთებაზე. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.” […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – ღაზაში „ჰამასის“ ათობით წევრის, მათ შორის იარაღის კონტრაბანდაში ჩართული ოფიცრის, ლიკვიდაცია განვახორციელეთ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, წუხელ ღაზას სექტორში, ავიაიერიშის შედეგად, „ჰამასის“ ოფიცრის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც ღაზაში იარაღის კონტრაბანდაზე იყო პასუხისმგებელი. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მუჰამედ მაჰასნა, ძირითადად, კოორდინაციას უწევდა საზღვაო კონტრაბანდას, მაგრამ ასევე ჩართული იყო იარაღის ტრანსსასაზღვრო გვირაბებისა და სახმელეთო გადასასვლელებით მიღებაშიც. „მისი ლიკვიდაცია დარტყმას აყენებს ტერორისტულ ჯგუფ „ჰამასის“ უნარს, შეიტანოს იარაღი ღაზაში“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის […]

ჯანდაცვის მინისტრი – ძალიან ვწუხვარ, რომ ორივე ქვეყნისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებით იქნა მიღებული მსგავსი გადაწყვეტილება

რეალურად, საუბარია რამდენიმე მიმდინარე პროექტის შეჩერებაზე, რომლის შინაარსი გახლავთ კვლევითი საქმიანობა, ტრენინგები და ა.შ. ეს არ გახლავთ არცერთი ისეთი პროგრამა, რომელზეც დამოკიდებულია ჯანდაცვის რომელიმე პროგრამის განხორციელება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და ლუგარის ლაბორატორიასაც შეეხო. მისი თქმით, […]

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო – მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ მეთოდებს

„ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო კამპანიის ხელშეშლა დაიწყო, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „მძიმე სანახავია, როგორ იყენებს „ოცნება“ „ნაცმოძრაობის“ იმ მეთოდებს, რასაც 2012 წელს თავად ებრძოდა“. „ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ 26 ივლისს დაანონსებული მუქარის რეალიზება და საარჩევნო […]

Reuters – კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს

კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს დღეს წარადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, კამალა ჰარისი არჩევანს პენსილვანიის გუბერნატორ ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორ ტიმ უოლცს შორის გააკეთებს და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ფილადელფიაში დაგეგმილ დღევანდელ ღონისძიებაზე წარადგენს. ამასთან, Associated Press-ის ინფორმაციით, „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობაზე დელეგატების 99%-მა აშშ-ის საპრეზიდენტო […]