შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ჩართულია წინასაარჩევნო აგიტაციაში, რაც კონსტიტუციის დარღვევაა – მისი განცხადებები არასერიოზულია

ევროკავშირის ზოგიერთი თანამდებობის პირისა და დიპლომატის ჩარევამ, დააზიანა საქართველო, შეიყვანა უფრო მეტ პოლარიზაციაში და დღეს ჩვენ პრეზიდენტის თანამდებობაზე გვყავს ადამიანი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ ის არ აღიარებს სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობას,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას იმით, რომ პირდაპირაა ჩართული წინასაარჩევნო აგიტაციაში. „რასაც აკეთებს სალომე […]

ტაბიძის ქუჩაზე გზა ჩავარდა მშენებლობის გამო

ტაბიძის ქუჩაზე გზა ჩავარდა მშენებლობის გამო ტაბიძის ქუჩაზე გზა ჩავარდა მშენებლობის გამო- ფოტომასალას ,,ჩემი ქალქი მკლავს” ავრცელებს. როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ფაქტი რაზმაძის 54-ში მიმდინარე მშენებლობის გამო მოხდა

2023 წელს ბათუმის საკრებულომ 93 626 ლარის პრემია/დანამატები გასცა, სატელეფონო საუბრებზე 23 392 ლარი დაიხარჯა, მანქანების საწვავზე – 73 851 – საერთაშორისო გამჭვირვალობა

2023 წელს ბათუმის საკრებულომ 93 626 ლარის პრემია/დანამატები გასცა, სატელეფონო საუბრებზე 23 392 ლარი დაიხარჯა, მანქანების საწვავზე – 73 851 – საერთაშორისო გამჭვირვალობა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქალაქ ბათუმის საკრებულოს მიერ 2023 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრის შუალედში გაწეული საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, საკრებულომ მიიღო 42 დადგენილება, რომელთაგან 40 დადგენილების ინიციატორი და […]

ქალაქ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოში ყველაზე მსხვილმა სარეკლამო კომპანიამ – შპს „ალმამ“ მოიპოვა

ქალაქ ბათუმში გარე რეკლამის განთავსების 10 წლიანი ექსკლუზიური უფლება საქართველოში ყველაზე მსხვილმა სარეკლამო კომპანიამ – შპს „ალმამ“ მოიპოვა. გუშინ, 5 აგვისტოს დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 10-წლიანი უფლების მოპოვებაზე ელექტრონული აუქციონი, რომლის გამარჯვებულიც ალმა გახდა. „ალმას ისტორიაში დღეს ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. ქალაქ ბათუმის გარე-რეკლამის აუქციონში გამარჯვებამ ჩვენი კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ჩვენი […]

ლუჩესკუ არ ჩერდება – 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა

ცნობილმა რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ 79 წლის ასაკში თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრები ჩაიბარა. მან კონტრაქტი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე გააფორმა. ლუჩესკუმ კარიერის განმავლობაში არაერთ გუნდში ითამაშა, ჩვენთვის განსაკუთრებულად დასამახსოვეებელი კი დონეცკის “შახტარში” და კიევის “დინამოში” იყო. რუმინეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ედვარდ იორდანესკუ წვრთნინდა, რომელმაც გუნდი მერვედფინალში გაიყვანა, თუმცა მან ევრო 2024-ის შემდეგ პოსტი დატოვა.

Turkish Airlines-მა თვითმფრინავები პირველად იუანში იყიდა

თურქულმა ავიაკომპანია Turkish Airlines-მა პირველად იყიდა თვითმფრინავი იუანში, განაცხადა კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმა აჰმედ ბოლატმა. საუბარია მაისსა და ივლისში სამი Airbus A350 თვითმფრინავის ლიზინგის დაფინანსებაზე ჩინური კომპანიებისგან AVIC International Leasing და CCB Financial Leasing. „ჩვენ გავხდით პირველი ავიაკომპანია ჩინეთის ფარგლებს გარეთ, რომელმაც გამოიყენა იუანი თვითმფრინავების შესაძენად. მეხუთე ვალუტის დამატებით, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავების შესაძენად, ჩვენ არა […]

ისრაელთან ომის სამზადისში ირანი რუსეთს დახმარებას სთხოვს – NYT

ირანმა რუსეთს თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემები სთხოვა ისრაელთან შესაძლო ომისთვის მზადების პროცესში. ინფორმაციას ამის შესახებ New York Times ავრცელებს. გამოცემა, როგორც ირანულ მედიაზე, ისე ირანელ მაღალჩინოსნებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ანონიმური წყაროების ცნობით, რუსეთმა უკვე დაიწყო კიდეც თანამედროვე რადარებისა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის მიწოდება ირანისთვის. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ […]

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბანგლადეშის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბანგლადეშის პრეზიდენტის, მუჰამედ შაჰაბუდინის პრესმდივანი ავრცელებს. „პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა“, – განაცხადა შიპლუ ზამანმა. ქვეყნის პარლამენტის დათხოვნა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. შეგახსენებთ, გუშინ, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ თანამდებობა დატოვა და ინდოეთში გაემგზავრა. ქვეყნის არმიის მეთაურმა, ვაკერ-უზ-ზამანმა დროებითი მთავრობის შექმნა გამოაცხადა. […]

აქტივისტები ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელისგან მოითხოვენ, გაამჟღავნოს უკრაინის ომში დაღუპულთა რაოდენობა

ჩრდილოეთ ოსეთის 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ღია მიმართვა რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოსადმი, რომელშიც ისინი უკრაინის ომში ადგილობრივებს შორის დანაკარგების გამჟღავნებას მოითხოვენ. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, მიმართვის ერთ-ერთი პუნქტია ასევე თხოვნა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ “გენოფონდის შენარჩუნების მიზნით”, აიკრძალოს ომში “ოსი ხალხის წარმომადგენლების” გაწვევა. “კავკაზ.რეალიის” რედაქციის მიერ ღია მონაცემებისა და საჯარო ნეკროლოგების საფუძველზე გაკეთებული ანგარიშით, უკრაინის ომში ჩრდილოეთ […]

სოფო ბერიშვილის ფილმმა ფესტივალზე „New Jersey Film Awards” 5 ნომინაციაში გაიმარჯვა

სოფო ბერიშვილის ფილმმა „ილუზია“ ფესტივალზე „New Jersey Film Awards” 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი არის სურეალისტური დრამა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა. – „ყველაფერი დაიწყო ქართულ-ამერიკული კინოაკადემიიდან. ჩავაბარე კინოწარმოების კუსრზე, სადაც გადავიღე სადიპლომო ნამუშევარი, […]