აქტივისტები ჩრდილოეთ ოსეთის ხელმძღვანელისგან მოითხოვენ, გაამჟღავნოს უკრაინის ომში დაღუპულთა რაოდენობა

ჩრდილოეთ ოსეთის 12 საზოგადოებრივი ორგანიზაციის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ღია მიმართვა რესპუბლიკის მეთაურის, სერგეი მენიაილოსადმი, რომელშიც ისინი უკრაინის ომში ადგილობრივებს შორის დანაკარგების გამჟღავნებას მოითხოვენ. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, მიმართვის ერთ-ერთი პუნქტია ასევე თხოვნა რუსეთის პრეზიდენტისადმი, რომ “გენოფონდის შენარჩუნების მიზნით”, აიკრძალოს ომში “ოსი ხალხის წარმომადგენლების” გაწვევა.
“კავკაზ.რეალიის” რედაქციის მიერ ღია მონაცემებისა და საჯარო ნეკროლოგების საფუძველზე გაკეთებული ანგარიშით, უკრაინის ომში ჩრდილოეთ ოსეთის დაახლოებით 598 მცხოვრები დაიღუპა. ეს რიცხვი, ომში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, მესამე მაჩვენებელია ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს შორის. პირველ ადგილზეა დაღესტანი – 1138 დადასტურებული დაღუპულით, ხოლო მეორეზე სტავროპოლის ოლქი, საიდანაც რუსეთ-უკრაინის ომში გაგზავნილი 898 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი