რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ კურსკის ოლქის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი – დაშავდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის ოლქის მასიური დაბომბვის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი – დაშავდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსეი სმირნოვი იუწყება. „ორი ადამიანი დაშავდა გლუშკოვსკის რაიონში, ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, ქალაქ სუჯაში. მოგვიანებით, სამედიცინო დაწესებლეაბას კიდევ სამმა მოქალაქემ, მათ შორის ერთმა ბავშვმა, მიმართა. ორი ადამიანი დაშავდა ბოლშესოლდაცკის რაიონში, ერთი […]

რუსული კომპანია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას 240 მილიონ რუბლს სთხოვს

რუსული კომპანია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას 240 მილიონ რუბლს სთხოვს რუსული კომპანია „აერო მენეჯმენტის“ ( ყოფილის სააქციო საზოგადოება „დარტი“) ოკუპირებუილ აფხაზეთის დე ფაქტოს ხელისუფლებას 24-მლნ რუბლზე მეტის (2.8 მლნ დოლარი) გადახდას სთხოვს. ტელეგრამის არხმა RESPUBLICA -მ გამოაქვეყნა კომპანიის გენერალური დირექტორის ფილიპ მიზონოვის წერილი, რომლის ადრესატებიც არიან ოკუპირებილი აფხაზეთის ე.წ. ენერგეტის მინისტრი კრისტინა ოზგანი და სოხუმის […]

რუსეთმა მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის საელჩოს თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. უწყების ცნობით, ეს გაკეთდა პასუხად მოლდოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, გაეძევებინა რუსეთის საელჩოს თანამშრომელი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ნაბიჯს „არაფრით მოტივირებული გადაწყვეტილება“ უწოდა. დეპარტამენტში დაიბარეს მოლდოვის საქმეთა დროებითი რწმუნებული ალექსანდრ კეტრარა და მას შესაბამისი ნოტა გადასცეს. 1 აგვისტოს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი […]

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ტიმ უოლცი დაასახელა

კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად მინესოტას შტატის გუბერნატორი, ტიმ უოლცი აირჩია. “მეამაყება იმის გამოცხადება, რომ ტიმ უოლცს ვთხოვე იყოს ჩემი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი. როგორც გუბერნატორმა, მწვრთნელმა, მასწავლებელმა და ვეტერანმა, მან თავისნაირი მშრომელი ოჯახებისთვის გააკეთა საქმე. შესანიშნავია გუნდში მისი ყოლა. ახლა მოდით საქმე გავაკეთოთ”, – წერს ჰარისი. ცნობისთვის, ტიმ უოლცი ამჟამად მეორე ვადითაა მინესოტას შტატის გუბერნატორი და ის, […]

სააკაშვილის თქმით, ზურაბიშვილი ივანიშვილის სასამართლოსგან ითხოვს მის გაჩუმებას

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდეეტი მიხეილ სააკაშვილი წერილობით გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მის შეწყალებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, მან გააპროტესტა ზურაბიშვილის განცხადება, რომელშიც პრეზიდენტი სასამართლო პროცესებზე მიხეილ სააკაშვილისთვის პირდაპირი ეთერის დათმობას უარყოფითად აფასებს. „მიკვირს, რომ დემოკრატიულ საფრანგეთში გაზრდილ სალომე ზურაბიშვილს არასდროს გაუპროტესტებია ჩემი უკანონო პატიმრობა და არ მოუთხოვია ე.წ. “პიჯაკების” საქმესთან დაკავშირებით, 2013 წლიდან საპრეზიდენტო […]

ჰეზბოლას ლიდერი ჰასან ნასრალა: ირანი ვალდებულია, პასუხი გასცეს ისრაელს

ლიბანური გასამხედროებული დაჯგუფება ჰეზბოლას ლიდერმა საიედ ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ ისრაელის ამასწინანდელი მოქმედებები არ ჩაივლის „ძლიერი და ეფექტიანი“ პასუხის გარეშე. ეს განცხადება მან გააკეთა მზარდი შიშის ფონზე, რომ რეგიონში ფართო მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი შეიძლება დაიწყოს. ჰეზბოლა შეერთებულ შტატებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თეირანი „ვალდებულია, პასუხი გასცეს და მტერი დიდი შიშის მდგომარეობაში იცდის,“ თქვა ჰასან ნასრალამ […]

მარიო რუი სამშობლოში აპირებს დაბრუნებას

AreaNapoli-ს ცნობით, 33 წლის პორტუგალიელი მცველი მარიო რუი “ნაპოლის” მწვრთნელს, ანტონიო კონტეს სამი დღით გაეთავისუფლა და როგორც ჩანს, გუნდში აღარ დაბრუნდება. კონტე მარიო რუის ადგილს ძირითად შემადგენლობაში ვერ ხედავს, რამეთუ მარცხენა მცველის პოზიციაზე ლეონარდო სპინაცოლასა და მატიას ოლივეირაზე ამყარებს იმედებს. მარიო რუი, სავარაუდოდ, სამშობლოში დაბრუნდება და კარიერის გასაგრძელებლად სამი კარგი ვარიანტი აქვს – “სპორტინგი”, “პორტუ” […]

„შემცირების მთავარი მიზეზი ინტერნეტის ღირებულების კლებაა“ – ადგილობრივი ინფლაცია 1.9%-მდე შემცირდა

ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთ ნარჩუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ივლისში ინფლაციამ 1.8% შეადგინა. ივნისთან შედარებით ფასებმა 0.4%-ით დაიკლო. მათივე ცნობით, მიზნობრივზე დაბალი ინფლაციის შენარჩუნებას ხელს უწყობს ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ფასების ცვლილების ტენდენციები. კერძოდ, ადგილობრივი ინფლაცია, რომელზეც გავლენას მეტწილად გრძელვადიანი ეკონომიკური ფაქტორები ახდენს, 2024 წლის დასაწყისიდან მიზნობრივ 3%-ზე დაბალი […]

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ვაშლიჯვარში გეოდინამიკური პირობები საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში სამშენებლო მოედნის მიმდებარედ გეოდინამიკური პირობების ადგილზე შეაფასეს. როგორც სააგენტოს განცხადებაში წერია, პროცესი საფრთხეს უქმნის მხოლოდ სამშენებლო მოედანს. „მიმდინარე წლის ივლისის თვეში ვაშლიჯვრის დასახლებაში (ბროწეულის ქ. 5) სამშენებლო მოედნის არეალში და მის მიმდებარედ ძველმეწყრულ ფერდობზე პროცესები გააქტიურდა. სპეციალისტების შეფასების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პროცესი ლოკალური გავრცელებისაა და საფრთხეს […]

ჯოზეფ ბორელი – 16 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს შორის ომი დაიწყო – საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბორელის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებისადმი ევროკავშირის ერთგულება ურყევია. განცხადებაში ბორელი აღნიშნავს, რომ რუსეთის წარმომადგენლობა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონებში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს. განცხადებაში საუბარია კონფლიქტით […]