ნატოს პრეს-სპიკერი: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რუსული ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოა

ნატოს პრეს-სპიკერმა ფარაჰ დაჰლალამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მიუხედავად რუსული 16-წლიანი ოკუპაციისა, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოა. „ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს ჯარი, რომელიც საქართველოში მისი ნებართვის გარეშეა განლაგებული. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, მიუხედავად 16-წლიანი რუსული ოკუპაციისა“, – დაწერა მან. მისი თქმით, ნატო სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
,, თუ ბიძინა ბუჩქებში დარჩება ვაია, თუ გამოვა ვუია…” – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი: ,,ცოტა ხანს დავასვენოთ ჩვენი ჟურნალისტები და მოსაზრებები ფბ-მონოლოგის რეჟიმში გადავიტანოთ. თუ ცოტა წინ გავიხედავთ და მოვლენების განვითარების ვარიანტების მოდელირებას მოვახდენთ, დავინახავთ, რომ პოლიტიკური ლოგიკა ბიძინას უბიძგებს პრეზიდენტის პოსტის დაკავებისკენ. ქართული ოცნება მოიგებს, თუ წააგებს არჩევნებს, ივანიშვილს ორივე შემთხვევაში სჭირდება მაღალი დონის პოლიტიკური იმუნიტეტი, რათა შეეცადოს დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება და კეთილდღეობა. პრეზიდენტობის შანსი […]
ნიგერი აფრიკის მეორე სახელმწიფოა, რომელმაც უკრაინასთან ურთიერთობა გაწყვიტა მალელ მეამბოხეთა შესახებ განცხადებების გამო

ნიგერის მმართველმა სამხედრო ხუნტამ გამოაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ კავშირს წყვეტს – რითიც გახდა აფრიკის მეორე სახელმწიფო, რომელმაც კიევთან ურთიერთობა შეწყვიტა უკრაინის ოფიციალური პირის განცხადებების გამო, რომელიც მეზობელ მალიში მეამბოხეების მხარდაჭერად იქნა აღქმული. ამ განცხადების ფონია რუსეთის მხრიდან საჰელის რეგიონში გავლენის გაფართოება, მხარდაჭერით იმ სამხედრო რეჟიმებისა, რომლებსაც უპირისპირდებიან სეპარატისტი და ისლამისტი მეამბოხეები. უკრაინას ჯერჯერობით განცხადება არ […]
აშშ-ში დააკავეს ეჭვმიტანილი, რომელიც პოლიტიკოსის მკვლელობას გეგმავდა

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წაუყენა პაკისტანის მოქალაქეს, სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულ პირს, ქვეყნის ტერიტორიაზე პოლიტიკური მკვლელობის მცდელობისთვის. გამოძიების ფედერალური ბიუროს წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მისი სამიზნე შესაძლოა ყოფილიყო აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სხვა მოქმედი და ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები. საუბარია 46 წლის ასიფ მერჩანტზე. ის 12 ივლისს დააკავეს აშშ-ის ტერიტორიის დატოვებისას. პროკურატურამ დაადგინა, რომ პაკისტანის […]
ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება

მეორე დღეა ბორჯომის ნაწილს წყალი არ მიეწოდება. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, კლიმატური პირობების გამო, გუშინ, 6 აგვისტოს წყალი აიმღვრა, რის გამოც მიწოდება შეაჩერეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის წყალი უკვე გაშვებულია ქსელში და დღის ბოლომდე, ეტაპობრივად აღდგება მთელი ქალაქის მასშტაბით. კომპანიის განცხადებით, შეფერხების განმავლობაში მოსახლეობას წყალი ცისტერნების საშუალებით მიეწოდებოდა.
2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა რუსეთს საქართველოს შესაძლო სამხედრო აგრესიაზე კონტრშეტევის გეგმა, დღეს კი, დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შემუშავდა

2008 წლის აგვისტომდე დიდი ხნით ადრე ჰქონდა რუსეთს საქართველოს შესაძლო სამხედრო აგრესიაზე კონტრშეტევის გეგმა, დღეს კი, დარწმუნებული ვარ, ეს გეგმა სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდთან ერთად შემუშავდა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ძალაშია ასევე კითხვები – როგორ დაიწყო, რატომ დაიწყო და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის […]
მიშა იბრძოდა არა საქართველოსთვის, არამედ ებრძოდა საქართველოს – სკამისთვის. ქართული ჯარი კი ყოველთვის იყო და არის საამაყო!

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, სააკაშვილი იბრძოდა არა ქვეყნისთვის, არამედ სკამისთვის. “ქართული ოცნების“ პოლიტიკა კი, ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, ეროვნული პოლიტიკის გატარებაა. „ვიცით, რუსეთი ოკუპანტია! პირადად მიშა, იბრძოდა არა საქართველოსთვის, […]
ComCom-მა მედიაწიგნიერების არჩევითი საგნის სწავლებაში 70 პედაგოგი გადაამზადა

ComCom-მა მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით, 70 მასწავლებელი პროექტის ფარგლებში შექმნილი სასწავლო მოდულით გადაამზადა. გადამზადებული პედაგოგები მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს მედიაწიგნიერების არჩევნით საგანს შეასწავლიან. საგნის არჩევის შემთხვევაში, უფროსკლასელები მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებას, დეზინფორმაციის სახეებს, ასევე მრავალფეროვანი ტექნიკის გამოყენებით, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისა და სიმართლის დადგენის მეთოდებს ერთი სემესტრის მანძილზე ისწავლიან. სემინარს […]
აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა

აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა. დღეს, საქართველოს ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს […]
ბადრი ჯაფარიძე – დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთი ჩვენ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის – უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა დედაქალაქისკენ

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის – ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო იმის გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისკენ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. […]