„ინფორმაცია, თითქოს შოვში სტიქია 2 საათით ადრე დაიწყო, კვლევების შედეგებს არ ეფუძნება“ – გარემოს ეროვნული სააგენტო

„ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს შოვში სტიქია 2 საათით ადრე დაიწყო, არ ეფუძნება კვლევების შედეგებს, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად შეგვიძლია შევაფასოთ“, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა განაცხადა. რამდენიმე დღის წინ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალები, რომელშიც აღნიშნულია, რომ […]
ევროკავშირის აეროპორტებში სითხეების ტრანსპორტირება კვლავ შეიზღუდება

ევროკავშირის აეროპორტებში კვლავ შეიზღუდება სითხეების ტრანსპორტირება. თითოეული კონტეინერის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მლ. წესი ძალაში 2024 წლის 1 სექტემბრიდან შევა. ხელბარგში სითხეების კონტეინერების მოცულობა არ აღემატებოდეს 100 მლ-ს. აღნიშნულ წებსდაემორჩილება ევროკავშირის ყველა ქვეყანა, ასევე ისლანდიას, შვეიცარიას და ნორვეგიას მოეთხოვებათ დაიცვან ეს წესი. ევროკომისიის წინა გადაწყვეტილებამ დაუშვა დიდი მოცულობის სითხეების გადაზიდვა. აეროპორტებმა სპეციალურად შეიძინეს ახალი […]
მეცოლა: ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერია

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, ევროპარლამენტი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი ურყევი მხარდამჭერია.
სახალხო დამცველი – სამწუხაროდ, 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი

სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს საუბარი ოკუპაციაზე, რაც მოქალაქეებისთვის, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის არის ნამდვილად დამანგრეველი,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გორაკასა და საკორინთლოში იმყოფებოდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიანი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. „სამწუხაროდ 16 წლის თავზე, ჩვენ ისევ გვიწევს […]
ნიკა მელია – ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი

ომის დაწყების თარიღი სადაო გახდა რუსული პროპაგანდის გამო, რომელსაც აწყობდა, რომ თარიღთან დაკავშირებით შემოეტანა სერიოზული დისონანსი – სამწუხაროა, რომ ამ დისონანსის გაღვივებაში, მათ შორის მედიასაშუალებებსაც თავიანთი წვლილი შეაქვთ, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მელიას განმარტებით, გულსატკენია ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის […]
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, გიორგი ბოტკოველმა და ლევან ბეჟაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მიაგეს

კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანმა გიორგი ბოტკოველმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის, ხსოვნას პატივი მიაგეს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა აღნიშნა, გიორგი ანწუხელიძე არის ქართული სახელმწიფოებრიობის და ქართული გმირობის სიმბოლო. „ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ მის ოჯახს, შვილებს, მეუღლეს. მე […]
ლევან ბეჟაშვილი – გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი

გვინდა პატივი მივაგოთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავგანწირვით საქართველოს მოუპოვეს მშვიდობა, დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ამავდროულად დღეს, საერთაშორისო საზოგადოება ბოდიშს უხდის საქართველოს 2008 წელს განვითარებული მოვლენების გამო და იმ შეფასებების გამო, რომელიც ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან იყო. „დღეს მძიმე დღე არის […]
ბანგლადეშის დროებით მთავრობას ნობელის პრემიის ლაურეატი იუნუსი უხელმძღვანელებს

ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამად იუნუსი უხელმძღვანელებს ბანგლადეშის დროებით მთავრობას, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, შეიხ ჰასინამ ქვეყანა დატოვა მასშტაბური ამბოხების პირობებში – რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა და სამხრეთ აზიის ეს სახელმწიფო ქაოსის პირას მიიყვანა. ეს გადაწყვეტილება 7 აგვისტოს, დილით გამოაცხადა ჯოინალ აბედინმა, ქვეყნის ნომინალური პრეზიდენტის, მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ სამხედრო ხელმძღვანელები, […]
ბადრი ჯაფარიძე – დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთი ჩვენ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის – უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა დედაქალაქისკენ

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველივე დღიდან, რუსეთის ფედერაცია, მისი პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ებრძვის – ჩვენი უახლოესი პარტნიორების მხარდაჭერა იყო იმის გარანტი, რომ რუსეთმა ვეღარ გააგრძელა წინსვლა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქისკენ, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხადა. ჯაფარიძის თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს. […]
ესტონეთის პრემიერი – 16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესია დაიწყო, უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება

16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესია დაიწყო, უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიხალის რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „16 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გაუმართლებელი სამხედრო აგრესია დაიწყო. უკანონო ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დარღვევა დღემდე გრძელდება. […]