უკრაინა: მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტს, მკაცრად ვგმობთ კრემლის აგრესიულ პოლიტიკას

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2008 წელის აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის საგარეო უწყება “მკაცრად გმობს” კრემლის აგრესიულ პოლიტიკას. “7 აგვისტოს სრულდება 16 წელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან, რის შედეგადაც რუსეთმა ასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლა, მოახდინა […]

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 24 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2024 წლის 24 აგვისტოს გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2024 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს (24 […]

არჩილ გორდულაძე სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე – მიხეილ სააკაშვილი აპროტესტებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და ეს პროტესტი სხვა არაფერია, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის, წინასაარჩევნოდ შეწყალების შესახებ

დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის, რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, შესაძლოა არსებობდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც სავარაუდოდ აპირებდა, წინასაარჩევნოდ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი. „საზოგადოებისთვის რომ იყოს კიდევ უფრო ნათელი, […]

უკრაინის საგარეო უწყება – უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს

უკრაინა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მხარს უჭერს და კრემლის აგრესიულ პოლიტიკას მკაცრად გმობს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „7 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიის დაწყებიდან 16 წელი შესრულდა, რომლის შედეგადაც, ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია განხორციელდა. რუსულმა ოკუპაციამ […]

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ – მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

საქართველომ ტოკიო-2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა. წინა ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს – ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავეები […]

“განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის ვარ” – ვინისიუს ჟუნიორი

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავმა ვინისიუს ჟუნიორმა მომავალი სეზონის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელის თქმით, მას იმაზე მეტი ტიტულის მოგება, გოლის გატანა და საგოლე პასის შესრულება სურს, ვიდრე ეს გასულ სეზონში მოახერხა. “მინდა უფრო მეტი ტიტული მოვიგო, ვიდრე გასულ წელს მოვახერხე, ასევე გავიტანო მეტი გოლი და შევასრულო კიდევ უფრო ბევრი საგოლე პასი. განვითარება უნდა გავაგრძელო, ჯერ მხოლოდ 24 წლის […]

16 წელი აგვისტოს ომიდან: საერთაშორისო გამოხმაურებები

დღეს, 7 აგვისტოს, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის 16 წლისთავს ეხმაურება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თავის განცხადებაში ხაზი გაუსვა ბლოკის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი. „7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან 16 წელი სრულდება. ევროკავშირის ერთგულება საქართველოში კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისადმი მტკიცეა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აგვისტოს ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ვინც კი ოდნავ ბრალეულობას აკისრებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას, ამით ის ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. „2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები […]

არჩილ გორდულაძე – დღეს ვნახეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაყენებული სახეებით ცრუ კამპანიის წარმოება – 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი გასამართლდებიან და მოუწევთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა

დღეს ვნახეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაყენებული სახეებით ცრუ კამპანიის წარმოება – 26 ოქტომბრის შემდეგ ისინი გასამართლდებიან და მოუწევთ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა როგორც აგვისტოს ომთან დაკავშირებულ ქმედებებზე, ასევე სხვა მოღალატეობრივ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ქართული ოცნების” დეპუტატმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ამბობს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო, უნდა ვნახოთ, როდის და […]

კურსკში განხორციელებულ თავდასხმებს პუტინი “მასშტაბურ პროვოკაციას” უწოდებს

კურსკში განხორციელებულ თავდასხმებს რუსეთის პრეზიდენტი “მასშტაბურ პროვოკაციას” უწოდებს. პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინული მხარე განურჩევლად ბომბავს ყველაფერს, მათ შორის, სამოქალაქო შენობებსაც. მისი თქმით, დღესვე ის ამ საკითხზე სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავს. „კიევის რეჟიმმა კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელა. ის განურჩევლად ისვრის სხვადასხვა ტიპის იარაღიდან, მათ შორის რაკეტებიდან, სამოქალაქო შენობებზე, საცხოვრებელ შენობებზე და სასწრაფო დახმარების მანქანაზე“, […]