პროფესიული უნარების სააგენტოს თანამშრომელი “პოლიტიკური შეხედულების” გამო მოხსნაზე საუბრობს

პროფესიული უნარების სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი კლეოპატრა ქარუმაშვილი წერს, რომ სააგენტოდან პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს. Facebook-ის პოსტში ქარუმაშვილი აღნიშნავს, რომ სააგენტოს ახალმა ხელმძღვანელმა ერთი თვის წინ “თანამდებობის დატოვება ურჩია” და საუბრის დროს მისი “პოლიტიკური მოსაზრებები” ახსენა. “2022 წელს პროფესიული უნარების სააგენტოს გუნდს შევუერთდი და ვემსახურე ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სფეროს, ყველაზე ძლიერ და პროფესიონალ გუნდთან ერთად. […]
პირველად, თარიღი – 7 აგვისტო, გაჩნდა “ნაცმოძრაობის” მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციაში, რომლითაც მათ ბეჭედი დაუსვეს ღალატს

წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღად ყველა 2008 წლის 8 აგვისტოს ასახელებდა. რამდენიმე წელია აგენტურულმა პარტიებმა საქართველოში და სამწუხაროდ არა მხოლოდ მათ, შეცვალეს პოზიციაც და თარიღიც – 2008 წლის 7 აგვისტო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, პირველად, თარიღი 7 აგვისტო, გაჩნდა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც ეწერა, რომ ქართულმა […]
,, მოჭიდავეებმა უნდა აირჩიონ ზონდერობა უნდათ თუ სპორტსმენობა” – შოთა დიღმელაშვილი

ოლიმპიადაზე მოჭიდავეების ასპარეზობას ეხმაურება სამოქალაქო აქტივისტი, შოთა დიღმელაშვილი: ,,ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში ასეთი ცუდი ოლიმპიადა ძნელი გასახსენებელია, რაც იმის პირდაპირი შედეგია, რომ ქართველი მოჭიდავეები საერთაშორისო სპორტული ასპარეზის ნაცვლად შიდა პოლიტიკურ გაწევ-გამოწევებში იჩენენ თავს. ჭიდაობის ფედერაცია წლებია, ძმები გეგეშიძეების ხელშია, კორცხელის თავდასხმის ფიგურანტების. გეგა გეგეშიძე შეიძლება იქიდან გახსოვდეთ, მოჭიდავე ზურა დათუნაშვილს თავში რკინა რომ ჩაარტყა მაყურებლის […]
“მოსახლეობის გაერთიანება იწყება აქ” – პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა, მან სოფელ ერგნეთში ომის მუზეუმი მოინახულა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას საზოგადოების ერთიანობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ადამიანებისთვის მომავალიც ევროპაშია. ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ სოფელი, სადაც ის იმყოფებოდა, ომის შემდეგ მთლიანად “უცხო აგენტების” ფულითაა აღდგენილი. პრეზიდენტმა გააკრიტიკა ქართული ოცნების პოლიტიკა ამ მიმართულებით და დასვა კონკრეტული შეკითხვები, […]
თურქეთი მონაწილეობას აპირებს ICJ-ში პალესტინელთა გენოციდის თაობაზე ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესში

7 აგვისტოს თურქეთი აპირებს, განაცხადი შეიტანოს გენოციდის შესახებ მიმდინარე სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე, რომელიც სამხრეთმა აფრიკამ აღძრა ისრაელის წინააღმდეგ ჰააგაში, გაეროს სასამართლო ორგანოში, მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში. თურქეთმა არაერთხელ გააკრიტიკა ისრაელი ღაზის სექტორის დაბომბვისთვის პალესტინელთა რადიკალური დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ომში (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ღიად დაუჭირა მხარი […]
ტრამპს თუ ექნება დაბრუნების შანსი, ის ზუსტად იქიდან გააგრძელებს, სადაც ოთხი წლის წინ შეჩერდა, ამჯერად ეს ბევრად უარესი იქნება – ტიმ ვოლცი

მინესოტის შტატის გუბერნატორმა, ტიმ ვოლცმა, რომელიც კამალა ჰარისმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა, დონალდ ტრამპს და ჯეიმს დევიდ ვენსს „შემზარავი ბიჭები“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ კამალა ჰარისის მიერ საპრეზიდენტო რბოლაში თავის პარტნიორად დასახელების შემდეგ, პირველი საჯარო გამოჩენისას ტიმ ვოლცმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატსა და მის მიერ დასახელებულ პარტნიორზე მკაცრი კრიტიკული განცხადება გააკეთა. „უბრალოდ უნდა ვთქვა. თქვენ იცით ეს. […]
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა”

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში განვითარებული მოვლენები უკრაინის მხრიდან “მასშტაბური პროვოკაციაა.” ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან გამართულ სხდომაზე განაცხადა. კერძოდ, პუტინის თქმით, კურსის ოლქში განვითარებული მოვლენები “მასშტაბური პროვოკაციაა” უკრაინის მხრიდან და ოლქში “განურჩეველი სროლა” მიდის იარაღის სხვადასხვა სახეობიდან, მათ შორის სარაკეტო იარაღიდან. “ჩვენი სხდომის შემდეგ მექნება შეხვედრა ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, […]
პრეზიდენტი – ოკუპაცია დავიწყებული არაა, ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! – საქართველო მყარად დარჩება ევროპულ გზაზე და მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს

ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ!, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომს. პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, საქართველო მტკიცედ აღუდგება დესტაბილიზაციის ნებისმიერ მცდელობებს. “აგვისტო ტრაგიკულ მოგონებას შეიცავს საქართველოს ისტორიისთვის. 16 წელი რუსეთის უკანასკნელი შემოჭრიდან, ოკუპაცია დავიწყებული არაა! ამას არასდროს მივეჩვევით და არასდროს მივიღებთ! საქართველო […]
ბაღების სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელები და თანამშრომლები, სამედიცინო უნივერსიტეტის ხუთ სხვადასხვა კლინიკაში განსაკუთრებული პირობებით ისარგებლებენ. დოკუმენტს საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმღვანელმა კახა აბულაძემ და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა მოაწერეს ხელი. „ახალი […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 აგვისტოს 13:00-დან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში მუხათწყარო, ლისი, თხინვალა (ორხევსშორის). მათივე ინფორმაციით, 17:00-დან 19:00 საათამდე ძაბვა შეუწყდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში, სოფლებში ჭართალი, წითლიანა, ლუთხუბი, მუგუდა, მენესო, წინა მხარი, ზანდუკი, მაქართა, წიფორი, ჩოხი და მიმდებარე სოფლებში. ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება […]