2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა

2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად ხელისუფლებში რომ ყოფილიყო „ქართული ოცნების“ მსგავსი პატრიოტული ხელისუფლება ომი არ იქნებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე მუხათგვერდის სასაფლაოზე იმყოფებოდა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ სამხედროებს პატივი მიაგეს. „2022 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში განმეორდებოდა 2008 წელი და პირიქით, 2008 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ ნაცვლად […]

პაატა მანჯგალაძე – დღეს მსოფლიოში, „ქართული ოცნების“ გარდა, უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული

დღეს მსოფლიოში უკვე არავინ აყენებს ეჭვქვეშ, რომ რუსეთი აგრესორია და ჩაიდინა ომის დანაშაული გარდა „ქართული ოცნებისა“ – სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და ინტერესს,- ამის შესახებ „ერთიანობას“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად ცდილობს, ბრალი დასდოს საქართველოს და იმდროინდელ ხელისუფლებას, რაც „ანტიქართული, […]

სვანეთში იმიტირებული სასამართლო პროცესი და კონფერენცია ჩატარდა

2 აგვისტოს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, მათი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდნენ მესტიაში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას, მათ შორის, უხუცესებს შეხვდნენ. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, მესტიის მაგისტრატ სასამართლოში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით. „ნაფიც მსაჯულებად მოწვეულნი იყვნენ ტრადიციულ სვანურ […]

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – […]

საშინელი ამბავი მაქვს.. ქუჩიდან წაყვანილი ნანა ბებო დილას, თავშესაფარში გარდაიცვალა – აკა სინჯიკაშვილი

საქველმოქმედო პროექტების ავტორი, ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „საშინელი ამბავი მაქვს .. ქუჩიდან წაყვანილი ნანა ბებო დილას, თავშესაფარში გარდაიცვალა. დილასვე გადმოვასვენეთ სარიტუალო დარბაზში და აქ ვყავართ. ყველასგან მიტოვებული და უარყოფილი. ალბათ გული იმიტომ არ მისკდება, რომ სხვებსაც ვჭირდები ჯერ. ეს ქალი ჩემი გული იყო მართლა, სიყვარულით და სიკეთით სავსე. სამი დღე ვიქნებით […]

თავდასხმის საფრთხის გამო, ვენაში გაუქმდა ტეილორ სვიფტის კონცერტები

ტეილორ სვიფტის “ერას ტურის” ფარგლებში დაგეგმილი უახლესი კონცერტები გაუქმდა. მიზეზი შესაძლო თავდასხმის რისკი გახდა. ამერიკელ მომღერალს შოუ ვენაში 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა ჩაეტარებინა. ერთი დღით ადრე, 7 აგვისტოს დააკავეს სავარაუდოდ ე.წ. ISIS-თან დაკავშირებული ორი მოქალაქე. მათგან ერთი 19 წლისაა. BBC ავრცელებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების საკითხებში ავსტრიის გენერალური დირექტორის განცხადებას. ფრანც რუფის ინფორმაციით, 19 წლის […]

კობახიძემ ჩამოთვალა 3 შესაძლო სამართლებრივი ფორმა აგვისტოს ომის გამოსაძიებლად

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების სამართლებრივი ფორმა შეიძლება იყოს პროკურატურისადმი ან საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა ან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. „შეიძლება ყველა ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული“, — განაცხადა კობახიძემ. „ქართულ ოცნებას“ დაანონსებული აქვს 2008 წლის აგვისტოს მოვლენების „სამართლებრივი შეფასება“ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სადაც თვითონ მოსარჩელე იქნება. „რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ ახლა, ამაზე პასუხი […]

შალვა პაპუაშვილი – დღეს ჩვენ ყველა ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს, არ უნდა დაგვავიწყდეს მშვიდობის სიმყიფე და პასუხისმგებლობა, რომელიც პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აქვს, რომ ქვეყანაში ომი არ დაუშვას

დღეს ჩვენ ვიხსენებთ აგვისტოს ომში დაღუპულ სამხედროებს და სამოქალაქო პირებს. დღეს ვიხსენებთ 16 წლის წინ, აგვისტოს იმ მძიმე დღეებს, რომელიც ყველამ ერთად განვიცადეთ – ჩვენი გმირი სამხედროები, რომლებიც ცეცხლის წინა ხაზზე იყვნენ, სამოქალაქო პირები, რომლებიც ომის ეპიცენტრში მოყვნენ და მთლიანი საქართველო, რომელიც განსაკუთრებით მძიმედ განიცდიდა იმ აგრესიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარეობდა, – განაცხადა მუხათგვერდის ძმათა […]

ირაკლი ჩიქოვანი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა ომისთვის – დღესაც რომ ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, ომის ქარცეცხლში ვიქნებოდით გახვეული

ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო თავი აერიდებინა იმ ესკალაციისთვის, იმ ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი – ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ეს პრაქტიკულად უკვე ნათელია,- ასე უპასუხა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კითხვას, რის გამოძიებას აპირებს ხელისუფლება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „ნაციონალური […]

პრემიერი – ყველა საერთაშორისო ინდექსის თანახმად, ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური გაუმჯობესება ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური საკითხები, თუ ნებისმიერი სხვა

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ყველაფერს ასევე, ადასტურებენ უცხოელი პარტნიორებიც. „რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე, ადასტურებენ ჩვენი […]