„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ორიგინალი წარმოების აალების სანთლებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას ყველა მოდელისთვის განკუთვნილი ქარხნული წარმოების, ორიგინალი აალების სანთლებზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, აალების სანთლების შეძენაზე დაწესებული სპეციალური შეთავაზებით, რომელიც მიმდინარე წლის 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება, მხოლოდ ფიზიკური პირები ისარგებლებენ. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, რომ აალების სისტემას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს […]

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით – პრემიერი

ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ფუნდამენტური პროგრესი აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მისივე თქმით, ამ ყველაფერს ასევე ადასტურებენ უცხოელი პარტნიორები. „რაც შეეხება ქვეყნის პროგრესს ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური განვითარება, თუ ნებისმიერი სხვა, ამას მოწმობს, ერთი მხრივ, შეჯერებული სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც ასევე […]

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით „სკუტერის დღე“ გაიმართა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით და სკუტ სკუტის ორგანიზებით „სკუტერის დღე“ გაიმართა. ღონისძიების მიზანი დაინტერესებული პირებისთვის ორბორბლიანი ტრანსპორტის ტარების სწავლებაა, რაც საბოლოოდ გადაადგილების კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიები აცხადებენ, „სკუტერის დღეები“ არის პროექტი, რომელიც მოიცავს სკუტერის ტარების უფასო გაკვეთილებს და ემსახურება სკუტერთან პირველი შეხების შიშის გადალახვას, ძირითად კითხვებზე პასუხების მიღებას, საბაზისო ცოდნის შეძენასა და გამბედაობის მოკრებას […]

უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება – „თეთრი სახლი ანაკლიაში“

“უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება”,- ამის შესახებ ანაკლიაში მდებარე ტურისტული ობიექტის “თეთრი სახლი ანაკლიაში“ დამფუძნებელმა, მარინა თოდუამ BM.GE-სთან ტურისტულ სეზონზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კურორტს ძირითადად ქართველები სტუმრობენ. რაც შეეხება უცხოელებს, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. „ძირითადად გვსტუმრობენ ქართველები, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. უცხოელები ძირითადად არიან რუსი, უკრაინელი და სომეხი ტურისტები, […]

“კონტეს ოცნება? – გიორგი მამარდაშვილი” – ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ქართველ მეკარეზე წერს

“ნაპოლის” ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “ვალენსიას” კარის დარაჯის, გიორგი მამარდაშვილის ყიდვაზე ოცნებობს, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯერარდო ფასანო სოციალურ ქსელში ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ნაპოლი” ამ ეტაპზე კეპა არისაბალაგას აკვირდება, თუმცა კონტესთვის მამარდაშვილი ოცნების ტრანსფერია. “აქამდეც ვამბობდით, რომ “ნაპოლი” კეპას ყურადღებით აკვირდება, შესაძლოა ესპანელი ოსიმენის გარიგების ნაწილიც გახდეს, ნიგერიელი “ჩელსის” მიაშურებს, ლუკაკუ და […]

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ამჯერად საბოლოო პასუხებს იპოვით და თავს გაცილებით უკეთ იგრძნობთ. მორიელი ხელსაყრელი დღეა სახლისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგებისა და ძველი პრობლემების გადაჭრისთვის. არ არის გამორიცხული სასიკეთო ცვლილებები პროფესიულ სფეროში და საინტერესო შეთავაზებები, რომლებიც ახალ პერსპექტივებს გაგიხსნით. დღის მეორე ნახევარი გპირდებათ ნაცნობობას, რომელიც შეიძლება რომანტიკული ისტორიის დასაწყისი გახდეს. ეს დღე ასევე ხელსაყრელია გაწყვეტილი კავშირების აღდგენისთვის. მშვილდოსანი ამ […]

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში – 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით – […]

მედვედევი „ჯერ კიდევ არსებული უკრაინის“ დაპყრობასაც მოითხოვს

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი მოითხოვს, რომ კურსკის ოლქზე უკრაინის „ტერორისტულ ოპერაციას“ მოჰყვეს „პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი“. დღეს, 8 აგვისტოს მედვედევმა ტელეგრამზე დაწერა, რომ „ამ მომენტიდან სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღიად ექსტერიტორიული ხასიათი“. რუსეთი, რომელიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვლიდან დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს, უკვე თავის „დაბრუნებულ ტერიტორიებად” […]

კობახიძე 2008 წელზე: მთავარია, „ნაცმოძრაობის“ ჩადენილი დანაშაული იყოს გამოძიებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აგვისტოს ომის 16-წლისთავზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა. პრემიერმა ჟურნალისტებთან კომენტარში ყურადღება გაამახვილა 2008 წელს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე. „’ნაცმოძრაობამ’ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლის თანახმადაც, სწორედ მათ დაიწყეს აგვისტოს ომი… მთავარი არის ის, რომ 2008 წლის დანაშაული, რომელიც ჩაიდინა სააკაშვილმა, ‘ნაციონალური მოძრაობის’ რეჟიმმა, იყოს ბოლომდე გამოძიებული“, – თქვა ირაკლი კობახიძემ. მას ჟურნალისტებმა […]

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა

ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ მიერ გამოქვეყნებული ხელისუფლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველოს წლიური შეფასება გაუმჯობესდა და შეფასების 100%-იანი სისტემით 90,3% დაიმსახურა. ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლების ინდექსი განიმარტება, როგორც ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მკვლელობებისა და წამებისგან თავისუფლება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო თავისუფლებებს […]