რუსეთმა კურსკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ რეგიონში გადაჰყავს დამატებითი ძალები, მათ შორის Grad-ის ტიპის სისტემები, არტილერია და ტანკები, იუწყება სააგენტო “ინტერფაქსი”. სახელმწიფო მედია კურსკში სამხედროების და დაჯავშნილი მანქანების გადასვლას აშუქებს, ამ შინაარსის მასალა სოციალური მედიითაც ვრცელდება. რუსეთის კურსკის რეგიონში საზღვრის მიღმიდან განხორციელებულ მოქმედებას აღწერენ ყველაზე მასშტაბურ დარტყმად რუსეთის ტერიტორიაზე მას მერე, რაც 2022 წლის […]
რუსეთის იერიშებს უკრაინაში 10 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 35 დაშავდა

რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებზე იერიშებს აგრძელებს. საჰაერო თავდასხმა მოხდა ქალაქ კოსტიანტინივკაზე, სადაც იერიშის დროს ერთ-ერთი ბომბი სასურსათო მაღაზიას დაეცა. აფეთქების შედეგად მაღაზიაში ცეცხლი გაჩნდა. ოფიციალური ინფორმაციით ამ დროისთვის დაღუპულია სულ მცირე, 10 ადამიანი, 35-მა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. უკრაინამ რუსეთის იერიში უკვე შეაფასა როგორც ტერორიზმი. „რუსი ტერორისტები თავს დაესხნენ სასურსათო მაღაზიას და ფოსტას. […]
“კარგი, ოღონდ მამაშენმა აღარ დამირეკოს!” – ალვარესისა და უმცროსი სიმეონეს სახალისო ამბავი

Marca-ს ინფორმაციით, დიეგო სიმეონემ ხულიან ალვარესი “ატლეტიკოში” გადასვლაზე მობილურზე საუბრით დაითანხმა. “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი მადრიდულ გუნდში 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა. ამ თანხას 20 მილიონის ბონუსიც შეიძლება დაემატოს. ამ ტრანსფერში გადამწყვეტი როლი “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა ითამაშა. კარიერის ესპანეთში გაგრძელებაზე ალვარესის დათანხმებას უმცროსი “ჩოლიტო”, ჯულიანო სიმეონეც ცდილობდა – ფეხბურთელები ერთად არგენტინის ოლიმპიურ ნაკრებში იმყოფებოდნენ. Marca-ს ცნობით, […]
სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს ხვდება. შეხვედრა ორბელიანების სასახლეში მიმდინარეობს. სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი დღეს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი შეხვდებიან საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის […]
ბორჯომის მერია – მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის თანახმად, განხორციელდა ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომები მოეწყო მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყო ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოწესრიგდა […]
ბაიდენი ზურაბიშვილს – „იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით“

„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და ამერიკელი ხალხის სახელით გამოვხატო პატივისცემა ქართველი ხალხის სულისკვეთების მიმართ, რუსეთის შემოჭრის და შემდგომში თქვენი ქვეყნის ერთი მეხუთედის ოკუპაციის 16 წლისთავზე“, – 7 აგვისტოთი დათარიღებული წერილში, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდზე აქვეყნებს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, სალომე ზურაბიშვილს რუსეთ-საქართველოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით წერს. „ამ დღეს ვიხსენებთ რუსეთის სასტიკი შემოჭრის […]
ოფიციალურად – დანი ოლმო “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა

ნახევარმცველი დანი ოლმო “ბარსელონამ” “ლაიფციგისგან” 55 მილიონ ევროდ შეიძინა, ექვსწლიანი კონტრაქტი გაუფორმა, მისი გამოსასყიდი ფასი კი 500 მილიონი იქნება. “ლაიფციგმა” ბონუსების სახით შეიძლება კიდევ 7 მილიონი ევრო მიიღოს. ოლმო გერმანულ გუნდში 2020 წლის იანვარში გადავიდა და მას შემდეგ კლუბში ყველა ტურნირზე 148 მატჩში 29 გოლი გაიტანა და 34 საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში დანის ანგარიშზე […]
“არ გააბრაზოთ უკრაინელები, ისინი ყოველთვის ბრუნდებიან და თავიანთ გზაზე ყველაფერს გაანადგურებენ” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია, სოციალურ ქსელში, 2022 წელს, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, წერდა: “ჯოჰარ დუდაევი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა “იჩკერიას” პრეზიდენტი უკრაინელებზე: “ყველაზე დიდი შეცდომა არის უკრაინელების უგულებელჰყოფა, მათი სუსტებად ჩათვლა, მათთვის წყენის მიყენება. არასოდეს გააბრაზოთ უკრაინელები, ისინი არასოდეს არიან ისეთი სუსტები, როგორებიც თქვენ შეიძლება მოგეჩვენონ. დაგიფაროთ ყოვლისშემძლე ალაჰმა უკრაინელები გააძევოთ ან რაიმე […]
“მამის არყის ნისიებს და ქმრის ბო@ების დავალიანებებს ისტუმრებთ, თქვენი ოჯახის სიწმინდე არ გაიშვას” – რას წერს მეგი გოცირიძე

ბოლოს ბლოკი კი ჩავთხლიშე იმ ცარიელ გოგრაში, მაგრამ იქამდე ცოტა გავერთე მასთან გაბაასებაში და ყველაფერი მივახალე, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ… ბავშვობის მეგობარია და აქამდე ბევრ რამეს ვუტარებდი, წეღან პიკი იყო და აღარ დავინდე სტატუსის ქვეშ, სადაც წერდა , მიშა ტრადიციებს ებრძოდა, ქართველობას გვართმევდა, ბიძინამ ოჯახის სიწმინდე გადაგვირჩინაო და ა.შ. ქალო, ბიძინა ახალი მოსული რომ იყო , […]
ნიკა ობოლაძე – პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს – როგორც ხე გაუხმა ივანიშვილს, ისე შეიძლება გაუხმეს ძალაუფლების ხეც

პრობლემაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი მმართველი, რომელიც დასდევს ხეებს. როგორც ხე გაუხმა ივანიშვილს, ისე შეიძლება გაუხმეს ძალაუფლების ხეც, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ. ნიკა ობოლაძის განცხადებით, არაადეკვატურია ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების დაბრუნებაზე. „ძალიან არაადეკვატურია ვინმეს დააბრალო ხის გახმობა და ისაუბრო ბაობაბების შემოტანაზე ქვეყანაში და არ ისაუბრო ემიგრანტების […]