მარნეულის მერია – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ, მერის პირველმა მოადგილემ როინ დეკანოიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს. „აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და […]
ანა დოლიძე – ჩვენი ამოცანაა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება

„ილიას გზა” – ამ სახელწოდებით, კოალიციამ – „ძლიერი საქართველო”, საარჩევნო გეგმის პრეზენტაცია გამართა. როგორც კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საარჩევნო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, მთავარი ამოცანა იქნება შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება. ,,ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა უახლოეს ისტორიაში, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისთვის. ჩვენი ამოცანაა შრომის დაფასება და სამართლიანი […]
შოვის სტიქიაზე ახალი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ლაშა სუხიშვილი საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი, ლაშა სუხიშვილი, საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს და კითხვები შოვის 2023 წლის სტიქიის კვლევის ახალი მასალების შესახებ დაუსვეს, რომელიც ინსტიტუტმა აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროვა. სატელიტური მონაცემების გაანალიზების შედეგად, ინსტიტუტი ამბობს, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს სტიქიამდელი მონაცემები განსხვავებულია წინა წლების მონაცემებისგან, რაც აჩვენებს, რომ სტიქიის კერა გამორჩეულად არასტაბილური იყო კლდეზვავის აქტიური […]
დაიღუპა 11, დაშავდა 37 ადამიანი – რუსეთმა კონსტანტინოვკაში სუპერმარკეტი დაბომბა

დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკაში რუსულმა ძალებმა სუპერმარკეტი დაბომბეს. უკრაინის ოფიციალუი სტრუქტურების ცნობით, მომხდარს შეეწირა 11 ადამიანის სიცოცხლე. 37 კი დაშავდა, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, მაღაზიები და ავტომობილებიც. „კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქი. რუმა ტერორისტებმა ჩვეულებრივი სუპერმაკეტი დაბომბეს. ნანგრევების ქვეშ ხალხია მოყოლილი. სამაშველო ოპერაცია გრძელდება და ყველაფერი გაკეთდება ხალხის გადასარჩენად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
კერხერის მტვერსასრუტები: ახალი სტანდარტი სისუფთავესა და ეფექტურობაში

წარმოგიდგენიათ მტვერსასრუტი, რომელიც არა უბრალოდ წმენდს, არამედ პროცესის აქტიური ასისტენტია? კერხერი, გერმანული ხარისხის სინონიმი, სწორედ ასეთ აპარატებს ქმნის. კერხერის უახლესი მტვერსასრუტები თანამედროვე ტექნოლოგიების პროგრესის ნათელი მაგალითია, რომლებიც გათვლილია შეცვალოს წარმოდგენა იმაზე, თუ რა არის ეფექტური წმენდა. კერხერის მტვერსასრუტების კატალოგი გათვლილია პოტენციური საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებაზე. მშრალი წმენდის მტვერსასრუტი მულტი-ციკლონური სისტემით უზრუნველყოფს ისეთ შეწოვის სიმძლავრეს, რომ სახლის […]
ხანგრძლივი შხაპი, სუფთა წყალი და ძლიერი ჩახუტება – ალსუ კურმაშევა ეგუება თავისუფლებას რუსული ციხის შემდეგ

ცივი ომის შემდეგ რუსეთსა და დასავლეთს შორის პატიმართა ყველაზე დიდ გაცვლაში აღმოჩნდა ალსუ კურმაშევა, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. 2024 წლის ივლისში მას ბრალად წაუყენეს „რუსეთის არმიის შესახებ ფეიკების“ გავრცელება და 6.5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ალსუ კურმაშევა, რუსეთისა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, რუსეთის ხელისუფლებამ 2023 ზაფხულში დააკავა, როდესაც ის ნათესავებს სტუმრობდა რუსეთის ქალაქ […]
რეალური მიზეზი, თუ რატომ იყო ამოთხრილი ბაობაბები 2 წელი კენიაში გაჩერებული

შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის ადმინისტრაცია 8 ბაობაბის გახმობაში ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ მათი “ცრუ დასმენებისა და ყალბი ალარმისტული საჩივრების” გამო პროვოცირებული სამართლებრივი პროცესების შედეგად კენიაში ხეებს ამოთხრილ მდგომარეობაში ყოფნა თითქმის ორი წლის განმავლობაში მოუწიათ, რამაც მოგვიანებით ისინი გაახმო. სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები კენიაში მართლაც თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა რეალურად ამის მიზეზი არა […]
ქარელში, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა” ოფისი გაიხსნა

ქარელში, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ოფისი გაიხსნა. როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ ქარელში შტაბის გახსნისას განაცხადა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად ქარელის ტყის უკანონო ჭრა არის მთავარი პრობლემა. მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ ტყეები გადაეცეს ქარელის მცხოვრებლებს, რაც „ავტოკრატიული რეჟიმი ჩამოიშლება და […]
პროკურატურამ სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს, საიდანაც ერთი სამართალდამცველია, ბრალდება დაუმძიმა

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, პროკურატურამ ორივე მათგანს დაზუსტებული ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მესამე ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის ჯგუფურად, განზრახ მძიმე, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 […]
მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოქტომბერში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პუტინი თუ ჩავა, მას არ დააპატიმრებს

მექსიკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოქტომბერში ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაზე პუტინი თუ ჩავა, მას არ დააპატიმრებს. როგორც „როიტერი“ წერს, მექსიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა უარყო უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა, დაეპატიმრებინათ პუტინი. „ჩვენ ამას ვერ გავაკეთებთ, ეს არაა ჩვენი საქმე“, – განაცხადა ობრადორმა. ცნობისთვის, 8 აგვისტოს უკრაინის საელჩომ მექსიკაში გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც თხოვნით მიმართავს […]