რა ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-მოვლა-პატრონობის მხრივ ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ. ამის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითია ახლახანს მომხდარი “შავი არქეოლოგიის” ფაქტი ოჩამჩირის რაიონში, სადაც მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, – ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში და კერძოდ, აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და […]

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა – ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა ფინალში საფრანგეთი 5:3 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ენცო მილმა გახსნა, გატანილი გოლიდან 7 წუთში ფერმინ ლოპესმა სხვაობა აღადგინა, 25-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და “ფურია როხა” წინ გაიყვანა. 28-ე წუთზე ალექს ბაენამ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთმადე გაზარდა. მეორე ტაიმში ტიერი ანრის გაწვრთნილმა გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა, 79-ე წუთზე […]

გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადის ფინალშია

თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (125 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ფინალში გავიდა. პეტრიაშვილმა ნახევარფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე გიორგი მეშვილდიშვილი 7:0 დაამარცხა. გენო პეტრიაშვილი ხვალ, ფინალში ირანელ ამირ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდება.

ბრაზილიაში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბრაზილიის ქალაქ სან-პაულუსთან სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც 62 ადამიანი იმყოფებოდა. ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ღონისძიებაზე განაცხადა. „მინდა ყველა ფეხზე წამოდგეთ, რათა წუთიერი დუმილი გამოვხატოთ, ვინაიდან ამ წუთებში თვითმფრინავი ჩამოვარდა ქალაქ ვინიედაში, სან-პაულუში, რომელშიც 58 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ყველა დაიღუპა“, – განაცხადა ლულამ. ბრაზილიის სამაშველო […]

კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა

რუსეთის ფედერაციის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა უკრაინის მოსაზღვრე სამ – კურსკის, ბრიანსკის და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოაცხადა. უწყების ცნობით, ამის მიზეზი „უკრაინის მხრიდან დივერსიულ-ტერორისტული საფრთხის დონის ზრდაა“. „მედუზა“ აღნიშნავს, რომ ამ რეჟიმის გამოცხადება ხელისუფლებას და ძალოვნებს კანონიერად აძლევს უფლებას, ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელონ, გააჩერონ ავტომობილები, გამორთონ კომუნიკაციის საშუალებები და აკონტროლონ სატელეფონი საუბრები. ასევე, ძალოვნებს შეუძლიათ, […]

“ნაპოლი” სეზონს თასის მატჩით და პრობლემით იწყებს – სავარაუდო შემადგენლობა ცნობილია

“ნაპოლი” დღეს სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს – თასზე სერია B-ს “მოდენას” უმასპინძლებს. მიუხედავად ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში “ჟირონასთან” 0:2 დამარცხებისა, გულშემატკივრები იმედგაცრუებული არ არიან, Il Mattino-ს ცნობით, ყველა ბილეთი გაყიდულია და სტადიონზე საყვარელ გუნდს 50 000 გულშემატკივარი დაუჭერს მხარს. ისევ არ ითამაშებს ვიქტორ ოსიმენი, რომელიც საწვრთნელ ბაზაზე იმყოფებოდა, მაგრამ გუნდთან ერთად ავტობუსით კი არა, არამედ […]

დე ხეამ “ფიორენტინასთან” გააფორმა კონტრაქტი

ესპანეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, 33 წლის დავიდ დე ხეა “ფიორენტინას” ფეხბურთელი გახდა, – იტყობინება ფლორენციული კლუბი. დე ხეას 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს და 12 აგვისტოს პრეზენტაციას მოუწყობენ. მან ბოლოს “მანჩესტერში” 2023 წლის ივნისში ითამაშა და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.

ბრაზილიაში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 62 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლულა და სილვამ განაცხადა, რომ სან-პაულუს შტატში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ბორტზე მყოფი 62-ვე ადამიანი დაიღუპა. „ძალიან სამწუხარო ამბავი. ჩემი სოლიდარობა დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, – აღნიშნა ლულა და სილვამ.

„ხილი არ არსებობს, რომლისგან დამზადებული საპონიც არ გვაქვს“ – როგორია მოთხოვნა “კუმპიტოს” პროდუქციაზე?

„ხილი არ არსებობს, რომლისგან დამზადებული საპონიც არ გვაქვს“, – ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანია “კუმპიტოს” დამფუძნებელმა, ნინო გუნიამ განაცხადა. „კუმპიტო“ ქართული ხელნაკეთი საპნებისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდია, რომელიც ბაზარზე 2020 წლიდან გამოჩნდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, პროდუქცია სრულად ნატურალური, საკვები ინგრედიენტებისგან მზადდება და განსაკუთრებით ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, “კუმპიტო” სარეალიზაციოდ ძირითადად […]

14-მდე გაიზარდა უკრაინაში სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი

14 ადამიანამდე გაიზარდა დონეცკის რეგიონის ქალაქ კონსტანტინოვკაში, სუპერმარკეტზე რუსეთის თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი – აცხადებს რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ დაჭრილია კიდევ 43 პირი. ვადიმ ფილაშკინის ცნობით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია და ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ფილაშკინი აცხადებდა, რომ თავდასხმისას გამოყენებული იყო Kh-38-ის ტიპის რაკეტა. “ეს არის კიდევ ერთი მიზანმიმართული დარტყმა ხალხის თავშეყრის […]