რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა

რუსეთის ხელისუფლებამ სამ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია-ნოვოსტი“ ავრცელებს. კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი რუსეთის ხელისუფლებამ დღეს ღამით, ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში დააწესა. „ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდის გამო კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი იქნა შემოღებული“, – წერს რუსული გამოცემა. შეგახსენებთ, 6 აგვისტოს რუსულმა მხარემ კურსკის ოლქში […]

WhatsApp-ის ჩასანაცვლებლად რუსეთი “ეროვნულ მესენჯერს” ქმნის

რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ ავრცელებენ. მედია ამტკიცებს, რომ კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს. რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რეგიონების თავზე 32 დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის რეგიონების თავზე 32 დრონი ჩამოაგდეს. „კიევის რეჟიმი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას ცდილობდა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 32 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 26 დრონი კურსკის ოლქის თავზე, ხოლო 6 იაროსლავლის ოლქში გაანადგურეს.

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს

ასოციაცია „ევროპის დროით“ ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით გთავაზობთ ყოველთვიურ შრომის ბიულეტენს. აგვისტო, 2024 ცვლაში მუშაობა სამუშაო დროის სპეციალური და სპეციფიკური ასპექტია. იგი ინდივიდუალურად და განსხვავებულად რეგულირდება, ვიდრე ნორმირებული სამუშაო დრო. ცვლაში მუშაობა ნიშნავს სამუშაოს დროის ორგანიზების ისეთ მეთოდს, როდესაც დასაქმებულები ერთმანეთს ენაცვლებიან ერთიდაიმავე სამუშაო ადგილას როტაციულად (განგრძობადად და უწყვეტად). საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ცვლაში მუშაობა […]

მამუკა ხაზარაძე – „ილიას გზა“ უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი – ჩვენი მეგობრები დაგვეხმარებიან, როცა ნათლად დაინახავენ, როგორ ვირჯებით აღორძინებისა და გამარჯვებისთვის

უნდა ამოვიცნოთ ჩვენი თავი, კარგად ჩავუღრმავდეთ და ვიპოვოთ ის, რისი კეთებაც შეგვიძლია, ან რაშიც ვიქნებით კონკურენტუნარიანები მსოფლიო მასშტაბით – ილიასეული გადააზრებაა საჭირო იმისა, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება, შრომა და მოღვაწეობა – „ილიას გზა“ უნდა გახდეს ჩვენი ერის აღორძინებისა და გაძლიერების საწინდარი,- ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ „ფეისბუქზე“ დაწერა. როგორც ის აცხადებს, საქართველოს დღეს, […]

ბორჯომში ავტობაზის ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

მესხეთის ქუჩაზე არსებული ავტობაზის ტერიტორიაზე მდებარე შენობისა და ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც კომერსანტს, ბორჯომის მერიიდან აცნობეს, პროექტის თანახმად, განხორციელდა ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომები მოეწყო მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდა ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. ამასთან, მოეწყო ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა და მოწესრიგდა კანალიზაციის ქსელი. სარეაბილიტაციო […]

რუსეთში Signal-ი დაიბლოკა

რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა „სიგნალი“ დაიბლოკა. „როსკომნადზორის“ განმარტებით, აპლიკაცია რუსეთში კანონდარღვევისთვის დაიბლოკა. “საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე წვდომა შეიზღუდა რუსული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გათვალისწინებით, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის აპლიკაციის გამოყენებას შეუშალოს ხელი”, – წერია როსკომნადზორის პრესრელიზში. გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენება შეზღუდვის მიუხედავად VPN-ით შეიძლება ან ბლოკისთვის თავის ასარიდებლად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე. Signal-ი […]

მორიგი “შავი არქეოლოგიის” ფაქტი ოჩამჩირეში – მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, – „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“.

ოკუპირებულ აფხაზეთში კვლავ სავალალო ვითარებაა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და მოვლა-პატრონობის მხრივ. ამის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითია ახლახანს მომხდარი “შავი არქეოლოგიის” ფაქტი ოჩამჩირის რაიონში, სადაც მერკულის ნაქალაქარი გაძარცვეს, – ამის შესახებ განცხადებას „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ რეგიონებში და კერძოდ, აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და […]

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი“ სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ღაზის სექტორის ქალაქ დარაჯის რაიონში მდებარე ალ-ტაბაინის სკოლაში, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებდა, „ჰამასის“ მებრძოლები იმალებოდნენ და ისრაელის თავდაცვის ძალებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ თავდასხმებს გეგმავდნენ. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად […]

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

აშშ უკრაინას 125 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს. სამხედრო დახმარების პაკეტი HIMARS-ის სისტემებისთვის საბრძოლო მასალას, 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს, Stinger-ის ტიპის რაკეტებს, Javelin-ისა და AT-4-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებსა და TOW-ს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს მოიცავს. „აშშ ალიანსის 50-მდე წევრ ქვეყანასთან და პარტნიორთან მუშაობას გააგრძელებს, რათა […]