კობა კობალაძე ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან და სამსახურის პასუხისმგებელ თანამდებობის პირებთან ერთად, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს შეხვდა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, უწყების ხელმძღვანელმა, ვეტერანებს პრეზენტაცია წარუდგინა და დეტალურად გააცნო სამსახურის სტრატეგიული გეგმები, ამოცანები, ის სოციალური და ჯანდაცვის პროექტები, რომლებსაც სამსახური, სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ […]

მამაკაცს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციას თავს დაესხა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

მამაკაცს, რომელიც კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციას თავს დაესხა, 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, კალიფორნიელი დევიდ ნიკოლას დემპსი 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შტურმის დროს პოლიციელების წინააღმდეგ ფლაგშტოკებს, წიწაკის სპრეისა და სხვა იმპროვიზებულ საშუალებებს იყენებდა. პროკურორების განცხადებით, დემპსი კაპიტოლიუმზე შტურმის დროს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო და […]

“ის (კვლავ) აქ არის” – დღეს გია ყანჩელი 89 წლის გახდებოდა

ლეგენდარული ქართველი მაესტრო, არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო კინომუსიკის კორიფე, კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 89 წლის გახდებოდა. “ყვითელი ფოთლები… ის აქ არის… საით მიდიხარ”… უსასრულოდ შეიძლება იმ სიის გაგრძელება, რომლითაც კომპოზიტორმა მსმენელს თავი შეაყვარა და საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სიტყვა თქვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. ღირსების ორდენი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, პრიზი “ნიკა”, კინომუსიკისთვის, […]

“ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც “ნაცმოძრაობის” თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა” – კალაძე ბაობაბებზე

“ხეები იყო განთავსებული პარკში, თუმცა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც “ნაცმოძრაობის” თაოსნობით გაკეთდა, მათი საჩივრებით, პრობლემები შეიქმნა” – კალაძე ბაობაბებზე ხე­ე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი პარკში, თუმ­ცა იმ გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც კო­ლექ­ტი­უ­რი „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თა­ოს­ნო­ბით იქნა გა­კე­თე­ბუ­ლი, სა­ჩივ­რე­ბით და ა.შ. შე­იქ­მნა ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მე­ბი – ზო­გა­დად, კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ არის ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, – ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი […]

საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს – კალაძე აგვისტოს ომის გამოძიებაზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიება მნიშვნელოვანია, რადგან მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ 16 წლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სიმართლე უნდა იცოდეს. ამის შესახებ მან აგვისტოს ომის გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ იცოდეს თუ ვინ იდგა და ვისი დაკვეთით განვითარდა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები. „გამოძიების მიზანი […]

ალგეთის 4 სოფელში გზის რეაბილიტაცია 1.4 მლნ. ლარი ჯდება

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აზიზქენდში, შიდა გზების მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც მარნეულის მერიიდან “კომერსანტს” აცნობეს, შიდა გზებს რეაბილიტაცია უტარდება ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ შემდეგ სოფლებში: საბირქენდში, აზიზქენდში, თაზაქენდსა და გაჯისაქენდში, უწყების ცნობით, ეს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 478 990 ლარია.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ფინანსდება ფესტივალი – კალაძე “დემ.ფესტზე”

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, „დემოკრატიის ფესტივალი“ რეალურად წინასაარჩევნო კამპანიაა და ამიტომ, ფიქრობს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა დაიბაროს იმ ქვეყნის ელჩი, საიდანაც ფესტივალი ფინანსდება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არავითარი ზღვარი არ არსებობს. „დემოკრატიის ფესტივალი“ შეფუთულია დემოკრატიის ფესტივალად. უბრალოდ, სახელი დაარქვეს. რეალურად, […]

მარანში კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის 4 755 611 ლარი გამოყო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, სოფელ მარნის კულტურის სახლის საბოლოო ეტაპის სარესტავრაციო სამუშაოები არქიტექტორ-რესტავრატორებისა და კონსტრუქტორების ზედამხედველობით დასკვნით ეტაპზეა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სრულდება ფასადების რეაბილიტაცია და აქტიურად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები; მხატვრობის, დეკორატიული ორნამენტებისა და სხვა ღირებული ელემენტების საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოები; პარალელურად კი გრძელდება ნაგებობის ტექნიკური აღჭურვა და ტერიტორიის კეთილმოწყობა. სამუშაოების […]

აბორტის საკითხის გამო პოლონეთის მთავრობაში კრიზისია

პოლონეთის მთავრობაში კრიზისი შეიქმნა. მმართველ კოალიციაში შემავალმა „სახალხო პარტიამ“, ოპოზიციის მსგავსად, სეიმში ხმა არ მისცა აბორტის ლიბერალიზაციას, რასაც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კაბინეტში შემავალი დანარჩენი პარტიები ითხოვდნენ. ზოგიერთი პოლიტოლოგი ვარაუდობს, რომ ბოლოდროინდელმა უთანხმოებამ შეიძლება ეს შედარებით ნაკლებად გავლენიანი კოალიციური პარტნიორი მთავრობის მიღმა დატოვოს. თუმცა, თავად პოლიტიკოსები მსგავს სცენარს გამორიცხავენ. ზაფხულის ერთ-ერთი საკვანძო კენჭისყრის დროს, პოლონეთის „სახალხო […]

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დაასრულებს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ფიცის დადებამდე უკრაინაში ომს დაასრულებს. “ბრეით-ბართთან” ინტერვიუში აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას აპირებს. “ისინი ანადგურებენ მსოფლიოს გარკვეული ნაწილის სტრუქტურას. მე მსურს, რომ ეს იყოს მოლაპარაკების შედეგი და რომ ეს გაკეთდეს,” – განაცხადა დონალდ ტრამპმა. აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, […]