პრემიერი: სენატორ შაჰინთან და კონგრესმენ ტერნერთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღვნიშნე მზადყოფნა ურთიერთობების გადატვირთვისთვის

საინტერესო შეხვედრა მქონდა აშშ სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს. კობახიძის თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოითქვა მზადყოფნა ქვეყნებს შორის ურთიერთობების განახლებისა და გადატვირთვისთვის. „კიდევ ერთხელ აღვნიშნე საქართველოს მზადყოფნა ჩვენი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განახლებისა და გადატვირთვისთვის, რათა […]
ღაზის სექტორში სკოლაზე ისრაელის საჰაერო იერიშს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორში მდებარე სკოლაზე ისრაელის საჰაერო იერიშს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს ღაზის სექტორის ხელისუფლებაზე დაყრდნობით, რომელსაც აკონტროლებს დაჯგუფება ჰამასი (აშშ-სა და ევროკავშირში ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ისრაელმა სკოლის შენობაზე თავდასხმა აღიარა და განაცხადა, რომ მასში განთავსებული იყო ჰამასის სამეთაურო ცენტრი. ისრაელი ჯგუფს ადანაშაულებს ლტოლვილების სიკვდილში და მას […]
შვეიცარიაში მყინვარები სწრაფად დნება

ვირუსულად გავრცელდა შვეიცარიაში დასასვენებლად მყოფი ბრიტანელი წყვილის ფოტოები, რომლებშიც ასახულია მყინვარების დნობის შედეგი. დუნკან პორტერი, პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი და მისი მეუღლე, ჰელენი, მედდა ბრისტოლიდან, პირველად რონის მყინვარს 2009 წლის აგვისტოში ეწვივნენ და თავიანთი მოგზაურობა ფირზეც აღბეჭდეს. ისინი 15 წლის შემდეგ ისევ ჩამოვიდნენ თავიანთ მოზარდ შვილებთან ერთად, რათა იმავე ადგილას გადაეღოთ ფოტოები, თუმცა ამჯერად მკვეთრად განსხვავებული […]
ავარია ვაკეში – ჭავჭავაძეზე ერთმანეთს ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს #351 სამგზავრო ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
რა ტიპის ღვინოები მოსწონთ მილენიალებს და ჯენ-ზის – კვლევა

ჯენ-ზი თაობა უპირატესობას დაბალ-ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებს, მილენიალების და ჯენ-ზი თაობა მეტ ინტერესს იჩენენ ახალი, საინტერესო ღვინოების მიმართ – ასეთი დასკვნა TBC Capital-მა ღვინის სექტორის 2023 წლის კვლევით კეთდება. ორაგანიზაციამ ქართული მეღვინეობის ტენდენციებსა და მოლოდინებზე კვლევა გაასაჯაროვა, რომლის თანახმად გასულ წელს მსოფლიოში ღვინის წარმოება 7%-ით, მოხმარება კი 2,6%-ით შემცირდა. კვლევა აჩვენებს, რომ კლიმატის ცვლილება ღვინის ინდუსტრიას […]
ქორწინება ცნობილი პოლიტიკოსის შვილზე და რომანტიკული კადრები საფრანგეთიდან – ვინ არის ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილის რჩეული – Marao

2024 წლის 15 ივნისს ცნობილი ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გეგუჩაძემ მეგობრებს სასიამოვნო სიახლე გაუზიარა და ნიშნობის ფოტოები გამოაქვეყნა. მაშინ მკითხველმა წყვილის ფოტოები და კადრები ნიშნობიდან Marao.ge-ზე იხილა, თუმცა არც მარიამი და არც მისი ოჯახის წევრები საჯაროდ ამ თემაზე არ საუბრობდნენ. როგორც ambebi.ge წერს, მარიამ გეგუჩაძის რჩეული პოლიტიკოსის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის […]
“განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები” – შაჰინი და ტერნერი თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ამერიკელ სენატორს, ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევებს. ასევე, საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს. შეხვედრას ესწრებოდა აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები. თავდაცვის სამინისტრომდე შაჰინი და ტერნერი მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ. […]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სენატორ შაჰინსა და კონგრესმენ ტერნერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ურთიერთობების გადატვირთვისა და გაჯანსაღების აუცილებლობას და ამისთვის ქართული მხარის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება ამერიკის შეერთებული შტატების სანდო […]
9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
მთაწმინდის რაიონში, 9 აპრილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. „პროექტის ფარგლებში, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციები შეიცვალა. იცით, რომ სამომავლოდ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულება მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ტროტუარები მოწესრიგდა, გაფართოვდა, დამონტაჟდა ლედ სანათები, ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა“, – განაცხადა კახა კალაძემ. სარეაბილიტაციო სამუშაოები, […]
მკვლელობა გურიაში – პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა

მკვლელობა გურიაში – პოლიციამ 38 წლის მამაკაცი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული დ.ტ.განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1958 წელს დაბადებულ თ.ს.- […]