საქართველოს აქვს შანსი ოცეულში დაიმკვიდროს ადგილი – პრემიერი ოლიმპიურ შედეგებს აჯამებს

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ლაშა ტალახაძეს ის არის უკვე შემდგარი ლეგენდა, განსაკუთრებულად გაგვიხარდა გენოს გამარჯვება, მან დამსახურებულად და ღირსეულად მოიგო ოლიმპიური ოქრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს შინდისში განუცხადა.
კობახიძის განცხადებით, შაჰინსა და ტერნერს შეხვედრაზე რუსული კანონი არ უხსენებიათ

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვედრაზე რუსული კანონი “არ უხსენებიათ.” “მე მქონდა შეხვედრა სენატორთან, კონგრესმენთან, აღნიშნულ შეხვედრას ამერიკის ელჩი ესწრებოდა. ეს იყო ძალიან გულწრფელი საუბარი. ერთ საინტერესო დეტალი ის არის, რომ არც სენატორს, არც კონგრესმენს, არც ელჩს, ამ შეხვედრაზე “გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საერთოდ არ უხსენებიათ”, – განაცხადა […]
თავდაცვის მინისტრი – ყურადღებით ვაკვირდებით მდგომარეობას, რაც ფრონტის ხაზზეა, უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია რეგიონში მშვიდობა იყოს – უკრაინელ ძმებს და დებს ვუსურვებთ, ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია რეგიონში მშვიდობა იყოს – უკრაინელ ძმებს და დებს ვუსურვებთ, რომ მათი ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, ყურადღებით აკვირდებიან იმ მდგომარეობას, რაც ფრონტის ხაზზეა. „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ მდგომარეობას, რაც ფრონტის ხაზზეა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესია რეგიონში მშვიდობა იყოს. რა თქმა უნდა, უკრაინელ […]
პრემიერი – „ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო -„ნაცმოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთ აზრზე არიან, დანარჩენს გამოძიება დაადგენს

„ნაცმოძრაობამ“ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც ჩაიწერა, რომ ომი სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა დაიწყო – ამ მოსაზრებას იზიარებს „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ აზრზე არიან და დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“. „რაც შეეხება „ნაცმოძრაობის“ დანაშაულს, რაზეც დღემდე […]
ირაკლი ჩიქოვანი – ამერიკულ დელეგაციასთან გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება, რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ

მე გამოვხატე ჩემი გულისტკივილი და გაკვირვება იმასთან დაკავშირებით რომ „ღირსეული პარტნიორი 2024“ გადაიდო, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ მზადებას იმისთვის, რომ 2025 წელს საერთაშორისო წვრთნები ჩავატაროთ, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის სამინისტროში სენატორების ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საუბარი შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროში არსებულ თანამშრომლობაზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა და იმ პოზიტიურ შედეგებზე, […]
პრემიერი – ვფიქრობთ, ოლიმპიადის პრიზიორები უნდა დაჯილდოვდნენ ღირსების ორდენით, ხოლო ოლიმპიური ჩემპიონები გამარჯვების ორდენით

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქართველი სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიური თამაშების პრიზიორები გახდნენ, ღირსების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ირაკლი კობახიძის თქმით, ისინი გამარჯვების ორდენით უნდა დაჯილდოვდნენ. პრემიერის განმარტებით, მათ ამის თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარესთანაც ჰქონდათ კონსულტაციები და მალე ოფიციალური წარდგინებაც იქნება. „გუშინდელ დღე თითოეული ქართველისთვის, თითოეული გულშემატკივრისთვის უბედნიერესი იყო. 2 ოქროს მედალი და არაჩვეულებრივი […]
ირაკლი ჩიქოვანი – ეს არა დემოკრატიის ფესტივალი, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია

ეს არა „დემოკრატიის ფესტივალი“, არამედ ავტორიტარიზმის ფესტივალია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, „დემოკრატიის ფესტივალთან” დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „ჩემთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის, იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაა, კრიმინალის, რომელმაც არაერთი კრიმინალი ჩაიდინა, საკუთარ სამშობლოს და მოქალაქეებს დაუპირისპირდა და სადაც ის პარტიები არიან წარმოდგენილები, რომლებიც დაფინანსებულები არიან ჯარისთვის მოპარული ფულით, კეზერაშვილის დაფინანსებულ […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერმა, უკრაინას ტერიტორიული მთლიანობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი უსურვა. “ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ დამყარდეს მშვიდობა ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება უკრაინას, უკრაინას ვუსურვებ ტერიტორიულ მთლიანობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს”, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ჩიქოვანი – ჩვენი სურვილია, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და პოზიტიური მიმართულებით წავიდეს – ასევე, მნიშვნელოვანია, გადაიტვირთოს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობები გაუმჯობესდეს და პოზიტიური მიმართულებით წავიდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ ურთიერთობები გადატვირთვას საჭიროებს, რამაც საბოლოოდ, კიდევ უფრო უნდა განამტკიცოს თანამშრომლობა. “ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, არის დინამიკა, რომელიც პრობლემატურია. ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც პრემიერ-მინისტრმა გიპასუხათ, საუბარი იყო. ასევე, გაზიარება იმ პოზიციის იყო, რომელიც ჩვენ გვქონდა. […]
ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, რაც იმედგაცრუებას იწვევს – ჯინ შაჰინი

სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა შეხვედრაზე. სენატორი აღნიშნულს იმედგამაცრუებელს უწოდებს. „მოვითხოვეთ ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა. მან უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე, მაგრამ ყველაფრის საფუძველზე, რაც ჩვენ აქ მოვისმინეთ, იგი არის ძირითადი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში და კვლავ იმედგაცრუებას იწვევს, რომ უარი თქვა ჩვენთან შეხვედრაზე”, – აღნიშნა შაჰინმა. ამასთან, შაჰინმა ისაუბრა საქართველოს […]