“ყველა შოუზე სრული ანშლაგი გვაქვს” – ბათუმის დელფინარიუმი

ბათუმის დელფინარიუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ბერდია კუტუბიძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ყველა შოუზე სივრცე სრულადაა დატვირთული. მისივე თქმით, აქტიური სეზონი ბათუმში შედარებით ადრე დაიწყო. შესაბამისად, შოუების რაოდენობა დღეში 2-დან 3-მდე გაიზარდა. “ერთ შოუზე 887 ადამიანს ვმასპინძლობთ და ყველა შოუზე სრული ანშლაგი გვაქვს. ამასთან, მომხმარებელს ცურვის სერვისსაც ვთავაზობთ, სადაც ჯგუფში 4 ადამიანი იყრის თავს. ფასები პამდემიამდელ პერიოდიდან […]

მწვერვალ შხელდაზე დაიღუპა ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი

34 წლის ალპინისტი არჩილ ბადრიაშვილი მწვერვალ შხელდაზე უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მას მეხი დაეცა. შემთხვევა გუშინ წინ, 10 აგვისტოს, მოხდა. გუშინ კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებდა, რომ მწვერვალიდან უვნებლად გამოიყვანეს სამი მთამსვლელი, ერთის სამძებრო სამუშაოები კი მიმდინარეობდა. არჩილ ბადრიაშვილი გამოცდილი ალპინისტი იყო. ჯერ კიდევ 2021 წელს იგი ბაქარ გელაშვილთან და გიორგი ტეფნაძესთან […]

კობახიძემ და პაპუაშვილმა ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარიზის ოლიმპიადის პრიზიორები უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარადგინეს. წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარდგენილი არიან: · ლაშა ტალახაძე – სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიოს და შვიდგზის ევროპის ჩემპიონი; · ლაშა ბექაური – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი; · გენო პეტრიაშვილი – ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ოლიმპიური მედლის მფლობელი, მსოფლიოს სამგზის […]

„არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება“ – ეკონომისტი

არჩევნებამდე შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი გაგრძელდება, არჩევნების შემდეგ, ალბათ, დაბალ მაჩვენებელზე დასტაბილურდება, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის წამყვანმა ეკონომისტმა დავით კეშელავამ ისაუბრა. მისი თქმით, მიმდინარე წლის 6 თვეში დაფიქსირებული 9%-იანი ეკონომიკური ზრდა მაღალი მაჩვენებელია, რომელზედაც გავლენა რამდენიმე ფაქტორმა მოახდინა. „შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მაპროვოცირებელი რამდენი მიზეზი იყო. მაგალითად არის კონკრეტული სექტორები, სადაც […]

ისტორიაში საუკეთესო შედეგი – პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

მთავრობამ ოლიმპიადის ყველა პრიზიორის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე წარდგენის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივად გაავრცელეს. „საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაასრულა გამოსვლა ოლიმპიურ თამაშებზე. პარიზის ოლიმპიადაზე ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს 3 ოქროს, 3 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა დაიკავა ისტორიაში ყველაზე მაღალი, 24-ე ადგილი გუნდურ ჩათვლაში. […]

2024 წლის ზაფხულის თამაშების საერთო ჩათვლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიგო

პარიზის ოლიმპიადის ბოლო სათამაშო დღეს მედლების 13 კომპლექტი გათამაშდა, როს შემდეგაც შეიცვალა ლიდერი – 2024 წლის ზაფხულის თამაშების საერთო ჩათვლა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოიგო, რომელმაც ოქროს მედლების თანაბარი რაოდენობა დააგროვა ჩინეთთან ერთად, მაგრამ მას ვერცხლის მედლების რაოდენობით გაუსწრო. აშშ ასევე ლიდერია მედლების საერთო რაოდენობით. ბოლო დღეს იაპონიის ნაკრებმა ავსტრალიას გაუსწრო და ოლიმპიადა მესამე ადგილზე დაასრულა. […]

რა ღირს ზაფხულის საკრუიზო მოგზაურობა?

საკრუიზო კომპანიის „კრუიზერი“ გენერალური მენეჯერის ინფორმაციით, საკრუიზო მოგზაურობაზე მოთხოვნა გაზრდილია და მსურველებმა ჯავშნები მინიმუმ 6 თვით ადრე უნდა გააკეთონ. ამის შესახებ ნინო სოხაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. კომპანიის ხელმძღვანელი პოპულარულ მიმართულებებზე საუბრობს და ამბობს, რომ 2026 წლისთვის ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. „მიმდინარე სეზონზე, ივლისი-აგვისტო-სექტემბრის პერიოდი ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით, თუნდაც ადრიატიკის მიმართულებით ძალიან აქტუალურია. ზაფხულის […]

მეორადი ტანსაცმლის იმპორტი გაიზარდა – ვის შემოაქვს და რა შემოსავლებს ფლობენ მსხვილი იმპორტიორები

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 5 200 ტონა $18 667 140 ღირებულების მეორადი ტანსაცმელი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 900 ტონა $20 300 190 ღირებულების. მონაცემების თანახმად რაოდენობრივად მეორადი ტანსაცმლის იმპორტი 6%-ით გაიზარდა. პროდუქციის შემოტანა კი 13%-ით გაიაფდა. ტანსაცმლის მთავარი იმპორტიორი თურქეთია, ხუთეულში ასევე შედიან აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები. 1 […]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად დაღუპული მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მწვერვალ შხელდაზე სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაცვლილი მთამსვლელის, არჩილ ბადრიაშვილის ძებნის სამუშაოები გრძელდება. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში დილიდან ჩაერთო ვერტმფრენი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე რთული მეტეოროლოგიური პირობებია. ინფორმაციისთვის, მწვერვალ შხელდაზე ერთ-ერთი მთამსვლელი სავარაუდოდ, მეხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა, სამი მთამსვლელი კი უვნებლად, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით მესტიაში […]

ჩინეთის საგარეო უწყება კურსკში განვითარებულ მოვლენებზე – მხარეებს მოვუწოდებთ არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. „ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან დეესკალაციის სამი პრინციპი – არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. უწყების მტკიცებით, ჩინეთი გააგრძელებს კონტაქტების […]