აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა

შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაძაბულობა იზრდება, მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი გაგზავნა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პენტაგონმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა რეგიონში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი წყალქვეშა ნავი „ჯორჯია“ გაგზავნა. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ დაჩქარდეს ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ გადაყვანა, რომელიც უკვე მიემართება ტერიტორიისკენ და რომელსაც F-35C ტიპის […]

ირაკლი კობახიძე – ავტორიტარიზმის ფესტივალი არ შედგება საქართველოში, დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როცა „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს

მაშინ გარედან დაუნიშნეს ჩვენ ქვეყანას ხელისუფლება და სწორედ ამ ხელისუფლებამ მოუტანა ჩვენს ქვეყანას ყველა დანაშაული და უბედურება – დემოკრატიის ნამდვილი ფესტივალი 26 ოქტომბერს შედგება, როდესაც „ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიის ფესტივალთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ამგვარი ფესტივალების დაფინანსება, მიუთითებს იმაზე, რომ საზღვარგარეთ ვიღაცას სურს, ქვეყანაში ავტორიტარიზმი დააბრუნოს. „თავისთავად […]

ირაკლი კობახიძე – სააკაშვილის რეჟიმი თავისი არსით დაპირისპირებული იყო ყველაფერ ქართულთან, 16 წლის წინ კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერეს ხელი

დღეს აღვნიშნავთ ჩვენ დიდგორობას და თავის დროზე კაპიტულაციის შეთანხმებას სწორედ დიდგორობა დღეს მოაწერა ხელი სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სააკაშვილის რეჟიმი იყო თავიდან ბოლომდე, თავისი არსით, დაპირისპირებული ყველაფერ ქართულთან. „ყველგან ცდილობენ, რომ ხელოვნურად გახლიჩონ ხალხი, გახლიჩონ ქვეყანა. სხვა არაფერს არ შეიძლება უკავშირდებოდეს ის, რომ […]

ირაკლი კობახიძე – ნულს მინუს ერთი, უდრის -1-ს, ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა

ნულს მინუს ერთი, უდრის -1 -ს, ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ალეკო ელისაშვილისა და პარტია „ლელოს“ გაერთიანებასთან დაკავშირებით. მთავრობის მეთაურის თქმით, „ლელოს“ არჩევნებში წარმატების „არავითარი შანსი არ აქვს“. „რეალურად, ნულს მინუს ერთი, უდრის -1 -ს. ეს არის „ლელოს“ დღევანდელი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, რა თქმა […]

„თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“ ორ ახალ პროექტს ახორციელებს. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ფონდი აცხადებს კონკურსებს და გამარჯვებული არტისტების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბნის საჯარო სივრცეებში დროებით იფინება. „ერთი წლის წინ მერიის ხელშეწყობით შეიქმნა ახალი თანამედროვე ხელოვნების ინსტიტუცია „თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი“. ფონდი აცხადებს კონკურსებს და გამარჯვებული არტისტების ნამუშევრები ქალაქის სხვადასხვა უბნის […]

GITA-მ საგრანტო პროგრამა „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ მცეხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში გამოაცხადა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რეგიონალურ საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღება გამოაცხადა მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებისთვის. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, რეგიონული საგრანტო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონებში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას; ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება – ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნას. „საგრანტო […]

გიორგი ვაშაძე – ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის

ეს არ არის პარტიებს შორის არჩევნები, ეს არის არჩევნები როგორ ქვეყანაში გვინდა ვიცხოვროთ, ეს არჩევნები არის მომავალსა და წარსულს შორის, – ამის შესახებ „ერთიანობას” ერთ – ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კასპში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ვაშაძის თქმით, დაპირისპირება და კინკლაობა წარსულს უნდა ჩაბარდეს, რადგან მისი თქმითვე, მოსახლეობა იმ დაპირისპირებით დაიღალა, რომელიც ქვეყანაში არსებობს. „მიხარია, […]

ირაკლი კობახიძე – აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, ეს მათ დაიმსახურეს, სამწუხაროა, რომ აქამდე ასეთი პრაქტიკა არ არსებობდა

აბსოლუტურად ლოგიკურია ის ჯილდოები, რომლებზეც წარვადგინეთ ჩვენი ოლიმპიელები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ის ჯილდო, რომელიც მათ დაიმსახურეს და ეს იყო აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება. „ერთი ის არის სამწუხარო, რომ აქამდე არ არსებობდა ასეთი პრაქტიკა, იგივე 2021 წელს არ იყო ასეთი პრაქტიკა დამკვიდრებული, იგივე გუნდურ სახეობებთან მიმართებითაც, […]

კონკურენციის სააგენტომ swoop.ge-ის და “მასტერქარდ იუროფის“ მიმართ მოკვლევა დაასრულა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) სასტუმროებისა და განთავსების ობიექტებით მომსახურების საქმესთან დაკავშირებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხებოდა – შპს “თინეთისა“ (www.swoop.ge) და სს “მასტერქარდ იუროფის“ მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. საქმე ისაა, რომ “მასტერქარდის” ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ “თინეთის” კუთვნილ ვებპორტალზე – www.swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა დამატებითი, 25%-იანი […]

სამგორის რაიონში არსებული ტყე-პარკის განახლება მიმდინარეობს

სამგორის რაიონში, მეგობრობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ჯამში, შვიდი ჰექტარია, ტყე-პარკი განახლდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე უკვე განხორციელდა უკანონო შემოღობვების დემონტაჟი. ასევე, გამოხშირვა-გაწმენდის მიზნით, მოიჭრა თვითნათესი მცენარეები. „პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი პავილიონები, გარე განათება, […]