ბიზნესი საპროტესტო გადაწყვეტილებას კიდევ გადახედავს – მოსაზრება

ორი კვირის წინ მთავრობა ბიზნეს წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად საქართველოში მიმდინარე პროცესები განიხილა. ირაკლი კობახიძე ბიზნესს ქვეყანაში მშვიდობას დაპირდა, რისი იმედიც კერძო სექტორის დიდ ნაწილს ნამდვილად გააჩნია. ორი დღის წინ გამართული შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა და ამის შემდეგ მოლოდინია, რომ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება და კერძო სექტორის დიდი ნაწილი პროტესტს გამოეყოფა. შეხვედრას 100-ზე მეტი ბიზნესმენი, პრემიერ-მინისტრი […]
„გიყურებთ ტელევიზორით, განვიცდი, ვნერვიულობ: – უჩა აბაშიძე პოსტს აქვეყნებს

2024 წლის აპრილ-მაისის აქციების დროს დაკავებული და ამ დრომდე პატიმრობაში მყოფი სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ფეისბუკის გვერდზე მისი პოსტი გამოქვეყნდა, სადაც წერს, რომ ის საჯაროდ აქტიური იქნება: „თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ – რო ჩემი public აქტივობა – საქმეს ვეღარ დააზარალებს“, – უჩა აბაშიძე წერს, რომ თავის მოსაზრებებს, […]
ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის $8 მილიარდის ღირებულების იარაღის მიყიდვის შესახებ შეთანხმება დადო – მედია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს “არაფორმალურად” აცნობა ისრაელისთვის 8 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების გადაცემის შესახებ შეთანხმების თაობაზე. მედიის ცნობით, შეთანხმება, სხვა იარაღთან ერთად, მოიცავს რეაქტიული თვითმფრინავების, შვეულმფრენებისა და საარტილერიო ჭურვების გაგზავნას. Axios-ი წერს, რომ ეს იქნება ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის ბოლო შემთხვევა, რომელსაც ბაიდენის ადმინისტრაცია დაამტკიცებს. მედიასაშუალების წყაროს ცნობით, საქმე ეხება გრძელვადიან შეთანხმებას – საბრძოლო მასალის გარკვეული […]
რუსეთის თავდაცვის უწყება – ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ქვეყნის ტერიტორიაზე 61 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განმარტებით, 37 დრონი როსტოვის ოლქში ჩამოაგდეს, 20 – ბრიანსკში, 2 – ვორონეჟში და თითო-თითო ბელგოროდისა და ორლოვსკის ოლქებში. როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის განცხადებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად რამდენიმე სახლი და ავტომობილი დაზიანდა. […]
ჯო უილსონი – დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბებული იყო, რაც უნდა გამოსწორდეს

დონალდ ტრამპს არ უყვარს გაყალბებული არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ის აღიარებს, რომ საქართველოში გაყალბებული არჩევნები იყო, რაც უნდა გამოსწორდეს. ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა Fox News-სთან საუბარში განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “პუტინის მარიონეტით ჩაანაცვლეს”. “ყველა ჩვენთაგანი მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკაში დემოკრატიის აღდგენაზე. სამწუხაროდ, იქ გაყალბებული არჩევნები იყო […]
ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ აუქმებს

2025 წლის აპრილიდან ესპანეთი ინვესტიციების სანაცვლოდ „ოქროს ვიზების“ – ბინადრობის ნებართვების გაცემას შეწყვეტს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის ოფიციალურ გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის ესპანეთი „ოქროს ვიზებს“ ქვეყანაში 500 ათასი ევროს ღირებულების უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ გასცემს. „ვიზები და ინვესტორების ნებართვები, რომლებიც ძალაშია ამ გარდამავალი დებულების ძალაში შესვლის თარიღისთვის, ძალაში დარჩება იმ პერიოდისთვის, როდემდეც ისინი გაიცა. ის […]
“თუ თქვენ ამას კითხულობთ…” – რას წერს უჩა აბაშიძე ციხიდან

ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც მარტის აქციების დროს, რუსული კანონის აქტიური მხარდაჭერი იყო, შემდეგ კი, დააკავეს პირადი ცხოვრების კადრების დამზადების ბრალდებით, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: თუ თქვენ ამ პოსტს კითხულობთ, ესეიგი დედაჩემი და ადვოკატები, როგორც იქნა, შეთანხმდნენ – რო ჩემი public აქტივობა – საქმეს ვეღარ დააზარალებს. ალილუიაჰ! 😀 ჯერ ეს ერთი – გაიცანით ჩემი “ანონიმური“ პეიჯი […]
როგორი ამინდი იქნება 5 იანვარს საქართველოში?

5 იანვარს, საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ღრუბლიანობაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღისით უმეტეს რაიონში წვიმა, ღამით მთაში ზოგან თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -5, 0°,დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით 0, +5°.აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. […]
დედაქალაქში ბინის ქირაობა გაიაფდა

თბილისში ქირის ფასები შემცირდა. „გალთ ენდ თაგარტმა“ უძრავი ქონების ბაზრის კვლევა განაახლა და აღმოჩნდა, რომ „თბილისში ქირის ფასები 2024 წელს მეტწილად სტაბილურია და კვადრატულ მეტრზე 10 აშშ დოლარის ფარგლებში ნარჩუნდება, 2023 წელს დაფიქსირებული პიკური ქირის შემდეგ. ეს ტენდენცია ნოემბერშიც შენარჩუნდა და თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირის ფასმა კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა“. კვლევის მიხედვით, დედაქალაქში […]
რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

ოთხშაბათს, 1 იანვარს, რუმინეთი და ბულგარეთი შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ აღმოსავლეთ ევროპის ამ ორი ქვეყნის 13-წლიანი მოლოდინი დასრულდა და შენგენის ზონის წევრ-სახელმწიფოთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ავსტრიამ და სხვა წევრმა სახელმწიფოებმა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების მიმართ თავიანთ პრეტენზიებზე უარი თქვეს. შენგენის ზონასთან რუმინეთის და ბულგარეთის ოფიციალური […]