OSCE PA-ს პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია – კოლსი

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი „კატასტროფულ და ცუდ დროს შერჩეულ ნაბიჯს” უწოდებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. მისი თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში ვიზიტს გეგმავს. „მიუხედავად იმისა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრი აღარ ვარ, გავიგე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა […]
„ვადასტურებთ ნათია მერებაშვილის პოსტიდან წასვლას, სხვა ყველაფერი სპეკულაციაა“ – პროკურატურა

საქართველოს გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას უდასტურებს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილის, ნათია მერებაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. პროკურატურის პრესცენტრში გვითხრეს, რომ ნათია მერებაშვილმა ნამდვილად დატოვა დაკავებული პოსტი და რომ ის ახალ წლამდე დაემშვიდობა თანამშრომლებს. „რაც შეეხება იმ მიზეზს, რაც მედიით ვრცელდება, ეს ყველაფერი არის სპეკულაცია“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას პროკურატურაში. 5 იანვარს მედიით გავრცელდა […]
“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ

“კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პია კაუმას წერილით მიმართავენ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ „თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას“ და ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ოპოზიციური პოლიტიკური […]
5 კერძი, რომელიც გაცხელების შემთხვევაში, მომწამვლელი ხდება

არსებობს პროდუქტები, რომლებშიც (კერძებში) ხელმეორედ გაცხელებისას, ბაქტერია ისე მრავლდება, რომ ის მომწამვლელი ხდება ჩვენი ორგანიზმისთვის. აბა, ყურადღებით გაეცანით ამ სიას და გაითვალისწინეთ. აიურვედას (ხალხური მედიცინა ინდოეთში) ექსპერტი – არუნ ხათრი, რომელსაც უკვე სასარგებლო რჩევებით ყველა ვიცნობთ, იმ საკვებთა ჩამონათვალზე საუბრობს, რომლებიც მომზადებისას უნდა შევჭამოთ, ან აღარ უნდა გავაცხელოთ. არუნ ხათრი: სასარგებლო პროდუქტები, რომლებიც გაცხელების შემთხვევაში […]
“დეკემბრის გეგმებს 20-30%-ით ჩამოვრჩით” – ICR ჯგუფი 2024 წელს აჯამებს

ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, კახა ხაზარაძე 2024 წელს აფასებს და ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, კარგი წელი იყო, თუმცა, მისივე თქმით, კომპანია დეკემბერში გეგმას 20-30%-ით ჩამორჩა. როგორც მან BM.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნა, მისი პროგნოზით, 2025 წელი საკმაოდ რთული წელი იქნება, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. „2024 წლის სამი კვარტალი კარგად ვიარეთ, არ იყო […]
მედია – უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები დაიწყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელზე, ანდრეი ერმაკზე დაყრდნობით ავრცელებს. „კურსკი, კარგი ამბავი, რუსეთი იღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – აცხადებს ერმაკი. კურსკის ოლქში შეტევითი მოქმედებების დაწყების შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის პრევენციის ცენტრიც იუწყება.
ლევან მგალობლიშვილი – შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებულ გალში მომხდარ მძიმე ტრაგედიას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახს უსამძიმრებს. „ძალიან დამწუხრებული და შეძრწუნებული ვარ ტრაგედიით, რომელსაც დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარს ხუთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვერცერთი სიტყვა ვერ გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ახლა ჭოლარიების ოჯახი და მთელი საქართველო განიცდის. ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო, […]
ლოჩოშვილს ორი თურქული ვარიანტიდან ერთი ჩაეშალა – საქართველოს ნაკრების მცველს მსურველი იტალიიდანაც ჰყავს

საქართველოს ნაკრებისა და “კრემონეზეს” 26 წლის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდი შეიცვალოს. რამდენიმე დღის წინ თურქულმა პრესამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენებურის დამატებით ორი სუპერ ლიგის კლუბი “გაზიენთეფი” და “რიზესპორი” იყვნენ დაინტერესებულნი. დღეს კი “რიზესპორის” ტექნიკურმა დირექტორმა სელჩუკ ინანმა თქვა, რომ ლოჩოშვილის ტრანსფერზე მოლაპარაკებები შეჩერებულია და გუნდი სხვა ვარიანტებზე გადაერთო, რადგან “კრემონეზესთან” […]
გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის

2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ისაუბრა. “თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი სამწუხაროდ, თუ ასე არაა, პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე.” – განაცხადა დეკანოზმა […]
“ტვ პირველის” ცნობით, გენერალური პროკურორის მოადგილე პოსტიდან გადადგა

“პირველების” ინფორმაციით, საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე პოსტიდან გადადგა. მათი თქმით, ნათია მერებაშვილი თანამშრომლებს პარასკევს დაემშვიდობა და უთხრა, რომ არსებულ რეალობაში მუშაობას ვეღარ გააგრძელებდა. როგორც “ტვ პირველი” აცხადებს, გენერალური პროკურორის მოადგილის მიერ პოსტის დატოვების შესახებ ინფორმაციას პროკურატურაში ამ დრომდე არ ადასტურებენ. მერებაშვილი 18 წელია პროკურატურაში მუშაობს და 5 წელია გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.