ილონ მასკი აზიარებს ამერიკელი სენატორის მაიკ ლის ტვიტს, რომელიც აშშ-ს დეოლიგარქიზაციას უსურვებს

აშშ-ის კონგრესის „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მაიკ ლიმ სოციალურ ქსელ X-ში საშობაო მილოცვა გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ სურვილად ქვეყანაში ოლიგარქების დამხობაა ნახსენები. „შობას მხოლოდ ის მინდა, რომ დავამხო ბიუროკრატი ოლიგარქები ამერიკაში“, – დაწერა ლიმ, რომლის ტვიტსაც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი აზიარებს.

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას „ საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, ოჯახებს, რომელთაც სტიქიამ საცხოვრისი დაუნგრია და არ აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, […]

ანსამბლი „ერისიონი“ – ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს!

ჩვენ ყოველთვის ვიმღერებთ, ვიცეკვებთ და არავის აქვს უფლება ეს დაგვიშალოს და მოუშალოს ქართველებს! – წერს ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში. როგორც „ერისიონის“ განცხადებაშია ნათქვამი, ხალხის დაბულინგება და შანტაჟი, არ იმღეროთ, არ იცეკვოთ, ახალი წელი და შობა არ იზეიმოთ და ბავშვები არ ჩართოთ ამაშიო – ყველაზე არაქართული დამოკიდებულებაა ნებისმიერი მიზეზის თუ საბაბის მიუხედავად. „სიმღერა, ცეკვა, ქართული კულტურა […]

სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოაწერა ხელი. ამას გარდა, ალიევის განკარგულებით, შეიქმნა აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების სახელმწიფო კომისია, რომლის წევრებიც შემთხვევის ადგილზე უკვე ჩავიდნენ. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში […]

თბილისში პროევროპულ აქციაზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს საქართველოდან აძევებენ

დედაქალაქში პროევროპულ აქციებზე დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს საქართველოდან აძევებენ. „მედიაზონას“ ცნობით, ამ საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შუამდგომლობა. გადაწყვეტილება 24 დეკემბერს მიიღეს. რუსეთის მოქალაქემ საქართველო ათი დღის ვადაში უნდა დატოვოს. შსს სასამართლოს შუამდგომლობაში იშველიებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნას, რომლის მიხედვითაც რუსეთი „საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას“. ამ მიზეზით […]

“ქალები დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის მომავლისთვის” – პრეზიდენტი ქალთა მარშს მცირე ხნით შეუერთდა

პროევროპულ აქციებზე დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისა და ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით თბილისსა და ზუგდიდში ქალთა მარში გაიმართა. თბილისში გამართული ქალთა მარშის მონაწილეები ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ, რა დროსაც სალომე ზურაბიშვილი მათ მცირე ხნით შეუერთდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და შემაღლებული ადგილიდან მიმართა. “ქალები არიან ყველაზე მაგარი ამ ქვეყანაში, ძალიან დიდ იმედს წარმოადგენენ ამ ქვეყნის დღევანდელი დღისთვის და მომავლისთვის […]

ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტთან შეიქმნა კოალიციური საბჭო, რომელიც ყოველდღიურ გეგმებზე იმსჯელებს – პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და ყველაზე ეფექტურია

პროტესტი, პროტესტი და პროტესტი, ეს არის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული და რომელიც არის ყველაზე ეფექტური [შედეგის მისაღწევად], – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრის დაწყვებამდე განაცხადა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, მოქალაქეების პროტესტის გარდა დადებითი შედეგი მოიტანა პოლიტიკური პარტიების ძალისხმევამ, რომ სრულ იზოლაციაში მოქცეულიყო „ქართული ოცნება“. „ახლა გვექნება შეხვედრა […]

ნიკა გვარამია – დრო ძალიან ცოტაა, პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება და ამცნოს ხალხს, იმედი მაქვს, დღეს გადაწყვეტილებას მოვისმენთ – ჩემი პირადი პოზიცია არის ახალი არჩევნები, რაც შეიძლება სწრაფად

მე სრულიად, ღრმად დარწმუნებული ვარ, როგორც პოლიტიკოსი და როგორც კონსტიტუციონალისტიც, რომ პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არ წარმოადგენს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე რელევანტური გადაწყვეტილება სიტუაციის გამოსასწორებლად, რომელიც იმავდროულად იქნება კონსტიტუციის შესაბამისი , – ამის შესახებ პარტია „ახალის“ლიდერმა ნიკა გვარამიამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა. ნიკა გვარამია იმედოვნებს, რომ დღევანდელ […]

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დაიწყო. დღევანდელი შეხვედრაც ახალ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობას უკავშირდება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მსჯელობა იქნება ყველა იმ სამართლებრივ საკითხზე, რომელიც ამ პროცესში “ქართულ ოცნებასთან” ბრძოლის ბერკეტი იქნება. ოპოზიციური პარტიები სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე გუშინაც იმყოფებოდნენ.

ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩს, ალი ქაან ორბაის უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ალექსანდრე წულაძემ ალი ქაან ორბაის საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის განათლების სფეროში ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელზე მუშაობაც […]