სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის სარკინიგზო ხაზი ანკარას საქართველოსთან დააკავშირებს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ერთმანეთს დაუკავშირდებიან ქალაქები ორდუ, გირესუნი, ტრაპიზონი, რიზე და ართვინი ჩქაროსნული მატარებლის ხაზით, რომელიც სამსუნიდან დაიწყება. „ამრიგად, რიზე რკინიგზას პირველად შეხვდება, ტრანსპორტის მინისტრი აქ არის. მე ამას ვამბობ, როდესაც მას თვალებში ვუყურებ“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ თურქეთის მთავრობა სამსუნი-სარფის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობას […]

საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით აფხაზეთში 6 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, სადაც ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა, 6 იანვარი აფხაზეთში გლოვის დღედ გამოცხადდა. სოხუმის ცნობით, “სახელმწიფო დროშები ყველა სამთავრობო დაწესებულებაში დაეშვება. გასართობი ღონისძიებები და გადაცემები კულტურულ დაწესებულებებში, ტელევიზიასა და რადიოში გადაიდება”. გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. აფხაზური მხარის ცნობით, ხანძარმა საცხოვრებელი სახლი მომენტალურად მოიცვა და […]

“საბერიოში მომხდარი ტრაგედია იმ გამოწვევებს წარმოაჩენს, რაც აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას” – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძრის შედეგად დაღუპული 5 მცირეწლოვანი ბავშვის ოჯახის წევრებს და ახლობლებს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს. მისი სიტყვებით, ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე გამოწვევებს: „სამწუხაროდ, ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას […]

შერმადინის 16 ქულა, გამარჯვება “ბილბაოსთან” და ტენერიფელთა მოპოვებული თასის საგზური

გიორგი შერმადინის “ლაგუნა ტენერიფემ” ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 3 დღეში მეორე მატჩი მოიგო. მე-14 და მე-15 ტურების მატჩები ტენერიფელებმა თითქმის მიყოლებით, შინ ჩაატარეს და “სარაგოსას” ძლევის შემდეგ 4 იანვარს “ბილბაო ბასკეტიც” დაამარცხეს. შერმადინმა პირველ მატჩში რომ 8 ქულა ჩააგდო, ამის შესახებ გამცნეთ, “ბილბაოსთან” კი ქართველი ცენტრი MVP გახდა. “ტენერიფემ” მესამე პერიოდში გატეხა “ბილბაო” და საბოლოოდ 86:75 […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის

სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის. შესაბამისი განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რიზეში მისი პარტიის რიგით მერვე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ჩვენი ავტომაგისტრალის 17 პროექტი სხვადასხვა რაიონებში გრძელდება. ჩვენი სამსუნი-ტრაპიზონი-სარფის მაღალსიჩქარიანი მატარებლის ხაზის პროექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ტრანსპორტირებას ანკარას, შავი ზღვის რეგიონსა და საქართველოს შორის, რომელიც […]

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა ხუთი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. “ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მათ ახლობლებს, თანადგომას ვუცხადებთ და ვიზიარებთ ამ უმძიმესი დანაკარგის განუზომელ ტკივილსა და უდიდეს ტრაგედიას”, – ნათქვამია მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გადავწყვიტეთ, კლიპის შემოკლებული ვერსია მოიხსნას სატელევიზიო ეთერიდან – “ვისოლი”

“ვისოლმა” სარეკლამო კლიპის შემოკლებული ვერსიის სატელევიზიო ეთერიდან მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. საქმე ის არის, რომ შემოკლებულ ვერსიაში მსახიობი ანდრო ჭიჭინაძის კადრი იყო ამოჭრილი, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. “საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ანდრო ჭიჭინაძის მონაწილეობით „ვისოლის“ სარეკლამო კლიპის სრული ვერსია, რომელმაც მწვავე დისკუსია გამოიწვია, დღემდე ხელმისაწვდომია კომპანიის სოციალურ ქსელებში. შესაბამისად, ის, რომ თითქოს […]

ევროპაში არსებული პოლიტიკური ქაოსის ფონზე, კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ევროპაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ამ ფონზე კიდევ ერთხელ უნდა გავიაზროთ საქართველოში სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური წინდახედულობის მნიშვნელობა. პოლიტიკური კრიზისი ევროპაში საკუთარ თავს ვეღარ მალავს. ავსტრია, საფრანგეთი, გერმანია, ნიდერლანდები, ესპანეთი, ბელგია, რუმინეთი, ბულგარეთი მძიმე პოლიტიკურ ვითარებაშია. არსებული პოლიტიკური “კრიზი” იწვევს არასტაბილურობის განცდას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს […]

2025 წელს გააზრებულად ველით ახალ გამოწვევებს, რომელსაც ისევე დავძლევთ, როგორც ცეცხლმოკიდებული რეგიონიდან საქართველოს გადარჩენა იყო

„რუსეთ-უკრაინის ომი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს – ეს არის ტრამპის მოთხოვნა. მას არა აქვს დრო ამ უაზრო ომს უცქიროს და ამასობაში ახლად ამობრწყინებულმა აღმოსავლეთმა ძალაუფლება კიდევ უფრო მოიკრიბოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პოლიტიკაში არსებობს მეთოდები, რომელსაც ქვეყნები არა ომის, არამედ, მშვიდობის პერიოდში იყენებენ საკუთარი ინტერესების […]

ატყობთ, რა მასშტაბის იდიოტები მართავდნენ პროცესებს ევროპაში?

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთის განცხადებას, რომლის მიხედვითაც პია კაუმას დაგეგმილი მოგზაურობა საქართველოში სერიოზული შეცდომაა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ არ უნდა მოახდინოს გაყალბებული არჩევნებიდან მიღებული არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის ლეგიტიმაცია, სოციალურ ქსელში ეხმაურება. ზურაბ ქადაგიძის თქმით, ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები აჩვენებს, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილს […]