სვანეთში გატაცებული ტურისტი მოკლული იპოვეს, დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სვანეთში ტურისტების მიმართ მომხდარ დანაშაულზე 2 პირი დააკავეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი – 1986 წელს დაბადებული […]

ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიები მხოლოდ ერთ შემთხვევაში იმუშავებს

კიევისთვის რუსეთის ომის დასრულების მიზნით მიცემული უსაფრთხოების გარანტიები ეფექტიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი უკრაინას ამ გარანტიებს შეერთებული შტატები მისცემს, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, 20 იანვარს დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ, მალე შეხვდება. “ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე უსაფრთხოების გარანტიები შეუძლებელია. მე ვგულისხმობ უსაფრთხოების იმ გარანტიებს, რომლებსაც […]

„ახალი წლის ღამეს დაბალი აქტივობა იყო – ბევრი ჯავშანი გაუქმდა ქართველების მხრიდან“ – Step Inn-Kazbegi

„31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს ძალიან დაბალი აქტივობა იყო,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ Step Inn-Kazbegi-ის დამფუძნებელმა ანი ალიბეგაშვილმა განაცხადა. ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ ამ რიცხვებში სასტუმროში ქართველების მხრიდან „ბევრი ჯავშანი გაუქმდა“, იმ განმარტებით, რომ „ახალ წელს რუსთაველზე ხვდებოდნენ“. „31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს სასტუმროში ძალიან დაბალი აქტივობა იყო, ბევრი ჯავშანი გაუქმდა ქართველების. გვაქვს კომუნიკაცია სხვა სასტუმროებთან […]

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

ჯასტინ ტრუდო კანადის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან და მმართველი ლიბერალური პარტიის ლიდერის პოსტიდან გადადგა. ტრუდო პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოვალეობის შემსრულებლის სტატუსით ახალი ლიდერის არჩევამდე შეინარჩუნებს. „მე ვაპირებ, დავტოვო პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტი მას შემდეგ, რაც პარტია ახალ ლიდერს აირჩევს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე. ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ 2015 წლიდან, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, იბრძოდა კანადისა და […]

2024 წელს საქართველოში 7 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნა – ტურიზმის ადმინისტრაცია

2024 წლის განმავლობაში საქართველოში მხოლოდ 7 სასტუმრო გაიხსნა. ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, განთავსების ობიექტებს შორის ყველაზე მეტ ნომრიანი Swissotel Tbilisi-ია, ხოლო ყველაზე ნაკლებ ნომრიანი Kass Land Diamond Resort, რომელიც წალკაში აშენდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის პერიოდს, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯამში 15 სასტუმროს მშენებლობაა დაგეგმილი.

შსს-ს ცნობით, მესტიაში გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარეში იპოვეს, დაკავებულია ორი პირი

შსს-ს ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრასთან თავდასხმის შედეგად გაუჩინარებული კაცის ცხედარი მდინარე ნაკრაში იპოვეს. საუბარია რუსეთის მოქალაქეზე, რომლის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობდა. მასსა და მის პარტნიორ ქალზე თავდასხმის შესახებ ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა. უწყება აცხადებს, რომ დაკავებულია ორი პირი, რომლებმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და “დანაშაულის დაფარვის მიზნით”, ცხედარი […]

თანამდებობიდან გადადგა კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ გამოაცხადა, რომ ტოვებს ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის და, შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას – და მედიას უთხრა, რომ “შიდა ბრძოლებიდან” გამომდინარე ის ვერ იქნება “საუკეთესო არჩევანი” შემდეგი კენჭისყრისთვის. ტრუდოს თქმით, მან თავისი ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს მიმართა თხოვნით დაიწყოს ახალი ლიდერის ძებნის პროცესი. ტრუდო პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩება მანამ, სანამ პარტია ახალ ლიდერს შეარჩევს. ტრუდოს ბოლო […]

რომის პაპმა ვაშინგტონის ახალ მთავარეპისკოპოსად ტრამპის კრიტიკოსი მაკელროი დაასახელა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, რომის პაპმა ფრანცისკემ, ვაშინგტონის კათოლიკური ეკლესიის ახალ ლიდერად, მთავარეპისკოპოსად, ტრამპის პოლიტიკის კრიტიკოსი დაასახელა. კარდინალი რობერტ მაკელროი, 70 წლისაა და ის 2015 წლიდან სან-დიეგოს ეპისკოპოსია. მაკელროი შეცვლის კარდინალ ვილტონ გრეგორს, რომელიც ვაშინგტონის საეპისკოპოსოს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა და ახლა პენსიაზე გადის. დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, მაკელროი მწვავედ აკრიტიკებდა მის […]

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა

პოლიციამ მესტიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა, ამის შესახებ ინფორმაციას სამინისტრო აცხადებს: შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი – 1986 წელს დაბადებული […]

პია კაუმა მაკა ბოჭორიშვილს – არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის – მოვუწოდებ ხელისუფლებას, ყველა შესაბამის ძალასთან ინკლუზიურ და კონსტრუქციულ დიალოგს პრიორიტეტი მიანიჭოს

მივიღე გადაწყვეტილება, რომ არსებული პირობები მნიშვნელოვანი და ინკლუზიური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი არ არის, საქართველოში ვიზიტისთვის უფრო ხელსაყრელი დროის შერჩევას, როცა კონსტრუქციული ჩართულობისთვის პირობები უკეთესი იქნება, მოუთმენლად ველი, – ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას წერილშია ნათქვამი, რომელსაც იგი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს უგზავნის, რომლის ინგლისურ ვერსიას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღინიშნება, […]