გორში საპატრულო პოლიციის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. მშვიდობის გამზირზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ავტომობილები შეეჯახა. შემთხვევის დროს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, მომხდარის გამო სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო, ჯანმრთელობის მძიმე […]

ანალენა ბერბოკი – საქართველოსთვის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები შევაჩერეთ – განვიხილავთ შემდგომ ზომებს – ბურთი „ქართული ოცნების“ მოედანზეა, პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად ყველაფერი უნდა გააკეთონ

საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას სურს, რომ მათმა ქვეყანამ გააგრძელოს ევროპული გზა, ისინი გულებში ატარებენ ევროპას და პროევროპული პროტესტი მათი ხმაა, მაგრამ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებელი პირები დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლით პასუხობენ, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ კვირების განმავლობაში, ათიათასობით ქართველი გაბედულად აწყობს […]

ვეჭვობთ, რომ სოციალურ მუშაკებს პოლიტიკური შეხედულების გამო ათავისუფლებენ – ასოციაცია

სოციალურ მუშაკთა გაერთიანების ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკთა ნაწილს მომდევნო წლიდან ხელშეკრულებას არ უგრძელებენ და დაკავებული თანამდებობიდან ათავისუფლებენ. გაერთიანება აცხადებს, რომ პროცესი სრულიად გაუმართლებელია და ვარაუდობს, რომ ამ ადამიანების გათავისუფლების მიზეზი შესაძლოა მათივე პოლიტიკური შეხედულებები იყოს. 2024 წლის 25 დეკემბერს სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა პრობაციის ეროვნული სააგენტოში რამდენიმე სოციალურ მუშაკს დაურეკეს […]

“სოლიდარობას ვუცხადებთ მეშახტეებსა და “აგარის ქარხნის” თანამშრომლებს” – გახარია საქართველოსთვის”

პარტია “გახარია საქართველოსთვის” მეშახტეებსა და აგარის ქარხნის თანამშრომლებს, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გაათავისუფლეს, სოლიდარობას უცხადებს. ტყიბულში, ათეულობით თანამშრომლის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან განთავისუფლება, რაც კონკრეტულ ადამიანებსა და მათ ოჯახებს მძიმე სოციალური რისკების ქვეშ აყენებს. ასევე, მასობრივად გაიფიცნენ “აგარის შაქრის” თანამშრომლები კუთვნილი ანაზღაურების მოთხოვნით. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და წესრიგის მოშლა სწორედ ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე აისახება. როდესაც პარტიული, […]

“ხალხი შიმშილს დაიწყებს რამდენიმე თვეში… მოდი, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა” – ბიზნესმენი ოცნებას

„ექსპოჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რესან ქიქავა „ოცნების“ მთავრობას სთავაზობს შეიჩეროს ხელფასებისა და პრემიების გაცემა. ამის შესახებ რესან ქიქავა ფეისბუქზე წერს. „ხელისუფლებასთან” მაქვს ასეთი შეთავაზება. მოდით, სანამ „ტრამპი ებრძვის დიფ სთეითს“, შევაჩეროთ თქვენი ხელფასების და პრემიების გაცემა და თქვენი ხარჯების ანაზღაურება. არაღიარებული, სანქცირებული და კონსტიტუციიდან გასული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ხელისუფლებობანას თამაშობთ, ორდენებით, ინაუგურაციებით […]

ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბულდოზერსაც მიაყენებენ თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფინანსებული – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბულდოზერსაც მიაყენებენ თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფინანსებული – შალვა პაპუაშვილი ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ბულდოზერსაც მიაყენებენ „იმედს“ და სხვა თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფიანსნებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ყველას კარგად ახსოვს, რა მოხდა უკრაინასა და მოლდოვაში, […]

თვითმფრინავის კატასტროფის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

25 დეკემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 25 დეკემბერს აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ყაზახეთში ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი 67 ადამიანიდან 38 ემსხვერპლა. ყაზახეთის წარმომადგენელთა განცხადებით, კატასტროფას გადაურჩა 29 ადამიანი. Embraer 190-ის ტიპის თვითმფრინავი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან, ბაქოდან, მიფრინავდა რუსეთის ჩეჩნეთის რეგიონის დედაქალაქ გროზნოში, როცა მას სასწრაფო წესით მოუწია დაშვება დასავლეთ […]

ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?

ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად? ეს ხომ გახსოვთ რომელია?! ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ […]

დავით ქართველიშვილი: საქართველო „ჯუნგლები” არაა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით „ბგაბგო” სალომეს დესანტირების შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა, ლეტალური ფინალი არ ემუქრება, მაქსიმუმ ციხეში მოვათავსოთ

დავით ქართველიშვილი: საქართველო „ჯუნგლები” არაა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით „ბგაბგო” სალომეს დესანტირების შემთხვევაში მას, რა თქმა უნდა, ლეტალური ფინალი არ ემუქრება, მაქსიმუმ ციხეში მოვათავსოთ „თუ სალომე „ბგაბგოს” მისი აგენტოკრატები სწორედ ტიხანოვსკაიას სცენარს მოარგებენ და „დევნილობაში ლეგიტიმური პრეზიდენტის” სტატუსს მიანიჭებენ, საშუალებას მისცემენ საკუთარი ჯიბის „მთავრობა” ჩამოაყალიბოს, რა გაეწყობა, ამაში მისთვის გაღებული ყოველთვიური გასამრჯელო სხვა არაფერი იქნება, […]

“საფეთქლის გასწვრივ მთელი ძალით გამოქნეული ხელი დამარტყა” – რას ჰყვება ქალი, ვისაც “ოცნების” ტიტუშკები თავს დაესხნენ

ოცნების “ტიტუშკების” მიერ ნაცემს ქალს სახე აქვს შეშუპებული, დაზიანებები კი სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება. ქეთევან მესხს ახლა კლინიკაში ელოდებიან. 29 წლის ქალი “პირველებთან” ჰყვება: “საფეთქლის გასწვრივ მთელი ძალით გამოქნეული ხელი დამარტყა. წავიქეცი და ძალიან ცუდად დავარტყი მაჯა, ეგ მაქვს გასიებული. გამოსაკვლელავ მივდივარ, თავი მქონდა გაბუჟებული, რადგან საფეთქელის გასწვრივ მაქვს ხელი დარტყმული. როგორც კი ჩვენი პრეზიდენტი, […]