ირაკლი კობახიძე – ბარიერგადალახული 4 პარტიიდან სამმა აღიარა არჩევნების შედეგები, როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას

როცა იღებ დაფინანსებას არჩევნების საფუძველზე, ამით აღიარებ არჩევნების ლეგიტიმურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ცესკო-ს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბარიერგადალახული 4 პარტიიდან 3-მა აღიარა არჩევნების შედეგები. […]

“ნაპოლიმ” კვარაცხელიას გამოსასყიდი თანხა დაასხელა – იქნება ხვიჩა “ვენეციასთან” მატჩის სასტარტოში?

„ნაპოლი“ წლის ბოლო მატჩს 29 დეკემბერს სახლში ერთ-ერთ აუტსაიდერ „ვენეციასთან“ ჩაატარებს, იანვარში კი „ფიორენტინასთან“, „ვერონასთან“, „ატალანტასთან“ და „იუვენტუსთან“ რთული შეხვედრები ელის. სწორედ ამ ხუთი დაპირისპირების შედეგად გაირკვევა, შეუძლია თუ არა ანტონიო კონტეს გუნდს სკუდეტოსთვის ბრძოლა. „გაძეტა დელო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველმა მიმო მალფიტანომ რადიო Marte-ს ეთერში განაცხადა, რომ „ნაპოლის“ ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ ჰყავს ვარსკვლავი, […]

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დღეისთვის დასრულებულია

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა. პროტესტის 29 დღეს სხვადასხვა საპროტესტო მსვლელობა გაიმართა, საღამოს კი ყველა მარში რუსთაველის გამზირზე გაერთიანდა. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები. ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც საქართველომ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლის ბოლიმდე დღის […]

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი – ირაკლი კობახიძე

28 ნოემბრის განცხადება იყო მხოლოდ დამაჩქარებელი იმ პროცესების, რომელიც ისედაც იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა ,,იმედი LIVE”-ში განაცხადა. პრემიერის თქმით, პროტესტი დაიწყო არა 28 ნოემბრიდან, არამედ, 26 ოქტომბრის შემდეგ. „წლის ბოლომდე ველოდით ასეთი ტიპის მცდელობას ოპოზიციის მხრიდან, ოღონდ ცოტა გვიან იყო დაგეგმილი ამ პროცესების დაწყება. ამას უკავშირებდნენ 16 დეკემბერს, როცა […]

ჯო უილსონი – ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?

ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის? , – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “რატომ გადასცა საქართველოს დიქტატორიბის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების კონტრაქტი დასანქცირებულ ჩინურ კომპანიას? ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?”, – წერს უილსონი.

ნიკა მელია – დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან!

დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!, – წერს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რითაც ეხმაურება ცესკო-ს განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგების საფუძველზე დაფინანსებას 6 პოლიტიკური გაერთიანება მიიღებს, დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ განაცხადა. […]

კობახიძე: კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში

კარლს ბილდტს თუ უნდა, რომ გუბერნატორი დაგვინიშნონ საქართველოში, ეს დრო წავიდა 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გარედან გვინიშნავდნენ გუბერნატორებსა და ცეკას მდივნებს. წავიდა ეს დრო. კარლ ბილდტი ვერანაირ ცეკას მდივანს ვერ დანიშნავს ამ ქვეყანაში და ვერც ვერანაირი ჩინოვნიკი რომელიმე ევროპული ქალაქიდან.

,,ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო… სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს” – ნიკა გვარამია ოპოზიციაზე

,,ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო… სხვები ამუნათეს და ბოლოს თვითონ ქოცების შეთხზულ-გაყალბებულ ციფრებზე დამყნობილ დაფინანსებაზე უარი არ თქვეს” – ნიკა გვარამია ოპოზიციაზე ნიკა გვარამია ცესკოს ოფიციალურ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, არჩევნების საფუძველზე დაფინანსების მიღებაზე უარი მხოლოდ მისმა კოალიციამ განაცხადა: ,,ხალხი გაიფიცოს და სამსახურში არ იაროსო, ბიზნესი გაიფიცოს და გადასახადები არ გადაიხადოსო, ქარხნები დაიხურონ და […]

„ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში – კობახიძე

„ნაცმოძრაობამ“ „ლელომ“ და გახარიას პარტიამ უარი არ თქვეს დაფინანსების მიღებაზე, ისე მიდის საქმე, შეიძლება, ჩვენ შეგვასწრონ პარლამენტში – კობახიძე ირაკლი კობახიძე ,,იმედის” ეთერში აცხადებს: „როგორც არჩევნებში მოგებას, ისე ქუჩაში წარმატებას სჭირდება ხალხის მხარდაჭერა. ხალხის მხარდაჭერა არ აქვს ოპოზიციას, ხედავთ, რომ ამ დღეებში საშუალოდ 1000 კაცამდე იკრიბება რუსთაველის გამზირზე, შესაბამისად, მათ არაფრის მიღწევის რესურსი არ აქვთ […]

კობახიძე აქციის დარბევაზე: ჩვენი ამოცანა იყო, ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი აგვეცილებინა

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპროტესტო აქციების დარბევის დროს ხელისუფლების ამოცანა იყო, თავიდან აეცილებინა ცალკეული ადამიანების ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი და მსხვერპლი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა. “ეს ამოცანა შესრულებულია”, – ირწმუნება კობახიძე და მადლობას უხდის პოლიციას. “ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, მძიმე განვითარება არ მოჰყოლოდა ამ ყველაფერს და პირველ რიგში, ეს იყო მსხვერპლის თავიდან […]