ძლივს გადავიხადეთ იჯარა, დღგ… კადრები კბილებით გვიჭირავს – რესტორატორთა ასოციაცია

სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილურობის ფონზე, მათი დატვირთულობა შემცირებულია. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კოტე გაბრიჩიძე, რომელიც თბილისის მასშტაბით ხუთ ობიექტს მართავს, აცხადებს, რომ ვიზიტები განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან შემცირდა. როგორც მან BMG-ის განუცხადა, შექმნილ ვითარებაში, სარესტორნო ბიზნესი ყველანაირად ცდილობს, რომ კადრები შეინარჩუნოს. „დეკემბრის პირველი სამი კვირა სარესტორნო ბიზნესისთვის ყოველთვის ჩავარდნილია ხოლმე. წელს კი […]

“ფასები დაახლოებით 20%-ით შევამცირეთ, რომ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი ვყოფილიყავით” – Vintylator

ვინტაჟური სამოსის ბუტიკმა „ვინტილატორი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ფასები 20%-ით შეამცირა. ამის შესახებ ბუტიკის თანადამფუძნებელმა, შოკო ჩაჩუამ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, გაყიდვები 30%-მდე შეუმცირდათ. მათი ძირითადი მომხმარებელი უცხოელი იყო, რომლებიც ქვეყანაში აღარ არიან, ან თუ არიან, არა ფულის დახარჯვისთვის. რაც შეეხება ქართველ მომხმარებლებს, ისინი აქციაზე დგანან. “ნელ-ნელა მწვანე წარმოებაზე გადავდივართ, რაც პროდუქციის გადაკეთებას მოიცავს. შესაბამისად, პროდუქტის […]

„როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში“ – ირაკლი კობახიძე

როგორც არ შეიძლება, ხელისუფლება შეიჭრას ბიზნესის თავისუფლებაში, ასევე არ შეიძლება, ასე ღრმად შევიდეს ბიზნესი პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ბიზნესის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიწვეული იყო შეუზღუდავად ყველა ბიზნესმენი, მათ შორის ისინიც, ვინც „შეუერთდა გაუგებარ განცხადებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით“. „ზოგადად, არ შეიძლება, […]

NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, „სრული გამოძიების ჩატარების“ მოწოდებით გამოდის

NATO „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ალიანსის სპიკერი X-ზე სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს კატასტროფის დროს დაშავებულებს. “ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ “აზერბაიჯანის ავიახაზების” – J28243 რეისის ოჯახებსა და მსხვერპლებზე. კატასტროფის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სრული გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ”, – წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დაჰლალა. შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის […]

ირაკლი კობახიძე – დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რითაც დაღუპეს უკრაინა

დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მათ შორის მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რაც გაათამაშეს 2013 წელს და რითაც დაღუპეს უკრაინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქვეყანაში ძალადობისა და ვითარების ესკალაციის არავითარი შანსი აღარ არის. „რაც […]

ირაკლი კობახიძე – დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში

რა ხარვეზებზეც არის საუბარი ეუთო-ოდირის დასკვნაში, შეგიძლიათ ამოიკითხოთ ნებისმიერი ქვეყნის მიმართ შემუშავებულ საარჩენო დასკვნაში, ამიტომ, არაფრის საფუძველი არ არსებობს, დამთავრებული ამბავია – პარლამენტი არის შემდგარი, ­მთავრობა არის შემდგარი, პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება სამ დღეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს “ოპოზიციამ უკვე აღიარა არჩევნების ლეგიტიმაცია, როცა მათ უარი არ განაცხადეს დაფინანსების […]

“ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის? – ჯო უილსონი საქართველოზე მესამე ტვიტს აქვეყნებს

გამოქვეყნებულ პოსტში, უილსონი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გამო “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებს. “რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?” – წერს ის და თან ურთავს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინისა და ბიძინა ივანიშვილის ფოტოებს. მანამდე, ჯო […]

ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა – “მალე დაგიბრუნდებით”

ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა – “მალე დაგიბრუნდებით” განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს და საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის საელჩოს მადლობას უხდის. “ამ ეტაპზე მინდა შემოვიფარგლო მხოლოდ მადლობით. გიორგი ჩიკვაიძე, სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის საელჩო. განსაკუთრებული მადლობა იმ უცხო ადამიანებს, […]

რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი – ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს

ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს. ამის შესახებ განცხადებას რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი (Republican Study Committee) X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. “ამერიკა პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ – არანაირი დაფინანსება პროირანულ დიქტატურებს”, – ნათქვამია განცხადებაში. აღნიშნულით რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტი კონგრესმენ ჯო უილსონის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კონგრესმენი ბიძინა ივანიშვილს კორუმპირებულად მოიხსენიებს და “ჩინეთისა და ირანის […]

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვითხოვთ გადატვირთვას – თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ურთიერთობები

თუ მოხდება აშშ-ის დეოლიგარქიზაცია, არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა და „დიფ სთეითის“ გაწმენდა, ძალიან კარგი მიმართულებით წავა ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობები და ეს პირდაპირ აისახება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პრემიერის თქმით, დღეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები არის სრულიად არასასურველ ნიშნულზე. „დღეს ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობები არის სრულიად არასასურველ ნიშნულზე. ჩვენ ვითხოვთ […]