ჩემი კომპანიები 2024 წელს ბიუჯეტში ₾320 მილიონის გადასახადს შეიტანენ – თემურ ჭყონია

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” და “მაკდონალდს საქართველოს” დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მისი კომპანიები წელს ბიუჯეტში გადასახადის სახით 320 მილიონ ლარს შეიტანენ. ასე პასუხობს ის სამთავრობო მედიებში გასულ სიუჟეტებს, სადაც სხვა კომპანიებთან ერთად „კოკა-კოლა“ რუსეთიდან შემოსავლების მიმღებად იყო მოხსენიებული. ბიზნესმენი ამბობს, რომ ბიზნესის საქმიანობა არა ჭორებით, არამედ იმ წვლილით უნდა იყოს შეფასებული, რომელიც კომპანიას ქვეყნის ეკონომიკის […]

ზურაბ ქადაგიძე სამი ბარიერგადალახული პარტიის მიერ დაფინანსების აღებაზე: ზაზუნების რბოლა იწყება და ნეტა ვინ იქნება პირველი, საპატიო “პუფი”

პარტია “ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სამი ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის”, “ლელოს” და “საქართველოსთვის” მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ფაქტობრივად არჩევნების შედეგები აღიარეს და დაფინანსებას იღებენ. მისი თქმით, საინტერესოა, რომელი პარტია შევა პირველი პარლამენტში. “აბა არალეგიტიმურია არჩევნებიო, დაფინანსებას ამ არჩევნების შედეგიდან გამომდინარე იღებენ? მოკლედ, ზაზუნების რბოლა იწყება […]

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი […]

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 64 644 000 მილიონ ლარს შეადგენს

მარნეულის მერიის ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 64 644 000 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 2024 წლის პირველ დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, საკუთარი შემოსულობების ნაწილში, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 000 000 მილიონი ლარით არის გაზრდილი. “აღსანიშნავია, რომ არსებულ თანხაში არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო ბიუჯეტის სუბსიდია, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს რეგიონული განვითარების ფონდის მიერ […]

“თბილღვინო” აცხადებს, რომ რუსეთში ექსპორტი 2022 წლიდან შეაჩერა

კომპანია “თბილღვინო” ეხმაურება სამთავრობო პროპაგანდისტული ტელევიზიების კამპანიას და აცხადებს, რომ რუსეთში ექსპორტი 2022 წლიდან შეაჩერა. „თბილღვინოს“ განცხადებით სახეზეა მანიპულაციური კამპანია და მცდარი ინფორმაციის გავრცელება: “პირველ რიგში, გვსურს აღვნიშნოთ, რომ „თბილღვინომ“ 2022 წლის მარტში მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან და შეუერთდა არაერთ გლობალურ ბრენდს, რომლებმაც სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითი აჩვენეს იმ პერიოდში. ამას გარდა, […]

ზოოპარკში მიყვანილ ლომის ბოკვერს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს

ლომის ბოკვერს, რომლის ვიდეოც რამდენიმე დღის წინ ლაშა ბექაურმა გამოაქვეყნა, ხოლო შემდგომ გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელთან ერთად თბილისის ზოოპარკში მიიყვანა, ზურაბ გურიელიძის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის შესახებ ინფორმაცია პირველად ჟურნალისტმა ცირა გვასალიამ გაავრცელა. როგორც ზოოპარკის დირექტორმა გურიელიძემ ნეტგაზეთს უთხრა, ბოკვერი ახლა მის კაბინეტში იმყოფება და მეთვალყურეობის ქვეშაა. მისივე თქმით, სანამ ბოკვერი პატარაა, მისი კაბინეტში […]

ბაქოს განცხადებით, არსებობს ვერსია, რომ ავიაკატსტროფა გარე ჩარევით მოხდა

APA-ს ინფორმაციით, თვითმფრინავის ნამსხვრევები და მოწმეების ჩვენებები იძლევა იმის საფუძველს, რომ ის ექვემდებარებოდა გარე ჩარევას. ამის შესახებ აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრმა რაშად ნაბიევმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის ავიახაზების (AZAL) კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნისთანავე, პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ბრძანებით, შესაბამისი კომისია შეიქმნა. კომისიის წევრები გაგზავნეს აქტაუში, სადაც გაეცნენ ავარიის დეტალებს და დაღუპულთა მდგომარეობას, დაათვალიერეს […]

რუსეთში დროებით შეჩერდა სოჭისა და ყაზანის აეროპორტების მუშაობა

რუსეთში დროებით შეჩერდა სოჭისა და ყაზანის აეროპორტების მუშაობა, აეროპორტები რეისებს არც ამგზავრებენ და არც იღებენ. შეზღუდვები შემოღებულია “სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” – განაცხადა “როსავიაციამ” 27 დეკემბრის დილას, დეტალების დაკონკრეტების გარეშე. ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ რეისები შეჩერდა დრონებით თავდასხმის საფრთხის გამო. სოჭის აეროპორტის პრესსამდივნოში ადასტურებენ, რომ 12 თვითმფრინავი გადაყვანილია სათადარიგო აეროდრომებზე, და რომ რამდენიმე […]

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ სახალხო დამცველის სარჩელი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სარჩელი შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პატიმარს, რომელიც დეესკალაციის ოთახშია განთავსებული და რომელიც, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მწვავე ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაშია. ასევე, მოსარჩელე მხარე სარჩელში პატიმრის მიმართ დეესკალაციის ნაცვლად სხვა ღონისძიების გატარებას ითხოვდა. „2024 წლის […]

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა №1547 კონსტიტუციური სარჩელი

2024 წლის 27 დეკემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დააკმაყოფილა №1547 კონსტიტუციური სარჩელი („ვახტანგი მიმინოშვილი, ინვერი ჩოკორაია და ჯემალი მარკოზია საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. სადავო ნორმა კრძალავდა 110 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტს, გარდა მამრი მსხვილფეხა საქონლისა, რომელზეც გაცემული იყო ჯიშის დამადასტურებელი დოკუმენტი. „მოსარჩელე მხარის არგუმენტაციით, სადავო ნორმა […]