დადგა დრო, ივანიშვილმა პასუხი აგოს – ესტონეთის საგარეო მინისტრი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის შემდეგ, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა მიესალმება შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას. „დადგა დრო, ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი“, – წერს ის პლატფორმა X-ზე. ცაჰკნას განცხადებით, ესტონეთმა ბიძინა ივანიშვილსა და 27 სხვა პირს სანქციები დაუწესა საქართველოში კანონიერი პროტესტის ჩახშობის გზით ადამიანის უფლებების დარღვევებში მონაწილეობის გამო. „მიხარია, […]
კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება – ირაკლი კობახიძე

კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ისინი თითქოს უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით. „ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ […]
შუამავლების ბიზნესი, რომლებიც რუსეთს პრემიუმ ბრენდების ტანსაცმლითა და აქსესუარებით ამარაგებდნენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა – Financial Times

უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, შუამავლების ბიზნესი, რომლებიც რუსეთს პრემიუმ ბრენდების ტანსაცმლითა და აქსესუარებით ამარაგებდნენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა, წერს Financial Times (FT). ამრიგად, გამოცემა ერთ-ერთ მათგანზე საუბრობს და ამბობს, რომ იტალიაში შუამავლის ბინა რუსეთში გასაყიდი ძვირადღირებული ჩანთებით არის სავსე. მიმწოდებელმა, სახელად მიხაილმა, განუცხადა გამოცემას, რომ ის ყოველ კვირას აგზავნის 10-დან 20 […]
პრემიერი – ხელოვანი ხალხის მიმართ ბულინგი ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულებაა, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები

ბულინგი, რაც ხორციელდება ხელოვანი ხალხის მიმართ, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგი გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არიან ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, როგორც 1 საუკუნის წინ მოქმედებდნენ ქართველი ბოლშევიკები. „ეს არის ლიბერალური ფაშიზმი, რაც სამწუხარო მოვლენაა. ეს არის გარედან თავსმოხვეული მოვლენა და ზუსტად ისევე მოგვახვიეს თავს […]
ირაკლი კობახიძე – კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნების შემთხვევაში – ვითომ უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით

კონკრეტულ ბიზნესმენებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნების შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ისინი თითქოს უპირისპირდებიან ყველაფერ რუსულს და სინამდვილეში თვითონ იღებენ სარგებელს რუსეთთან ვაჭრობით. „ეს არის ორმაგი სტანდარტი. სინამდვილეში, როგორც გაირკვა, ამ ადამიანებს აქვთ პოლიტიკური მიკერძოება და ისინი ელოდებიან გამორჩენას, ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” […]
კახა კალაძე GFF Awards 2024-ს დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელ ღონისძიებას – GFF Awards 2024-ს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა ფეხბურთის ეროვნული ნაკრების მიერ წელს მოპოვებული წარმატებების გამო. „დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მინდა მივესალმო ჩვენს ვეტერანებს და პირველ რიგში, მადლობა […]
რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს – გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

რუსთაველის გამზირზე პროტესტი განახლდა. პროტესტის მონაწილეები უკვე 30-ე დღეა ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე. აქციის გამო რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. დღეს, დღის განმავლობაში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მარში გაიმართა, რომლებიც საბოლოოდ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს მუსიკოსებისა და მსმენელების მარშიც შეუერთდა. აღნიშნული მარშის მონაწილეები თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით გმირთა მოედნისკენ გადაინაცვლეს. პროტესტის მონაწილეები გმირთა […]
კახა კალაძე – ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია – დიდი იმედი მაქვს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ყველაფერი დალაგდება

ჩვენ გვინდა მეგობრობა, თანამშრომლობა, პარტნიორობა, მაგრამ ამ ტიპის დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმაურება. კახა კალაძის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში მთლიანად გადაიტვირთება ურთიერთობა და ყველაფერი დალაგდება. „სანქციებს რაც შეეხება, თქვენ იცით, რომ დე-ფაქტოდ, […]
რა ქონებას ფლობს სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი?

აშშ-ს მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ქონება Bloomberg-ს 7.6 მილიარდ დოლარად აქვს შეფასებული. რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრისთვის აშშ-მ ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები 27 დეკემბერს დაუწესა. OFAC-ის სიის თანახმად, ივანიშვილის სანქცირება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტის ნაწილია. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. OFAC-ის […]
მილერი: ივანიშვილის გადაწყვეტილებებმა შეარყია ქართველების დემოკრატიული და ევროპული მომავალი

ქართული ოცნების დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილს აშშ-მა სანქიები დაუწესა. მისმა ქმედებებმა ადამიანის უფლებების დარღვევას ხელი შეუწყო და ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავალი რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ შეარყია.