ევროპარლამენტარი დაინიუს ჟალიმასი – სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია – მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს

ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს სრულად მხარს ვუჭერთ, – ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, დაინიუს ჟალიმასმა თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ სამოქალაქო საზოგდოებასთან და ქართულ დემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობის შესაძლო გზები განვიხილეთ. ასევე, ჩვენ სრულად ვიზიარებთ პოზიციას, რომ საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურია, დღევანდელი პარლამენტიც არალეგიტიმურია და ჩვენ სრულად ვუჭერთ […]

შევწყვიტეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა ღირებულებაც 200 მილიონ ევროზე მეტი იყო – ანალენა ბერბოკი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე

“ჩვენ ქვეყნის ხელისუფლებასთან შევამცირეთ თანამშრომლობა და შევწყვიტეთ მხარდამჭერი პროექტები, რომელთა ღირებულებაც 200 მილიონ ევროზე მეტი იყო. ქართული ოცნების მზარდად ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ევროკავშირში ჩვენ ახლა ასევე განვიხილავთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ფორმალურ შეჩერებას,” – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი სოციალურ ქსელში წერს. მისი შეფასებით, 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება […]

“ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა, მაგრამ ირიბად შემოაქვს ბევრი გაურკვევლობა,” – ეკონომისტი

“ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე ვერ ექნება პირდაპირი გავლენა, მაგრამ ირიბად შემოაქვს ბევრი გაურკვევლობა, რაც საფინანსო სექტორს უჩენს თავსატეხს,” – ასე ფიქრობს ეკონომისტი აკაკი ცომაია ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციებაზე. “კომერსანტი” მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „იმის გათვალისწინებით, რომ იურიდიულად, ივანიშვილის აქტივების საკუთრების 50%-ზე მეტს ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები ფლობენ, ამ ფორმით, ივანიშვილის დასანქცირებას ეკონომიკაზე […]

ივანიშვილი ახლა უნდა დაფიქრდეს, ფული ურჩევნია თუ ძალაუფლება – რომან გოცირიძე

ივანიშვილი ახლა უნდა დაფიქრდეს, ფული ურჩევნია თუ ძალაუფლება – რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი ახლა უნდა დაფიქრდეს ფული ურჩევნია თუ ძალაუფლება, რადგან ორივე ერთად ვეღარ ექნება. როგორც ის აღნიშნავს, საკმარისია, ივანიშვილის ოჯახის წევრებიც დასანქცირდნენ და მთელი მისი ბიზნესიმპერია ჩამოიშლება. “მოკლედ რომ შევაჯამოთ ივანიშვილის სანქციები: ოჯახს არ […]

ბადრი ჯაფარიძე – ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ და მოხმარდება ხალხს – შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება

ეს არის ხალხის ფული და არა „ქართული ოცნების“ და მოხმარდება ხალხს. შეგვიწყვიტონ მანდატები და ხვალვე შეწყდება დაფინანსება, – ასე გამოეხმაურა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარის არ თქმას. აღნიშნულით ჯაფარიძემ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, პარტიამ საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი არ თქვა, რასაც კრიტიკა მოჰყვა. მათ შორის, მთავრობაშიც მიიჩნევენ, რომ ოპოზიციონერები პარლამენტში შევლენ. […]

ბადრი ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის საჭირო გადაწყვეტილება მიიღოს და ახალი არჩევნები ჩანიშნოს

ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ ნაბიჯების გამო ქვეყანა ფინანსურ დახმარებებს კარგავს. „ბიძინა ივანიშვილის სანქცირება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა შეერთებული შტატების მხრიდან, ეს სანქციის ყველაზე მკაცრი ზომა არ არის, რომელიც […]

თბილისსა და რეგიონებში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება

ახალი წლის დღეების ფარგლებში დედაქალაქსა და რეგიონებში ღონისძიებები მიმდინარეობს. წალენჯიხაში, კასპში და გარდაბანში მოეწყო საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სადღესასწაულო აქტივობები. ღონისძიებები კონცერტებით დასრულდა

“ლივერპულის” სამწვრთნელო შტაბის წევრმა შესაძლოა, ინგლისური გუნდი ჩაიბაროს

Football Insider-ის ცნობით, “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის არნე სლოტის ერთ-ერთმა ასისტენტმა ჯონი ჰეიტინგამ შესაძლოა, ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარი “ვესტ ბრომვიჩი” ჩაიბაროს. “ალბიონი” ახლახანს დამრიგებელმა კარლოს კორბერანმა დატოვა, რომელმაც “ვალენსიას” მიაშურა და კლუბს ახალი მწვრთნელი ესაჭიროება. ჰეიტინგას დამოუკიდებლად სამწვრთნელო პრაქტიკა არ გააჩნია. ის “აიაქსის” ახალგაზრდულ გუნდებს ხელმძღვანელობდა და “ვესტ ჰემში” დევიდ მოიესის ასისტენტი გახლდათ. “ლივერპულში” არნე სლოტის დანიშვნის […]

მივესალმები ივანიშვილის დასანქცირებას – მაიკლ მაკკოლი

„მივესალმები „ქართული ოცნების“ მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ამ უკვე დიდი ხანია საჭირო სანქციების დაწესებას“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე რესპუბლიკური პარტიიდან, მაიკლ მაკკოლი ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ს მიერ დასანქცირებაზე. მან ეს განცხადება სოციალ ქსელ X – ზე გამოქვეყნდა. CHM @RepMcCaul: “I welcome these long-overdue sanctions on Georgian Dream’s puppet […]

ჩინეთმა ექსპლუატაციაში ახალი სადესანტო გემი ჩაუშვა

ჩინეთმა ექსპლუატაციაში ახალი სადესანტო გემი „სიჩუანი“ ჩაუშვა, – იუწყება CNN. საზეიმო ცერემონია შანჰაიში გაიმართა. უახლესი წარმოების ხომალდი 260-ი მეტრის სიგრძისაა და 40 ათას ტონას იწონის. მას სამხედრო ვერტმფრენებისა და მძიმე უპილოტო საფრენი აპარატების, ასევე, ათასამდე ქვეითის გადაყვანა შეუძლია. „სიჩუანის“ მშენებლობა 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო. ხომალდი აღჭურვილია ინოვაციური ტექნოლოგიებით. ამერიკელმა სამხედრო ანალიტიკოსმა კარლ შუსტერმა განაცხადა, რომ […]