ბადრი ჯაფარიძე – ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები – არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაძაბულობამ იკლოს. „იმისათვის, რომ მოხდეს გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა, თავდაპირველად, მოწოდება იყო […]
გიორგი ვაშაძე – ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებით დამთავრდება – პარლამენტში მიმდინარე პროცესი კი ცირკია, დახურულ ოთახში ჩატარებული ყალბი ცერემონია

ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. შეიძლება განსხვავებული აზრები იყოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისივე თქმით, საბოლოოდ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. “ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეგიონებში სიარული და ხალხთან […]
დაახლოებით 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, 2025 წელსაც ეკონომიკურ ზრდას 6 პროცენტს ვფიქრობთ – ეკონომიკის მინისტრი

წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით გვექნება წლევანდელი წელიც – პირველი ათი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 10 პროცენტიანი ზრდა, უახლოეს ხანში გვექნება ნოემბრის და შემდეგ დეკემბრის მონაცემებიც, თუმცა, ეს სურათს ვერ შეცვლის და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა […]
ანაკლიის პორტის პროექტი მიმდინარეობს თანმიმდევრულად – ლევან დავითაშვილი

ანაკლიის პორტის პროექტი მიმდინარეობს თანმიმდევრულად, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი ზედმეტი სიურპრიზების გარეშე დასრულდება. „ანაკლიის პორტის პროექტი მიმდინარეობს თანმიმდევრულად. არაერთხელ გვქონდა საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომ ორი პარალელური პროცესი მიდის – ერთი სამშენებლო პროცესი, რომელიც დააჩქარებს პროექტის განვითარებას. აქ ცნობილი ბელგიური კომპანია Jan De Nul-ია […]
ვიდეო: კადრები მიხეილ ყაველაშვილის ფიცის დადების ცერემონიიდან

საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, ყოფილი ფეხბურთელი, მიხეილ ყაველაშვილი გახდა. მიხეილ ყაველაშვილმა დღეს პარლამენტის წინაზე ფიცი დადო. ნახეთ კადრები:
კობახიძე: 20 წელზე მეტია ქვეყანას პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ 20 წელიწადზე მეტია, საქართველოს პატრიოტი პრეზიდენტი არ ჰყოლია და მიხეილ ყაველაშვილს უწევს ახალი ტრადიციის დამკვიდრება ამ 20-წლიანი წყვეტის შემდეგ. “მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება. ის არის ღირსეული, პატრიოტი ადამიანი და დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ის ღირსეულად ემსახურება ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე თავის ქვეყანას. მინდა […]
კახა კალაძე „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაზე – გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი

ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას. „ეს არის დამადასტურებელი იმის, რაზეც ვსაუბრობდით ამ დროის განმავლობაში. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდათ კითხვის ნიშნები, […]
კახა კალაძე სანქციებზე – არაფერი იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის ინტერესების დაცვას

არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, – ასე უპასუხა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას შეცვლის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა“. „არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მუდმივი ზეწოლის, შანტაჟის მიუხედავად, ხან […]
პუტინმა დაამტკიცა ექსტრემიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია, რომელიც “რუსოფობიის” ცნებასაც განსაზღვრავს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას ახალ სტრატეგიაზე “რუსეთის ფედერაციაში ექსტრემიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევის” შესახებ. განახლებულ სტრატეგიაში პირველად შემოდის “რუსოფობიის” ცნება. ის განსაზღვრულია როგორც “არამეგობრული, წინასწარ განსაზღვრული, მტრული დამოკიდებულება რუსეთის მოქალაქეებთან, რუსულ ენასთან და კულტურასთან”. ასევე რუსოფობიად ითვლება დისკრიმინაციული ნაბიჯები რუსეთის მიმართ არამეგობრულ სახელმწიფოებად მიჩნეული ქვეყნების მეთაურების მხრიდან. სტრატეგია ამტკიცებს, რომ ზოგიერთი სახელმწიფო ექსტრემიზმს იყენებს […]
ირაკლი კობახიძე – ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება კონკრეტული გზამკვლევით, ევროკავშირთან მიმართებითაც მზად ვართ, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის

ჩვენ აშშ-ს შევთავაზეთ საჯაროდ, სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება, კონკრეტული გზამკვლევით, იგივე მიმართულებით, ევროკავშირთან მიმართებითაც ვართ მზად, ვიზრუნოთ ურთიერთობების გადატვირთვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. „რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენ არ ვართ კმაყოფილი ურთიერთობების არსებული დონით, […]