ლევან მგალობლიშვილი – მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად

დღეიდან საქართველოს უკვე ოფიციალურად ახალი პრეზიდენტი ჰყავს! დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი, მათი ეროვნების, რელიგიური კუთვნილების თუ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე განაცხადა. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გაერთიანება მხოლოდ საზოგადოების ერთიანობით არის შესაძლებელი. „მხოლოდ ჩვენი საზოგადოების ურთიერთპატივისცემით და ერთიანობით მივაღწევთ […]
ტურიზმში ვითარება უარესობისკენ ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ შეიცვალა – სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია

დღემდე ვართ იმ რეჟიმში, რომ შევინარჩუნოთ და აღვადგინოთ ტურიზმი – როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, მისი და ტურიზმში მოღვაწე ადამიანების ცხოვრება უარესობისკენ 2019 წელს ე.წ. „გავრილოვის ღამის“ შემდეგ შეიცვალა. „ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში ან ვინც არ უნდა მოვიდეს მომავალში, მინდა ყველას ჰქონდეს განცდა, რომ ხალხის მიერ […]
ხაჭაპურის ინდექსი გაიზარდა

2024 წლის ნოემბერში ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 6.77 ლარი შეადგინა, რაც გასულ თვესთან შედარებით 2%-იანი, ხოლო 2023 წლის ნოემბერთან შედარებით 4.8%-იანი ზრდაა – კვლევას ISET აქვეყნებს. ორგანიზაციის მიხედვით, ხაჭაპურის ინდექსის ცვლილება ძირითადად გამოწვეულია რძისა და რძის პროდუქტების ფასების მატებით, რაც, თავის მხრივ, ნედლი რძის ხელმისაწვდომობის სეზონურ შემცირებასა და რძის ფხვნილის იმპორტზე გაზრდილ […]
ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილების წილი 50%-ს 2025 წელს გადააჭარბებს, Pagani Huayra R აუქციონზე პირველად გაიყიდება – კვირის მთავარი ავტო სიახლეები

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “თეგეტა ჰოლდინგი” Honda, Nissan-ი და Mitsubishi ერთიანდებიან Honda-მ და Nissan-მა ოფიციალურად განაცხადეს, რომ მომდევნო 6 თვეში ისინი გაერთიანებისა და ჰოლდინგური კომპანიის ჩამოსაყალიბებლად მოლაპარაკებებს დაიწყებენ. Mitsubishi-იც, რომელიც Nissan-ის პარტნიორი კომპანიაა, ამ საუბრებში ასევე მოიაზრება. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში ბრენდები 2026 წელს გაერთიანდებიან. „დედა კომპანია“, Honda იქნება, რომელსაც ჰოლდინგში ყველაზე მეტი დირექტორი ეყოლება. […]
“საერთაშორისო IT კომპანიების ინტერესი საქართველოსადმი სრულად განელებულია” – ასოციაცია

საქართველოს ვირტუალური ზონის პირთა ასოციაციის თავმჯდომარე, შორენა კოპალეიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები IT ინდუსტრიაზეც აისახება, განსაკუთრებით კი იმ სპეციალისტებზე, რომლებიც მომსახურებას საერთაშორისო მასშტაბების კომპანიებს უწევენ – ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარემ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა. “დღეს ქვეყანაში არ დარჩა სფერო, ბიზნესსექტორი, რომელსაც არსებული მდგომარეობა პირდაპირ თუ ირიბად არ შეეხო. IT ინდუსტრიაც არ არის […]
იტალიის რკინიგზა მზის ელექტროსადგურისთვის €1.3-მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს

იტალიის რკინიგზა მზის ელექტროსადგურისთვის €1.3-მილიარდიან ინვესტიციას გამოყოფს იტალიაში, რკინიგზის სახელმწიფო კომპანია Ferrovie dello Stato ფოტოვოლტური ელექტროსადგურის ასაშენებლად €1.3 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. პირველ ეტაპზე, 2029 წლისთვის, დადგმული სიმძლავრე 1 გეგავატი იქნება, რაც კომპანიის მოთხოვნის 19%-ს დააკმაყოფილებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი სტეფანო დონარუმი ვარაუდობს, ელექტროსადგურის მენეჯმენტს პარტნიორი ფირმა ჩაიბარებს. მისივე თქმით, კომპანია მოლაპარაკებებს კომერციულ ბანკებთანაც აწარმოებს, რათა […]
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით – ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, […]
ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, – ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 […]
ირაკლი ჩიქოვანი სანქციებზე – სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის მექანიზმად არის გამოყენებული

ხშირია მომენტები, როდესაც ჩვენ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში ვსაუბრობთ – შეიძლება, საზოგადოებისთვის ეს თავიდან დაუჯერებელი იყოს და ამაში ბევრმა ადამიანმა შეიტანოს ეჭვი, დასვას კითხვის ნიშანი, თუმცა საბოლოოდ, ეს ყველაფერი მართლდება, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან აშშ-ის მხრიდან „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიმართ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი ზეწოლის […]
რუსთაველზე დაკავებული ექვსივე დემონსტრანტი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა

პოლიციამ ხელწერილით გაათავისუფლა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ექვსივე მოქალაქე – ისინი 29 დეკემბრის დღის სამის ნახევრისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს. პოლიცია ამტკიცებდა, რომ მოქალაქეები მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ და უკანონოდ კეტავდნენ გზის ავტომობილებისთვის სავალ ნაწილს. უფლებადამცველები და თვითმხილველები კი საუბრობდნენ დაკავების დროს ძალადობაზე, თმის მოწიწკვნასა დაცემაზე. დაკავებულებს შორის იყო ერთი ქალი. პარლამენტთან […]